მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ქართველმა გოგონებმა სომხეთის ნაკრები დამაჯერებლად 3:1 დაამარცხეს
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. საბერძნეთის ფეშენებელურ სასტუმრო "პორტო კარასში" მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეოთხე ტურში ქართველმა გოგონებმა სომხეთის "უხერხული" ნაკრები საკმაოდ დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხეს და ასევე დაუმარცხებელ რუსეთის ნაკრებთან ერთად ლიდერობენ ტურნირს.

სომეხ მოწინააღმდეგეებთან პირად შეხვედრებში გამარჯვება მოიპოვეს ნინო ხურციძემ და სალომე მელიამ, ხოლო ნანა ძაგნიძემ და ნაზი პაიკიძემ ფრეს მიაღწიეს. მეხუთე ტურში ქართველი გოგონები სწორედ რუსებს შეხვდებიან და ამ პაექრობაში გაირკვევა ერთპიროვნული ლიდერის ვინაობა.

გოგონათა ნაკრებისგან განსხვავებით არასტაბილურად თამაშობს ვაჟთა გუნდი, რომელიც ორი იოლი გამარჯვების შემდეგ მეოთხე ტურში საბერძნეთთან 1,5:2,5 დამარცხდა. ოთხი ქართველიდან ვერავინ შეძლო მოგება - ბაადურ ჯობავამ, მერაბ გაგუნაშვილმა და მიხეილ მჭედლიშვილმა მეტოქეებთან ფრეს მიაღწიეს, ხოლო ლევან ფანცულაია დამარცხდა.

ქართველ ვაჟებს ოთხ ტურში ორი მოგება და შესაბამისად ოთხი ქულა აქვთ და ლიდერთა ხუთგუნდიან კრებულს სამი ქულით ჩამორჩებიან. სულ ტურნირი ცხრა ტურისგან შედგება და 11 ნოემბერს დასრულდება.

msy.gov.ge

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"