ანუ გაწყალ(დიდ)ებული საქმე - "ზესტაფონის" დაწუნებული მოედანი ფედერაციამ კი მოიწონა, მაგრამ...
ლანჩხუთში გამართული სათასო მერვედფინალის განმეორებითი მატჩის ("კოლხეთი"-"ზესტაფონი") შემდეგ "ევგრაფი შევარდნაძის" მინდვრის საფარითა და საორგანიზაციო საკითხებით ზესტაფონური კლუბის მესვეურები უკმაყოფილონი დარჩნენ. მათი პრეტენზიები გამოქვეყნდა კლუბის ოფიციალურ საიტზე:

"ერთ დროს დიდებული სპორტული ნაგებობის სადღეისო მდგომარეობას სავალალო ეთქმის. დავიწყოთ იმით, რომ ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის საფარის მდგომარეობა, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება პროფესიული ფეხბურთის ელემენტარულ მოთხოვნებს.

გავაგრძელოთ იმით, რომ საქართველოს ჩემპიონის და ფოთური კლუბის დაპირისპირება ბურთის მომტანი ბიჭების გარეშე ჩატარდა. ალბათ, სწორედ ამ მიზეზის გამო, თავდაპირველად მატჩი 1 სათამაშო და 3 სათადარიგო ბურთით დაიწყო, არადა, ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში გარკვევით წერია, რომ მატჩის ჩასატარებლად მინიმუმ 5 ბურთია საჭირო ("დავით აბაშიძეზე" მატჩებისას 12 სათამაშო ბურთი გამოიყენება).

ამ ნაკლოვანების გამოსწორება მხოლოდ ზესტაფონელთა მოთხოვნის შემდეგ მოხდა, თუმცა ამ დროს ახალმა "გაჭირვებამ" იჩინა თავი - აღმოჩნდა, რომ "სათამაშო" 5 ბურთიდან მინიმუმ ორი გასაბერი იყო. ამ პრობლემასთან ბრძოლა მატჩის მეოთხე არბიტრს ე.წ. "ნასოსით" ხელში მოუხდა.

ყოველივე ამის ფონზე ის, რომ სტადიონის ტრიბუნებზე არ აღმოჩნდა ერთი მოქმედი დენის წყარო, რომელშიც კომპიუტერის შეერთება იქნებოდა შესაძლებელი, სულაც აღარ გამოიყურება პრობლემად. არადა, სწორედ ამის გამო "ზესტაფონის" ოფიციალური საიტის მომხმარებელმა პირდაპირ ტექსტურ რეპორტაჟს ვერ ადევნა თვალი", - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ფოთის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების გამო "კოლხეთი" საშინაო შეხვედრებს ლანჩხუთში ატარებს. ამავე არენაზე თამაშობს ადგილობრივი "გურია" და, მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზომებით გურულთა მთავარი არენის საფარი აქამდე ყოველთვის ნორმალურად გამოიყურებოდა, ორი გუნდის "მასპინძლობა" გაუჭირდა.

რათქმაუნდა, ზესტაფონელთა გულისტკივილი გასაგებია - გუნდს კარგ საფარზე თამაში სურს, თუმცა ქართული რეალობა სულ სხვაა - სამწუხაროდ, "გურიას" სტადიონის მდგომარეობაშია ჩვენი სტადიონების უმეტესობა. ჯერჯერობით საფეხბურთო ინფრასტრუქტურას არ ეშველა და თითო-ოროლა სტადიონი არაფერს ცვლის.

იმის გამო, რომ კვირას "ზესტაფონს" კიდევ ერთხელ უნდა ეთამაშა ლანჩხუთში იმავე "კოლხეთთან", ამჯერად საჩემპიონატო მატჩი, კლუბის სურვილი იყო შეხვედრა სხვა ქალაქში გადაეტანათ. თუმცა ისევ ზემოთ ნახსენები პრობლემების გამო (ფოთელებს უკეთესი ალტერნატიული ვარიანტი არ აქვთ) რჩებოდა ერთადერთი - ფოთელებს ზესტაფონში ეთამაშათ. ეს კი კოლხებს არანაირად არ აძლევდა ხელს.

ვითარების გასარკვევად ლანჩხუთს საგანგებოდ ეწვია ფეხბურთის ფედერაციის სპეციალური კომისია, რომლის გადაწყვეტილებით, "კოლხეთი"-"ზესტაფონის" ჩატარება ლანჩხუთში გადაწყდა. როგორც ჩანს, კომისიამ იძულებითი გადაწყვეტილება მიღო - "ევგრაფი შევარდნაძე" იდეალურ მდგომარეობაში ნამდვილად არ არის, მაგრამ, თუ ასეთ საფარზე თამაში აიკრძალება, ან ეროვნული ჩემპიონატი ჩაიშლება, ან 2-3 არენაზე უნდა გაიმართოს ყველა შეხვედრა.

თუმცა მატჩის ჩატარება "ევგრაფი შევარდნაძეზე" გუშინ მაინც ვერ მოხერხდა. მიზეზი ავდარი იყო - წინა დღიდან მოყოლებული, თამაშის დაწყებამდე, ლანჩხუთში წვიმას არ გადაუღია, განსაკუთრებით უხვი ნალექი გამთენიისას იყო. ამან დაღი, რა თქმა უნდა, არენასაც დაასვა. თამაშის დაწყებამდე საათზე ადრე გადაწყდა, რომ მატჩი არ ჩატარდებოდა. ეს არის მეორე შემთხვევა, როცა ლანჩხუთში უამინდობის გამო თამაში გადაიდო - პირველად ეს წლების წინ მოხდა, ოღონდ მაშინ მიზეზი თამაშისას წამოსული გადაუღებელი წვიმა იყო, თორემ "ევგრაფი შევარდნაძეზე" სანიაღვრე სისტემა აქამდე ნორმალურად მუშაობდა. როგორც ჩანს, ესეც მიხედვას მოითხოვს, რაზეც ჩვენს მიერ გადაღებული ფოტოც მოწმობს.

მამუკა ქანთარია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე