საქართველოს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის პრეზიდენტი ალბერტო გალტიერი და ასოციაციის გენერალური მდივანი მატიას პეკოვნიკი
გუშინ საქართველოს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის პრეზიდენტი ალბერტო გალტიერი და ასოციაციის გენერალური მდივანი მატიას პეკოვნიკი.

საპატიო სტუმრებმა საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტ ნიკოლოზ ამაშუკელთან ერთად დაათვალიერეს ყოფილ არმიის სასპორტო კლუბის დარბაზი, სადაც 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის მესვეურები შეხვდნენ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი ასანიძეს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილს.

"დიდი მადლობა ქართულ მხარეს გულთბილი მასპინძლობისთვის. სპორტის მესვეურებთან შეხვედრისას დავრწმუნდი, რომ თქვენ ქვეყანაში სპორტს დიდ ყურადღებას აქცევენ. რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, საუნივერსიტეტო სპორტში სულ უფრო მეტი სტუდენტი ერთვება. მათ გააქტიურებაში ჩვენი ასოციაციაც შეიტანს წვლილს: ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში უამრავ ღონისძიებას ვმართავთ. დღეს ერთ-ერთი საერთაშორისო ტურნირის თბილისში ჩატარების საკითხიც განვიხილეთ. ვიმედოვნებთ, რომ იდეა რეალობად იქცევა," - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ალბერტო გალტიერიმ.

ვლადიმერ ვარძელაშვილი: "ბოლო წლებში ჩვენი ქვეყანა მაღალ დონეზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებს მასპინძლობს, რამაც საქართველოსადმი მსოფლიოს სპორტული ორგანიზაციების დაინტერესება გამოიწვია, ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის მესვეურთა სტუმრობაც ამის დასტურია. მადლობა მათ ჩამობრძანებისთვის. სტუმრებს ვაუწყეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში რეგულარულად ტარდება უნივერსიადები. უწინ შეჯიბრებებში 2000-მდე სტუდენტი თუ მონაწილეობდა, ეს მაჩვენებელი ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა.

ვისაუბრეთ საინტერესო თემებზე, განვიხილეთ საქართველოში რომელიმე საერთაშორისო ტურნირის ჩატარების საკითხიც. არ არის გამორიცხული, 2015 წელს ევროპის უნივერსიადასაც ვუმასპინძლოთ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, რადგან უმაღლესი სასწავლებლების ათასობით წარმომადგენელი ჩამოვა საქართველოში, რაც სტუდენტური სპორტის პოპულარიზაცია-განვითარებასთან ერთად ევროპელ ახალგაზრდებთან დაახლოებასაც შეუწყობს ხელს.

ჩვენი მიზანია,უმაღლეს სასწავლებლებში რაც შეიძლება, მეტი სპორტის სახეობა დავნერგოთ ახალგაზრდების უფრო მასობრივად ჩასაბმელად და ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად