ბაზელის ტურნირზე სერბმა ჩოგბურთელმა სენსაციურად ნახევარფინალი კეი ნიშიკორისთან წააგო
ბაზელის ტურნირზე ვერ ვიხილეთ დამაინტრიგებელი ფინალი ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს შორის.

სერბმა ჩოგბურთელმა სენსაციურად წააგო ნახევარფინალი კეი ნიშიკორისთან და ახლა, გადაწყვეტ მატჩში ფედერერი სწორედ იაპონელ ჩოგბურთელს შეხვდება.

ნიშიკორი შესანიშნავ ფორმაში შეხვდა ბაზელის ტურნირს. პირველ წრეში მან მეოთხე ნომრად განთესილი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა, თუმცა ვერავინ იფიქრებდა, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანის შეჩერებას შეძლებდა. სერბ ჩოგბურთელს მატჩის სტარტიდანვე მხარის პრობლემები შეექმნა, მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია პირველი სეტის შედეგზე. ჯოკოვიჩმა ბევრი არბენინა უკანა ხაზზე ნიშიკორი, რომელსაც მოწოდება არ მისდიოდა. ნოვაკი 5:1 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ კორტზე ექიმი გამოიძახა, ცოტა ხანში კი სეტზე ვერ ჩააწოდა. თუმცა სეტი ჯოკოვიჩის ბრეიკით დასრულდა - 6:2.

მეორე სეტში კეიმ გააუმჯობესა თამაშის ხარისხი. გაიზარდა პირველი მოწოდების სიზუსტე, რომელიც მანამდე 24 პროცენტს შეადგენდა. მალე იაპონელი ბრეიკით დაწინაურდა და მეორეჯერაც შეეძლო მეტოქის მოწოდების აღება, მაგრამ ჯოკოვიჩმა ჯერ ეს გეიმი გადაარჩინა, შემდეგ კი ანგარიში გაათანაბრა. თუმცა კეიმ ტაი-ბრეიკზე მაინც შეძლო სეტში დამსახურებული გამარჯვების მოპოვება.

მესამე სეტში კი სასწაული მოხდა - ნიშიკორიმ ნულზე მოიგო პარტია და სეზონში მეოთხე მარცხი აგემა სერბ ჩოგბურთელს. სხვათა შორის ჯოკოვიჩისთვის ეს იყო ბოლო წელიწადნახევარში მშრალი ანგარიშით წაგებული პირველი სეტი. სულ კი ასეთი რამ მის კარიერაში მეშვიდედ მოხდა.

ფინალის მეორე საგზური როჯერ ფედერერმა მოიპოვა. ცნობისთვის, მან ზედიზედ მეექვსედ მიაღწია ამ ტურნირის გადამწყვეტ მატჩამდე. ნახევარფინალში როჯერი პრობლემების გარეშე გაუმკლავდა თანამემამულე სტანისლას ვავრინკას. პირველ პარტიაში მან ვერ შეინარჩუნა ბრეიკი, სამაგიეროდ, ტაი-ბრეიკზე გაუმართლა. ამის შემდეგ ვავრინკამ უკლო თამაშს და მეორე სეტში თითქმის უბრძოლველად წააგო - 6:7(5), 2:6.

ვალენსიაში პარალელურად მიმდინარე ტურნირზე ორივე ნახევარფინალში სენსაცია მოხდა - პირველ და მეექვსე ნომრად განთესილი დავიდ ფერერი და ხუან-მარტინ დელ პოტრო ფინალამდე ვერ მივიდნენ.

არგენტინელმა ორ სეტში წააგო მარსელ გრანოლერსთან, რომელმაც ამ მოგებით მოულოდნელად დაიცვა შარშან ფინალში გასვლისთვის მიღებული ქულები. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ დელ პოტროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მან ორჯერ გამოიძახა კორტზე ექიმი. შედეგად, არგენტინელმა იოლად წააგო პირველი სეტი, მეორეში კი სამგეიმიანი უპირატესობა გაუშვა ხელიდან.

დელ პოტრო ტაი-ბრეიკში წინ იყო, მაგრამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და 4:2 4:7-ად გადაიქცა.

არგენტინელმა ხუან მონაკომ კი ამ ტურნირზე მეორე ესპანელი დაამარცხა. პირველ წრეში მან ნიკოლას ალმაგრო დაამარცხა, ახლა კი სამ სეტში მოუგო დავიდ ფერერს, რითაც შეწყვიტა ამ უკანასკნელის 14-მატჩიანი მოგებათა სერია ვალენსიაში.

პირველ სეტში მძიმე გამარჯვების შემდეგ, მონაკომ მთლიანად ჩააგდო მეორე პარტია და 0:5-ზე აიღო ერთადერთი გეიმი. გარდა ამისა, არგენტინელმა ზურგთან დაკავშირებული პრობლემების გამო სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო და თითქოს ესპანელს უნდა მოეგო გადამწყვეტი სეტი. მაგრამ ფერერმა რამდენიმე შანსი ხელიდან გაუშვა, სეტის ბოლოსკენ კი ორმაგი შეცდომით წააგო საკუთარი გეიმი.

საბოლოოდ, თითქმის ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ ხუანმა მოიგო - 7:5, 1:6, 6:3 და დავიდთან ურთიერთშეხვედრებში წინ გავიდა - 4:3.

Swiss Indoors

ბაზელი (შვეცარია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 654 486 დოლარი

1/2 ფინალი

კეი ნიშიკორი (იაპ)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) 2:6, 7:6(4), 6:0; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც) 7:6(5), 6:2.

Valencia Open

ვალენსია (ესპანეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 832 675 დოლარი

1/2 ფინალი

მარსელ გრანოლერსი (ესპ)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 6) 6:4, 7:6(4); ხუან მონაკო (არგ)-დავიდ ფერერი (ესპ, 1) 7:5, 1:6, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ესპანიოლთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა