“მონპელიეს” 25 წლის ცენტრფორვარდ ოლივიე ჟირუზეს მიწვევას ნაკრებში მთელი ქვეყანა მოუთმენლად ელოდა
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა გუნდში დებიუტანტს უხმო. ამ ფეხბურთელის მიწვევას მთელი ქვეყანა მოუთმენლად ელოდა. ლაპარაკია “მონპელიეს” 25 წლის ცენტრფორვარდ ოლივიე ჟირუზე, თავდამსხმელზე, ვინც წლევანდელ სეზონში ჩატარებულ 13 შეხვედრაში (ყველა ტურნირში ერთად), 10 გოლი აქვს გატანილი. ლორან ბლანი მისით ლიგა 1-ის მე-10 ტურის მატჩში მოიხიბლა ყველაზე მეტად, როცა ოლივიემ “დიჟონს” 3 გოლი გაუტანა.

საფრანგეთის ნაკრები 11 ნოემბერს ამერიკას დაუპირისპირდება, 15-ში კი - ბელგიას. შეკრებაზე სულ 22 ფეხბურთელი გამოცხადდება. მოულოდნელად განაცხადს მიღმა დარჩნენ “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი პატრის ევრა და “ლიონის” გამთამაშებელი იოან გურკუფი. ამ უკანასკნელმა 5-თვიანი მკურნალობის შემდეგ თამაში ახლაღა განაახლა და ბლანმა მას დასვენების საშუალება მისცა. გთავაზობთ სრულ შემადგენლობას:

მეკარეები: უგო ლორისი (ლიონი), სედრიკ კარასო (ბორდო), სტივ მანდანდა (მარსელი)

მცველები: ერიკ აბიდალი (ბარსელონა), მატიე დებიუში (ლილი), ლორან კოშელნი (არსენალი), ჟერემი მატიე, ადილ რამი (ორივე ვალენსია), ანტონ რევეიერი (ლიონი), მამადუ სახო (პარი სენ-ჟერმენი)

ნახევარმცველები: იოან კაბაიე (ნიუკასლი), ალუ დიარა (მარსელი), იან მვილა (რენი), ფლორან მალუდა (ჩელსი), მარვენ მარტენი (სოშო), სამირ ნასრი (მანჩესტერ სიტი), ჟერემი მენეზი (პარი სენ-ჟერმენი) ფრანკ რიბერი (ბაიერნი)

თავდამსხმელები: კარიმ ბენზემა (რეალი), კევინ გამეირო (პარი სენ-ჟერმენი), ოლივიე ჟირუ (მონპელიე), ლოიკ რემი (მარსელი)

რაკი მასალა საფრანგეთის ნაკრებზეა, აქვე მის მომავალ მეტოქეებზეც მოგაწვდით ინფორმაციას. ბელგიას გროზნოს “ტერეკის” 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ჯონათან ლეჟარი დააკლდება. ფეხბურთელმა პრემიერლიგის 29-ე ტურში “კრილია სოვეტოვთან” შეხვედრაში მიიღო ტრავმა.

რაც შეეხება აშშ-ის ნაკრებს. 11-ში პარიზული შეხვედრის შემდეგ იურგენ კლინსმანის გუნდი ლუბლიანაში სლოვენიას გაეჯიბრება. კლინსიმ გუნდში დებიუტანტი იხმო - ალფრედო მორალესი “ჰერტადან”. აღსანიშნავია ისიც, რომ თუკი კარლოს ბოკანეგრა ორივე თამაშს ჩაატარებს, ეროვნულ გუნდში 100 თამაში დაუგროვდება. გერმანელმა სპეციალისტმა ამ ორი შეხვედრისთვის შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: ჰოვარდ ვები (ევერტონი), ბილ ჰამიდი (დი სი იუნაიტედი)

მცველები: ტიმი ჩენდლერი (ნიურნბერგი), სტივ ჩერუნდოლო (ჰანოვერი), კარლოს ბოკანეგრა (რეინჯერსი), კლერენს გუდსონი (ბრონდბიუ), ალფრედო მორალესი (ჰერტა), მაიკლ ფისკელი (სენტ ლუისი), ოგუჩი ონიევუ (სპორტინგი), დანიელ უილიამსი (ჰოფენჰაიმი)

ნახევარმცველები: კაილ ბეკერმანი (რეალ სოლტ ლეიკი), მაიკლ ბრედლი (კიევო), მორის ედუ (რეინჯერსი), დამარკუს ბისლი (პუებლა), ლენდონ დონოვანი (ლოს ანჯელეს გალაქსი), ფაბიან ჯონსონი, (ჰოფენჰაიმი), ჯერმეინ ჯონსი (შალკე), რობი როჯერსი (კოლამბუს ქრიუ), ბრეკ ში (დალასი)

თავდამსხმელები: კლინტ დემპსი (ფულჰემი), ჟოზი ალტიდორი (ალკმაარი), ედსონ ბადლი (ინგოლშტადტი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად