კიდევ კარგი, ბელგიასთან დამარცხებას დასვენების დღე მოჰყვა - შაბათს ცოტა დავისვენე და გუშინ უწინდელი შემართებით შევუდექი კალათბურთზე წერას...

კიდევ კარგი, ბელგიასთან დამარცხებას დასვენების დღე მოჰყვა - შაბათს ცოტა დავისვენე და გუშინ უწინდელი შემართებით შევუდექი კალათბურთზე წერას. გულშემატკივრებიც გაწბილებულები იყვნენ, მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა კალათბურთელებმა გადაიტანეს. იოლი წარმოსადგენია, მათ როგორ განიცადეს პარასკევის ამბავი. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი პროფესიონალები არიან და 22 აგვისტოდან მომავალი პაექრობებისთვის ძველებური შემართებით შეუდგნენ ვარჯიშს. მათ მოტივაციაც არანაკლები აქვთ - ჯგუფიდან გასვლა კვლავაც რეალურია.

რამდენად რეალურია, ამის გარკვევა უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული, ევროშესარჩევის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გამსვლელ-დამრჩენთა ვინაობის გამოვლენა წინასწარმეტყველთა საქმე უფროა, მაგრამ ზოგადი მონახაზის შედგენა მაინც შესაძლებელია.

1. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ქართველები ორივე დარჩენილ მატჩს მოიგებენ, ხოლო ბელგიელები სამივეს წააგებენ. ჩვენების ამბავი შესაძლებელია, მაგრამ ბელგიის ნაკრების სამი მარცხი - წარმოუდგენელი (დღეს ისინი პორტუგალიას მასპინძლობენ).

2. რადგან პირველი ადგილის დაკავების პრაქტიკული შანსი არ გვაქვს, განვიხილოთ მეორე პოზიციაზე მოსახვედრი გზა. ამისთვისაც აუცილებელია დარჩენილი ორი მატჩის მოგება. თან ბელგია პირველ ადგილზე მინიმუმ 6 მოგებით უნდა გავიდეს, რათა მას ქულებით პოლონეთი ვერ შეწვდეს. თუ პოლონელებმა, ბელგიელებმა და ქართველებმა (ნაკლებად სავარაუდოა, ბულგარელებმა) ტურნირი 5-5 მოგებით დაასრულეს, მაშინ დაითვლება ურთიერთშეხვედრებში მოგებათა რაოდენობა, რაც პოლონეთს (5 გამარჯვება რომ მოაგროვოს, ბელგიაში უნდა მოიგოს) პირველ ადგილზე აისვრის (3 გამარჯვება), ბელგიას (2 მოგება) - მეორეზე, ხოლო ერთმოგებიანი საქართველო მესამეზე დარჩება. აი, ამიტომ გვაწყობს ბელგიელთა მიუწვდომლობა.

თუ ბელგია შესარჩევს 6 მოგებით დაასრულებს, ხოლო ქართველებმა ორივე მატჩში იყოჩაღეს, მაშინ მეორე ადგილს ვერავინ შეგვეცილება: თუ ბულგარეთმა და პოლონეთმა საქართველოს მსგავსად შეჯიბრება ხუთი გამარჯვებით დაასრულეს, ურთიერთშეხვედრებში ვერ გვაჯობებენ: სამ გუნდს შორის ყველაზე მეტი მოგება ჩვენ მოგვიგროვდება - 3 (ზემოთ შევთანხმდით, რომ ბულგარეთს თბილისში უნდა ვაჯობოთ)...

როგორც ხედავთ, პორტუგალიაში წაგებამ პოლონეთის ჯგუფიდან გასვლის შანსი მკვეთრად შეამცირა, ისევე, როგორც ბულგარეთისა საქართველოსთან წაგებამ.

3. ...მაგრამ ჩ ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება მომდევნო ეტაპზე გასვლის გარანტიად არ გამოდგება, რადგან მხოლოდ სამი ჯგუფის ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს ლიტვის საგზურს (გაისად ევრობასკეტი იქ იმართება). საკითხავია, დარჩენილი ორივე მატჩის მოგება და მეორე ადგილი გაიყვანს საქართველოს ჯგუფიდან? ეს დღეს რთული სათქმელია. უნდა ვისურვოთ, რომ

სხვაჯგუფელ მეორეებს ჩვენზე მეტი წაგება მოუგროვდეთ.

A ჯგუფში მეორე ადგილზე პრეტენზიას ისრაელი და იტალია აცხადებენ. პირველს 2 წაგება აქვს, მეორეს - 3. გადახედეთ დარჩენილი მატჩების განრიგს და თავად განსაზღვრეთ, რამდენი შეხვედრის მომგებები არიან იტალია და ისრაელი...

B ჯგუფში მეორეზე, ალბათ, მაკედონიის ნაკრები გავა. იგი დღეს დიდ ბრიტანეთს უმასპინძლებს და თუ მოიგო, არათუ საუკეთესო მეორე ადგილსაც ვერავინ შეეცილება, არამედ პირველი პოზიციის დაკავების შანსიც გაუჩნდება. თუ წააგო, ბოლო ტურში ბოსნიაში მაკედონიელთა მარცხი უნდა ვისურვოთ, რათა 4 წაგება მოუგროვდეს. 3 მარცხის შემთხვევაში მაკედონიელებს უარესი მაჩვენებლის მქონე მეორეადგილოსნობა არ ემუქრებათ, რადგან მიღებულ-გაშვებული ბურთების კარგი ბალანსი აქვთ.

4. მივადექით მიღებულ-ჩაგდებულ ქულებს. კი ვისურვეთ მაკედონიის, იტალიისა და ისრაელის ოთხ-ოთხი წაგება, მაგრამ შესაძლოა, საბოლოოდ რომელიმე მათგანმა შესარჩევი საქართველოსავით 3 მარცხით დაასრულოს. ასეთ შემთხვევაში დაითვლება თანაბარქულიანი გუნდების მიღებულ-ჩაგდებული ქულების ბალანსი (კიდევ ერთხელ გადახედეთ ცხრილებს და ისრაელ-იტალია-მაკედონიის ბალანსი საქართველოს ნაკრებისას შეადარეთ).

სწორედ ამიტომაა ბელგიასთან დიდი სხვაობით წაგება დასანანი. თუმცა გვახსოვს პოლონეთთან 19-ქულიანი მოგება და იმედი დავიტოვოთ, რომ დარჩენილ შეხვედრებში ქართველები ბურთების ბალანსსაც გაიუმჯობესებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ, თუ წლეულს ვერ მოვხვდით ევრობასკეტზე გამსვლელ ხუთეულში (სამი პირველადგილოსანი, ორი მეორე), მომავალ აგვისტოს სექტემბერში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის ექვს გუნდთან ერთად გავითამაშებთ ერთ საგზურს.

26 აგვისტომდე ქართველები ისვენებენ, დღეს პოლონეთთან ბულგარეთს ვუქომაგოთ, ფინეთს - იტალიასთან, ლატვიას - ისრაელთან, ბრიტანეთს - მაკედონიასთან.

A ჯგუფი

20 აგვისტო

იტალია-ლატვია 109:93

ჩერნოგორია-ფინეთი 91:71

1. ჩერნოგორია 6 5 1 495/420 11

2. იტალია 6 3 3 473/461 9

3. ისრაელი 5 3 2 425/397 8

4. ლატვია 6 2 4 487/540 8

5. ფინეთი 5 1 4 355/417 6

23 ავისტო

ფინეთი-იტალია

ლატვია-ისრაელი

26 აგვისტო

ისრაელი-ფინეთი

იტალია-ჩერნოგორია

29 აგვისტო

ფინეთი-ლატვია

ჩერნოგორია-ისრაელი

B ჯგუფი

20 აგვისტო

უკრაინა-ბოსნია 87:69

უნგრეთი-მაკედონია 85:82

1. მაკედონია 6 4 2 468/402 10

2. დ. ბრიტანეთი 5 5 0 435/398 10

3. უკრაინა 6 2 4 432/458 8

4. უნგრეთი 6 2 4 420/467 8

5. ბოსნია 5 1 4 361/391 6

23 აგვისტო

ბოსნია-უნგრეთი

მაკედონია-ბრიტანეთი

26 აგვისტო

უნგრეთი-უკრაინა

ბრიტანეთი-ბოსნია

29 აგვისტო

უკრაინა-ბრიტანეთი

ბოსნია-მაკედონია

C ჯგუფი

20 აგვისტო

საქართველო-ბელგია 63:86

პორტუგალია-პოლონეთი 85:84 დ.დ.

1. ბელგია 5 4 1 385/358 9

2. საქართველო 6 3 3 425/428 9

3. პოლონეთი 6 3 3 465/438 9

4. ბულგარეთი 5 3 2 392/350 8

5. პორტუგალია 6 1 5 398/491 7

23 აგვისტო

პოლონეთი-ბულგარეთი

ბელგია-პორტუგალია

26 აგვისტო

ბულგარეთი-ბელგია

პორტუგალია-საქართველო

29 აგვისტო

საქართველო-ბულგარეთი

ბელგია-პოლონეთი

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...