ბუქარესტში 19-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ფინალში რუსეთის გუნდი 20:12 დაამარცხა
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 19-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ფინალში რუსეთის თანატოლთა გუნდი დაამარცხა 20:12 და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო.

საქართველო-რუსეთი 20:12

საქართველო: 15. საბა ნიკოლავა, 14. გიორგი ბიწაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. გიორგი ბასილაია, 9. ვაჟა ხუციშვილი. 1. თორნიკე ჯიბლაძე (გიორგი თეთრაშვილი 36), 2. გიორგი ლომთაძე (დავით ხიდეშელი 36), 3. ზაზა ნავროზაშვილი (ვახტანგ ახობაძე 36), 4. გურამ შენგელია, 5. სანდრო ქოიავა, 6. ელგუჯა სურგულაძე, 7. ბექა მამრიკიშვილი, 8. ვალერი რაფავა.

2ლ: ხუციშვილი, რაფავა. 2გ,2ს: ნიკოლავა.

ახალგაზრდა ბორჯღალოსბებმა დასახული მიზანი ასი პროცენტით შეასრულეს. პროგრამა მინიმუმი ფინალში გასვლა იყო, რაც მომავალ წელს იაპონიაში გასამართი "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" თამაშის უფლებას მისცემდათ. პროგრამა მაქსიმუმი კი, ცხადია, ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებ იყო.

ფინალური მატჩი ჩვენი გუნდისთვის საკმაოდ მძიმედ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ვფლობდით, რუსთა გუნდი დაცვაში თითქმის უშეცდომოდ თამაშობოდა. ჩვენი ბიჭები ძირითადად ხელდახელ ბურთაობით ცდილობდნენ მეტოქსითვის პრობლემები შეექმნათ. შეტევის მიმართულების ხშირი ცვლით და მრავალფაზიანი იერიშებით რუსთა ლელოსთან მიხლოებას კი ახერხებდნენ, მაგრამ იქამდე მისულებს ან ბურთი წინ უვარდებოდათ, ან რაკში თამაშისას ჯარიმდებოდნენ.

რუსები პირველ ტაიმში სულ სამჯერ გადმოვიდნენ ჩვენი გუნდის ნახევარზე და აქედან ორჯერ საჯარიმოს უფლება მოიპოვეს. ორივეჯერ ზუსტად დაარტყეს და 6:0 დაწინაურდნენ. ანგარიშში სხვაობის შემცირება "პატარა ბორჯღალოსნებმა" ტაიმის მიწურულს მოახერხეს. საჯარიმო ფულბეკმა საბა ნიკოლავამ გაიტანა - 3:6. ასე დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების მორაგბეები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, თუმცა მეტოქის გააფთრებული წინააღმდეგობის დასაძლევად 14 წუთი დასჭირდათ. მოედნის ცენტრიდან დაწყებული შეტევა თითქმის სამი წუთი გაგრძელდა, ქართველებმა იერიშის მიმართულებმა ექვსჯერ შეცვალეს და ლელო მე-17 ფაზაზე გაიტანეს. რუსთა ჩათვლის მოედანში მარცხენა ფრთაზე უკანა ხაზში ჩამდგარმა მესამეხაზელმა ვალერი რაფავამ შეაღწია. ნიკოლავამ გარდასახა - 10:6.

ამის შემდეგ რუსები საგრძნობლად გაქტიურდნენ და მალე საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს - 9:10.

ხუთ წუთში ქართველმა მორაგბეებმა მეორე ლელო მიითვალეს, რომელიც პირველის მსგავსად ასევე მრავალფაზიანი შეტევის შედეგი იყო.

იერიშის დასკვნით ფაზაში შესანიშნავად გაისარჯა ცხრა ნომერი ვაჟა ხუციშვილი, რომელმაც ლელოდან ხუთ მეტრში წარმოქმნილი რაკიდან ბურთი აიტაცა, ცრუ მოძრაობით ორი რუსი მშრალზე დატოვა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. ნიკოლავამ ესეც გარდასახა - 17:9.

მატჩის დასრულებამდე გუნდებმა თითო-თითო საჯარიმო გაცვალეს და საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ღირსეულად მოიპოვა - 20:12.

საქართველოს ნაკრები ტურნირისთვის შოტლანდიელმა მწვრთნელმა იან სმიტმა მოამზადა, მას ეხმარებოდნენ ირაკლი ჭყონია და ვლადიმერ კილასონია. აი ისინიც, ვინც ევროპის ჩემპიონები გახდნენ:

თორნიკე ჯიბლაძე, დავით ხიდეშელი, საბა ნიკოლავა (სამივე-თიბისი), ვახტანგ ახობაძე, გიორგი თეთროშვილი (ორივე-ალბი), არჩილ ბეჟიაშვილი მინდია ელგუჯაური (ორივე-ყოჩები), სანდრო ქოიავა, ელგუჯა სურგულაძე, დაჩი კოპაძე (სამივე-ლელო), გურამ შენგელია (ჯიქები), ვახტანგ რაფავა (ნატალ შარქსი), ვაჟა ხუციშვილი, გიორგი ბასილაია (ორივე-ხარები), ნიკო ჯინჭველაშვილი, ზურაბ ძნელაძე, ნოდარ მარდალეიშვილი, გიორგი ზიბზიბაძე (ოთხივე-აია), გიორგი ბიწაძე (ლოკომოტივი), მერაბ შარიქაძე, ლევან გოგოლაშვილი (ორივე-აკადემია), გიორგი ლომთაძე (ბრეთფორდი), ბექა მამრიკიშვილი, ზაზა ნავროზაშვილი (ორივე-არმია), ლაშა სირაძე, გიორგი მისრიაშვილი (ორივე-არმაზი).

ევროპის ჩემპიონატი, U-19

საბოლოო მდგომარეობა

1. საქართველო, 2. რუსეთი, 3. რუმინეთი, 4. ჰოლანდია, 5. ესპანეთი, 6. პორტუგალია, 7. ბელგია, 8. შვეიცარია.

მსოფლიოს ალაფი - 2102

საქართველო, აშშ, კანადა, ჩილე, იაპონია, ზიმბაბვე, რუსეთი, ტონგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს