გეგუჩაძის შეგირდებმა მეორე ტაიმში შეძლეს სტუმრების გატეხვა და ჩემპიონატში ზედიზედ მეექვსე გამარჯვების მოპოვება
6.11. ქუთაისი. ცენტრალური, 1500 მაყურებელი

ტორპედო-დილა 2:1

1:0 გამეზარდაშვილი (14.დოლიძის პასით), 1:1 ვ.ხორგუაშვილი (23), 2:1 მეგრელაძე (65. დიღმელაშვილის პასით)

ტორპედო დილა

4-2-3-1 4-5-1

მიგინეიშვილი შეყრილაძე

დ. ფოფხაძე ჭითანავა

ს. თოდუა ბაქრაძე

გამეზარდაშვილი მაჭავარიანი

გურული გველესიანი

დოლიძე რაჟამაშვილი

დიღმელაშვილი ჯოჯუა

ჩიკვილაძე პ. ხორგუაშვილი

დ. ბოლქვაძე ვ. ხორგუაშვილი

თარხნიშვილი დ. ჩაგელიშვილი

გოცირიძე ახალკაცი

მწვრთნელი: მწვრთნელი:

გ. გეგუჩაძე რ.სოღოლაშვილი

ტორპედო

53. ჩიკვილაძე - იოსელიანი

61. გოცირიძე - მეგრელაძე

74. დოლიძე - საბანაძე

სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, დ. კირკიტაძე, კუხიანიძე

დილა

62. ჩაგელიშვილი - სადაღაშვილი

72.ვ.ხორგუაშვილი - ი. ბერაია

82.პ.ხორგუაშვილი - გოგინაშვილი

სათადარიგოები: მერლანი, გ. თოდუა, ნ. ნოზაძე, ახვლედიანი

გაფრთხილება: ვ. ხორგუაშვილი (37), ჯოჯუა (64), თარხნიშვილი (70), დიღმელაშვილი (78), მეგრელაძე (90)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

თასიდან "დინამოს" გამოგდებით ქვემოქართლელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი მეტოქის გამწარება შეუძლიათ. ამიტომ ფავორიტის რანგში მყოფი ქუთათურები გორელებთან დაპირისპირებას ფრთხილად ეკიდებოდნენ.

სტუმრებმა მართლაც დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს და ქუთაისიდან ქულაც რომ წაეღოთ, არც ეს იქნებოდა მოულოდნელი. თუმცა გია გეგუჩაძის შეგირდებმა მეორე ტაიმში შეძლეს სტუმრების გატეხვა და ჩემპიონატში ზედიზედ მეექვსე გამარჯვების მოპოვება. ამ მოგებით "ტორპედო" სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა, თუმცა აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ "კოლხეთი"-"ზესტაფონი" უამინდობის გამო გადაიდო და ცხრილზე ამანაც იქონია გავლენა.

მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ქუთათურები, რომლებიც ამ შეხვედრაში ორი საყრდენით (დიღმელაშვილი-ჩიკვილაძე) თამაშობდნენ, უპირატესობის მოპოვებასა და ბურთზე კონტროლის დამყარებას ცდილობდნენ, მაგრამ გორელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მეტოქეს სივრცეები არ დაუთმეს და თავისუფლად მოქმედების საშუალება არ მისცეს. მე-14 წუთზე გორელთა კართან კუთხური დაინიშნა, ქუთაისელთა ფანკლუბი "ბაიანო გოლი"-ს სკანდირებას მოჰყვა. "ბაიანო" დავით გამეზარდაშვილის მეტსახელია და მანაც თითქოს გულშემატკივრების თხოვნა გაითვალისწაინაო, დოლიძის კუთხურის შემდეგ ჩვეულ სტილში, თავურით ბექა შეყრილაძეს შანსი არ დაუტოვა - 1:0.

გოლს გორელები არ დაუბნევია, პირიქით, გააქტიურდნენ და ქუთაისელ მცველებს საქმეც მოეძალათ. ვალტერ ხორგუაშვილის ახლოდან დარტყმული ბურთი გამეზარდაშვილმა ვარდნით გამოიტანა, თუმცა გორელთა ნახევარმცველმა მეორე შანსი კარგად გამოიყენა. ამ ეპიზოდში აღსანიშნავია დავით ჩაგელიშვილის ბრწყინვალე გადაცემა, რომელმაც ქუსლით პასით ხორგუაშვილი კარგ პოზიციაზე გაიყვანა, მართალია, ვალტერს სევასტი თოდუა უშლიდა ხელს, თუმცა კარში დარტყმა მაინც მოახერხა, ბურთი ჯერ ქუთაისელ მცველს შეეხო და წინ გამოსული მიგინეიშვილის კარში უცნაური ტრაექტორიით ჩაეშვა - 1:1.

ტაიმის შუაწელიც გორელების უპირატესობით მიმდინარეობდა და გატანის არაერთი შანსიც ჰქონდათ, თუმცა ტაიმის ბოლოს თავად გადაურჩნენ გოლს: დიღმელაშვილის შორიდან და ძლიერად დარტყმულმა ბურთმა სტუმართა კარის ხარიხა შეაზანზარა.

გია გეგუჩაძეს მეორე ტაიმში განხორციელებულმა ცვლილებებმა გაუმართლა. გია მეგრელაძემ დიღმელაშვილის კარგი გადაცემა გამოიყენა და შეყრილაძეს ვარდნით გაუტანა - 2:1. ამ გოლის შემდეგ გორელები ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ ქუთაისელი მცველებიც უშეცდომოდ ირჯებოდნენ, შემდეგ კი თანდათან უპირატესობა მასპინძლების ხელში გადავიდა და მატჩის მიწურულს რიონისპირელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ.

საბანაძის აქტიურობას შეყრილაძის კარში ზედიზედ ორი დარტყმა მოჰყვა, გორელთა კიპერმა ჯერ დავით ბოლქვაძეს აუღო, შემდეგ კი იოსელიანის ძლიერი დარტყმაც გააუვნებლა. სტუმრებმა თამაშის ბოლოსაც გაიბრძოლეს და რაჟამაშვილმა სახიფათოდაც დაარტყა, მაგრამ ბურთს მცველი გადაეღობა. მატჩიც მალე დასრულდა და ქუთაისელმა გულშემატკივრებმა გალიდერება იზეიმეს.

სატურნირო ცხრილი

გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ტორპედო 13 9 1 3 17-8 28

2. დინამო 13 8 2 3 27-14 26

3. ზესტაფონი 12 8 2 2 25-14 26

4. მეტალურგი 13 7 3 3 19-14 24

5. მერანი 13 7 2 4 16-13 23

6. ბაია 13 6 1 6 16-12 19

7. ვიტ ჯორჯია 13 4 4 5 13-17 16

8. გაგრა 13 4 2 7 12-17 14

9. კოლხეთი 12 3 3 6 11-18 12

10. დილა 13 3 2 8 17-21 11

11. სპარტაკი 13 2 4 7 9-20 10

12. სიონი 13 1 4 8 8-22 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს