ვინაიდან გუნდში ფილიას დაბრუნებას ფეხბურთელებიც მოითხოვდნენ, შესაძლოა გადამწყვეტი ეს გახდა
ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში ამაზე უფრო ჩახლართული სიტუაცია და სამკითხაო არ ყოფილა: რატომ წავიდა სოსო ფილია "კოლხეთიდან"? ვინ იქნება მის ნაცვლად მთავარი მწვრთნელი - დავით მახარაძე, გელა სანაია თუ ოთარ გაბელია? რატომ ავარჯიშა გუნდი ისევ ფილიამ? რატომ გაიყვანა "კოლხეთი" სათამაშოდ ისევ მახარაძემ? რა ფუნქციებს შეასრულებს კლუბში ფილია? ასეთი კითხვები ბოლო დღეებში არაერთხელ დაისვა, პასუხი კი ასე ჟღერდა - სანაია მთავარ მწვრთნელად, ფილია - კონსულტანტად ან სპორტულ დირექტორად!

თუმცა, ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილი რომ გვეგონა, თურმე ასე არ ფიქრობდნენ "კოლხეთის" მესვეურები! შაბათს, გვიან საღამოს, სოსო ფილიასთვის დაურეკავთ და გუნდში დაბრუნება უთხოვიათ. სხვათა შორის, მისი გუნდიდან წასვლის (როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ რამდენიმე დღით) გადაწყვეტილებაც რუსთავის "მეტალურგთან" მატჩის წინა საღამოს მიიღეს, ხოლო "ზესტაფონთან" სათასო შეხვედრის წინა დღეს, უფრო სწორად, ასევე საღამოს ფეხბურთელები და კლუბის ხელმძღვანელები შეიკრიბნენ და ფილიას მხარდაჭერა გამოუცხადეს - მოითხოვეს მისი კლუბში დატოვება მინიმუმ სხვა ამპლუაში მაინც.

მოკლედ, გუშინ გასამართ საჩემპიონატო მატჩზე გუნდი ფილიას უნდა გაეყვანა. ეს შეხვედრა ავდრის გამო კი გადაიდო, მაგრამ უფრო დიდი ინტრიგა "ევგრაფი შევარდნაძეზე" ფილიას გუნდთან ერთად გამოჩენა იყო, ხოლო გელა სანაია, რომლის დანიშვნასაც წინა დღეებში "კოლხეთის" ადმინისტრაცია ადასტურებდა, ლანჩხუთში კვირას არ გამოჩენილა. ვინაიდან ფილიას გუნდში დაბრუნებას ფეხბურთელებიც მოითხოვდნენ, არ არის გამორიცხული,რომ ეს მომენტი გახდა გადამწყვეტი.

"დიახ, გუნდში დავბრუნდი, სამწვრთნელო შტაბიც და ფეხბურთელებიც მთელი შემადგენლობით შენარჩუნებულია და ვაგრძელებთ მუშაობას", - გვითხრა გუშინ სოსო ფილიამ.

მამუკა ქანთარია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"