ცოტა უცნაურია, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი "ალ აჰლის" ფეხბურთელია. თანაც, არა ამხანაგურ შეხვედრაში ან რომელიმე ერთ კონკრეტულ პაექრობაში, არამედ მსოფლიოს ჩემპიონატზე. მართალია, კანავაროს ჯერ არც ერთხელ არ მოურგია არაბული კლუბის მაისური, მაგრამ ფაქტია, რომ

ცოტა უცნაურია, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი "ალ აჰლის" ფეხბურთელია. თანაც, არა ამხანაგურ შეხვედრაში ან რომელიმე ერთ კონკრეტულ პაექრობაში, არამედ მსოფლიოს ჩემპიონატზე. მართალია, კანავაროს ჯერ არც ერთხელ არ მოურგია არაბული კლუბის მაისური, მაგრამ ფაქტია, რომ ოფიციალურად სწორედ "ალ აჰლის" მოთამაშეა. ხდება ხოლმე, ვეტერანია და კარიერის უკანასკნელი წლები ეგზოტიკურ გარემოში უნდა გაატაროს, თანაც დიდი ფული იშოვოს. ეს ყველაფერი კი ამად ვთქვით, რომ გავრცელებული ინორმაციის თანახმად, შესაძლოა დუბაიში მარჩელო ლიპიც გაემგზავროს. დიახ, "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, არაბები მაესტროსაც შეეხმიანენ და ზღაპრული კონტრაქტი შესთავაზეს. თავად მარჩელომ ორიოდე დღის წინ დიდი პრესკონფერენცია გამართა და მხოლოდ ამ საკითხზე სასაუბროდ ჟურნალისტებისთვის ვეღარ მოიცალა. სამაგიეროდ, ფაბიო კანავარო შეხვდა პრესის წარმომადგენლებს და ლიპის არაბული პერსპექტივების გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე და "სკუადრა აძურას" შანსებზე ისაუბრა. თავიდან სწორედ "ალ აჰლით" დავიწყოთ:

"ლიპის მართლაც შეეხმიანენ "ალ აჰლის" წარმომადგენლები და ამის უარყოფას აზრი არ აქვს. მქონდა მარჩელოსთან საუბარი და ვიცი, რომ გადაწყვეტილების მიღებას მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე არ აპირებს. საერთოდ, ჯერ არ ჩამოყალიბებულა რას გააკეთებს მუნდიალის შემდეგ, რაც სრულიად ბუნებრივია. დღეს, მისი მთავარი და შეიძლება ითქვას ერთადერთი საფიქრალი მსოფლიოს ჩემპიონატია. ასე რომ, ძნელია იმაზე საუბარი, რამდენად დიდია ლიპის დუბაიში გადაბარგების შანსები".

ცნობილია, რომ არაბებს ალესანდრო დელ პიეროს წაყვანაც უნდათ. როგორც ჩანს, ძველი "იუვენტუსის" აღდგენა სურთ და არ გაგიკვირდეთ თუ სულ მალე ლილიან ტიურამის და პაველ ნედვედის დიდ ფეხბურთში დაბრუნებას შეეცდებიან.

კანავარომ სამუნდიალე შანსებზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ძალიან ბევრი გვაკრიტიკებს, რაც ბუნებრივად მეჩვბენება. ამხანაგურ შეხვედრებში დიდი ვერაფერი ფეხბურთი ვაჩვენეთ და თითქოს ისეთი ვარსკვლავები არ გვყავს, როგორიც ბრაზილიას, არგენტინას და ინგლისს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ თუ მოვინდომებთ და ბოლომდე დავიხარჯებით, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ლიპი არასდროს მალავს თუ კი რამე არ მოსწონს და ამას ყოველთვის გვეუბნება. დღეს კი ოპტიმიზმით არის აღსავსე და აცხადებს, რომ მუნდიალისთვის სრულიად მზად ვართ. მისი განწყობა ყველასთვის გადამდებია, ჩვენც უფრო თავდაჯერებულები ვხდებით".

კანავაროს კიდევ ერთხელ დაეკითხნენ იმ სკანდალზე, რომელიც პრემიალურების დაწესებას მოჰყვა. ორი სიტყვით შეგახსენებთ, რომ ფედერკალჩო სამეულში მოხვედრის შემთხვევაში, "სკუადრა აძურას" ფეხბურთელებს გარკვეულ თანხებს დაჰპირდა, რაც იტალიელ პოლიტიკოსთა ნაწილმა გააპროტესტა, აქაოდა, რა დროს ეგეთებია ამ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისშიო. ეს კი თავის მხრივ კანავაროს არ მოეწონა და პოლიტიკოსები კორუმპირებულებად მოიხსენია. აი, რას ამბობს დღეს იტალიის ნაკრების კაპიტანი:

"ამ თემაზე საუბრის დიდი სურვილი აღარ მაქვს, რადგან საბედნიეროდ, მავანთა პროტესტმა არ გაჭრა და პრემიალურები დატოვეს. ალბათ თავადაც ხვდებით, რომ ჩვენთვის ფედერკალჩოს მიერ დაწესებულ თანხებთან შელევა განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ აქ უბრალოდ პრინციპის ამბავი იყო. ხალხი, რომელიც მოსახლეობას ძარცვავს, ჩვენი პრემიალურების თვლით არ უნდა იყოს დაკავებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის სიხარული, რომელიც შეიძლება ხალხს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეულმა წარმატებამ მოუტანოს, შეუფასებელია. სამწუხაროა, რომ ბევრს ეს არ ესმის".

ბოლოს, კანავარომ "აძურას" პირველ მატჩზე და მეტოქეზე გაამახვილა ყურადღება: "პირველ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული. თუმცა, ჩვენ ისიც არაერთხელ გვახსოვს, როგორ დავიწყეთ მძიმედ ჩემპიონატი და შემდეგ წარმატებას მივაღწიეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, პარაგვაისთან ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მეტოქე ძალიან ძლიერი გვყავს, რომელიც სამხრეთ ამერიკის ზონაში გამორჩეულად სტაბილურად ასპარეზობს. გარდა იმისა, რომ უზადო ტექნიკა აქვთ, ფიზიკურად არიან ძლიერები და ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობენ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ პარაგვაი ყველაზე ევროპული გუნდია ლათინურ ამერიკაში. მართლაც საინტერესო მატჩი გველის, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".

ლაშა წიკლაური

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ