გერმანიის ნაკრები: 300 000 ევრო თითოეულს, ევროპის ჩემპიონობისთვის
გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ უკრაინასთან (11 ნოემბერს) და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ჰოლანდიასთან (15 ნოემბერს) ამხანაგურ მატჩებს ფილიპ ლამის გარეშე ჩაატარებს - ბუნდესგუნდის თავკაცმა იოახიმ ლიოვმა გადაწყვიტა, რომ კაპიტანი დაასვენოს.

იოგი ნაწილობრივ ასვენებს პირველ მეკარე მაუნელ ნოიერსაც, რომელიც განაცხადში მხოლოდ ჰოლანდიასთან შეხვედრაში იქნება, უკრაინასთან კი თავის გამოჩენის შანსი ტაიმების მიხედვით ტიმ ვიზეს და რონ-რობერტ ცილერს მიეცემათ.

ლიოვი იძულებული გახდა, უარი ეთქვა ბასტიან შვაინშტაიგერზეც, რომელიც „ბაიერნისა“ და „ნაპოლის“ მატჩის დროს დაშავდა და ოპერაცია სჭირდება. სამაგიეროდ, გერმანიის ნაკრებში დორტმუნდელი მარსელ შმელცერი, ლევერკუზენელი ლარს ბენდერი და რომის „ლაციოს“ ფორვარდი მიროსლავ კლოზე ბრუნდებიან - ეს უკანასკნელი თურქეთთან (1:0) და ბელგიასთან (3:1) შეხვედრებში ბუნდესგუნდს მხოლოდ და მხოლოდ ტრავმის გამო აკლდა.

„ფილიპ ლამს ხუთშაბათს ვესაუბრე და ერთად გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნება, დაისვენოს. ბოლო დროს ფილიპი კვირაში ორ მატჩს ატარებს და ნაკრების ამხანაგურ მატჩებში აღარ დავტვირთავ. თანაც, მინდა, რომ დაცვის მარცხენა ფრთაზე ალტერნატიული კანდიდატები კარგად გამოვცადო,“ - აცხადებს ლიოვი „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ლამი და ლიოვი კიდევ ერთ რამეზე შეთანხმდნენ: ევროპის ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, გერმანიის ნაკრების თითოეული ფეხბურთელი პრემიის სახით 300 000 ევროს მიიღებს. ბუნდესგუნდის განაცხადი კი, უკრაინასთან და ჰოლანდიასთან ტესტ-მატჩებისთვის ასე გამოიყურება:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი/მხოლოდ ჰოლანდიასთან), ტიმ ვიზე (ვერდერი), რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი)

მცველები: დენის აოგო (ჰამბურგი), ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ), პერ მერტეზაკერი (არსენალი), კრისტიან ტრეში (ვოლფსბურგი), მარსელ შმელცერი (ბორუსია დ).

ნახევარმცველები: ლარს ბენდერი (ლევერკუზენი), მარიო გიოტცე (ბორუსია დ), სამი ხედირა (რეალი), ტონი კროოსი (ბაიერნი), ანდრე შიურლე (ლევერკუზენი), ლუკას პოდოლსკი (კიოლნი), თომას მიულერი (ბაიერნი), მესუთ იოზილი (რეალი), მარკო როისი (ბორუსია მ), სიმონ როლფესი (ლევერკუზენი).

თავდამსხმელები: მარიო გომესი (ბაიერნი), მიროსლავ კლოზე (ლაციო), კაკაუ (შტუტგარტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად