"ვიტ ჯორჯია"-"დინამოს" (2:2) შეხვედრის შემდეგ გუნდების მწვრთნელები ჟურნალისტთა წინაშე წარსდგნენ
"მცხეთა პარკზე" გამართული "ვიტ ჯორჯია"-"დინამოს" (2:2) - შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტთა წინაშე ვიტ ჯორჯიელთა მთავარი მწვრთნელი, ზურაბ ბერიძე და "დინამოს" ესპანელი თავკაცი, ალექს გარსია წარსდგნენ.

ზურაბ ბერიძე:"ჩვენ ვიცოდით რომ ძალიან ძლიერ გუნდთან მოგვიწევდა თამაში. პირველ ტაიმში ვფრთხილობდით და შეხვედრა კონტრშეტევებზე ავაგეთ. მეორე ტაიმში გუნდი უფრო თავდაჯერებული გამოვიდა, საკუთარი ძალების ირწმუნა, რაც ჩვენს თამაშზეც აისახა.

შეხვედრის მეორე ნახევარში უფრო შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბატონი გარსიას სახით საქართველოში სამუშაოდ ნამდვილად ბრწყინვალე მწვრთნელია ჩამოსული.

ალექს გარსია:"სწრაფი გოლი გავიტანეთ, თამაშის სადავეები ხელთ გვეპყრა. მას შემდეგ რაც გოლი გავუშვით, გუნდი აირია. მეორე ტაიმში კვლავ დავწინაურდით და გოლის შემდეგ ჩვენი თამაშის ჩვენების საშუალება მოგვეცა. ლოგიკურად შეხვედრა გამარჯვებამდე უპრობლემოდ უნდა მიგვეყვანა, თუმცა შეხვედრის ბოლოს დასანანი გოლი გავუშვით.

გუნდის გარშემო მშვიდი გარემო ნამდვილად არ არის. გარედან ვგებულობთ, რომ ვადა წლის ბოლომდე მაქვს მოცემული. ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ. ყოველი თამაში მათთვის, როგორც ფინალი ისეთი გახლავთ და ამ შეგრძნებით გამოდიან მოედანზე სათამაშოდ. მშვიდი სამუშაო გარემო გვჭირდება. სეზონის სტარტზე ჩვენ ფაქტიურად დრო არ გვქონია კომპლექტაციისთვის. ახლა უკეთ ვიცით, "დინამოს" რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება, თუმცა სამწუხაროდ დეკემბრამდე ხელ-ფეხი გვაქვს შეკრული. ჩვენი უმთავრესი კონკურენტი კი ჩვენი თავია - გადამწყვეტი ბრძოლები პირველ რიგში ჩვენ თავთან უნდა მოვიგოთ.

fcdinamo.ge

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!