უკრაინელმა სუპერმძიმეწონოსანმა, WBC-ის ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ 2012 წელს, შესაძლოა, რუს ნიკოლაი ვალუევთან ბრძოლა გამართოს
უკრაინელმა სუპერმძიმეწონოსანმა, WBC-ის ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ 2012 წელს, შესაძლოა, რუს ნიკოლაი ვალუევთან ბრძოლა გამართოს.

როგორც ვარაუდობენ, შეხვედრას კიევის "ოლიმპიისკი" უმასპინძლებს. ორივე მოკრივე ინტერვიუებში დაინტერესებას გამოთქვამს მომავალი ბრძოლის მიმართ.

"საინტერესო იქნებოდა უკრაინელ მოკრივესთან შეხვედრა. გიგანტი უჩვეულო ანტროპომეტრიული მონაცემებით. ის გინესის რეკორდების წიგნშია შესული, თან არასოდეს ყოფილა ნოკდაუნში. მართლაც საინტერესო იქნება მასთან კრივი. თუმცა მისი გეგმების შესახებ არაფერი ვიცი", - განაცხადა ცოტა ხნის წინ ვიტალი კლიჩკომ.

თავად ვალუევმაც უკრაინული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში რომელიმე კლიჩკოსთან შეხვედრით დაინტერესება გამოხატა: "სუფთა ემოციურად მე ჯერ კიდევ მიზიდავს რინგი. მიყვარს მუშტებით ჩხუბი, მამაკაცებს შორის დუელი. უკვე 20 წელია რინგზე ვარ. რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო კლიჩკოსთან ჩხუბი იქნებოდა. მაგრამ ამ თემაზე უკვე ისედაც ბევრი ვილაპარაკე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები".

რუსმა მოკრივემ ბოლო ბრძოლა 2009 წლის ნოემბერში ჩაატარა. მაშინ ვალუევმა WBA-ის ტიტული დაკარგა ბრიტანელ დევიდ ჰეისთან ჩხუბში.

ამის შემდეგ, ვალუევი და ვიტალი კლიჩკო ერთი წელი ცდილობდნენ მოლაპარაკებას. მაგრამ ფინანსური უთანხმოების გამო მათი ბრძოლა მაინც არ ჩატარდა. 2010 წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისში რუსმა გიგანტმა სამი ოპერაცია გადაიტანა და მისი მომავალი კარიერა ეჭვქვეშ დადგა. მაგრამ თავად მოკრივე ირწმუნება, რომ ჯერ არ ჩქარობს რინგიდან წასვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს