შვეიცარიელი ჩოგბურთელი მარტინა ჰინგისი უახლოეს პერიოდში პატრიკ მურატოგლუს საჩოგბურთო აკადემიაში მუშაობას დაიწყებს
ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი მარტინა ჰინგისი უახლოეს პერიოდში მუშაობას დაიწყებს პატრიკ მურატოგლუს საჩოგბურთო აკადემიაში. "დიდი სლემის" ტურნირების ხუთგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი აკადემიის ახალგაზრდა მოსწავლეებს დაეხმარება, ამასთან, გააგრძელებს გამოსვლას სხვადასხვა საჩვენებელ ტურნირში.

"დღეს მარტინა უკვე შეეგუა სპორტული კარიერის დასრულების აზრს. ის მზად არის წინ იაროს და ამ მხრივ, სავსებით ბუნებრივი ნაბიჯი იქნება სამწვრთნელო კარიერის დაწყება. მოხარულები ვართ, რომ მან თავისი შესაძლებლობების შემოწმება სწორედ ჩვენს აკადემიაში გადაწყვიტა. ახალგაზრდა ჩოგბურთელებმა სიხარულით მიიღეს ეს ახალი ამბავი. ყველასთვის ცნობილია, რომ მარტინა თამაშის აღქმის უნიკალური თვისებით იყო დაჯილდოებული და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება", - ამბობს პატრიკ მურატოგლუ.

ამ საჩოგბურთო აკადემიის ყველაზე ცნობილი აღზრდილები არიან - კვიპროსელი მარკოს ბაღდატისი, რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა და ფრანგი არავან რეზაი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა