"ტრანსფერმარკეტმა" გურამ კაშიასა და გიორგი ჭანტურიას ფასი 2 მილიონ ევრომდე გაზარდა
ჰოლანდიის ერედივიზიონში არნემის "ვიტესი" წლეულს ჩინებულად ასპარეზობს - 11 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-4 ადგილზეა. მერაბ ჟორდანიას ახალგაზრდული და პერსპექტიული გუნდის პროგრესი აშკარაა - შარშან ხომ გასავარდნად ჰქონდა საქმე.

გუნდის წინსვლას ჩვენთვის საინტერესო ამბავი მოჰყა - "ვიტესში" მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მაგალითად, გურამ კაშიას, შარშან ამ დროს თბილისის "დინამოში" რომ თამაშობდა, გერმანული სააგენტო "ტრანსფერმარკეტი" 300 ათას ევროდ აფასებდა.

24 წლის ქართველმა მცველმა "ვიტესის" ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი, ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა წლეულს მისთვის ჩვეულ, ცენტრალური მცველის პოზიციაზე დააყენა, თანაგუნდელებმა კი კაპიტნად აირჩიეს, რასაც ეროვნულ ნაკრებში სისტემატური თამაში დაემატა. კაშიამ წლეულს ყველა, 11-ივე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

შედეგად მივიღეთ ის, რომ "ტრანსფერმარკეტმა" კაშიას სატრანსფერო ფასი 2 მილიონ ევრომდე გაზარდა, რაც მართლაც უდიდესი ნახტომია.

ასევე გაიზარდა არნემელთა ქართველი ფორვარდის, გიორგი ჭანტურიას ფასიც - ზაფხულში მას 500 ათას ევროდ აფასებდნენ, სექტემბერში კი - 1 მილიონად. თუმცა დაიწყო შემოდგომის ბოლო თვე, "ვიტესის" 19 წლის თავდამსხმელმა ერედივიზიონის 10 მატჩში სამჯერ გაიტანა და ტრანსფერიც კიდევ უფრო დაუფასდა - 2 მილიონი ევრო!

ამგვარად, კაშია და ჭანტურია დამკვიდრდნენ ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მოთამაშეების ათეულში, რომელიც ასე გამოიყურება:

1. ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი") - 2 800 000 ევრო

2. ჯანო ანანიძე (მოსკოვის "სპარტაკი") - 2 200 000

3-5. გოგიტა გოგუა (ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა"), გურამ კაშია, გიორგი ჭანტურია (ორივე - "ვიტესი") - 2 000 000

6. კახა კალაძე ("ჯენოა") - 1 700 000

7-8. ოთარ მარცვალაძე ("კრასნოდარი"), ლადო დვალიშვილი (ჰაიფას "მაკაბი") - 1 200 000

9-10. ლაშა სალუქვაძე (ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა"), ნუკრი რევიშვილი (მახაჩყალის "ანჟი") - 1 000 000

სამწუხაროდ, ტრავმიანობის გამო ლევან ყენიას ფასი 2 მილიონიდან 500 ათას ევრომდე დაეცა - იმედია, მხოლოდ დროებით და "შალკეს" ქართველი პლეიმეიკერი დაკარგულს მალე აინაზღაურებს.

უცნაურზეც მოგახსენებთ: საქართველოს ნაკრების 2011 წლის აღმოჩენა დავით თარგამაძე ჯერაც მხოლოდ 350 ათასად ფასდება.

ორი წლის წინ 3,5 მილიონად აფასებდნენ ლევან კობიაშვილს, მაგრამ ასაკი ასაკია და "ტრანსფერმარკეტი" ბერლინის "ჰერტას" ქართველს ახლა 750 ათასად აფასებს.

აქვე უცხოეთის მოქალაქე ქართველებში ყველაზე ძვირადღირებულების სიასაც გაგაცნობთ:

1. აკაკი გოგია ("აუგსბურგი") - 750 000

2. გოჩა ხოჯავა (ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა") - 700 000

3. ლევან გვაზავა (გროზნოს "ტერეკი") - 500 000

4. გუჯა რუხაია (ნალჩიკის "სპარტაკი") - 400 000

5. იგორ ჩემინავა (სანკტ პეტერბურგის "ზენიტი") - 200 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sensazionel
აკაკი გოგია როდიდან თამაშობს აინტრახტში?
mamuka
შაშიაშვილი დაგავიწყდათ? 900.000 ევროა მისი ფასი მანდვე ტრანსფერმარკტზე.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!