საქართველოს ნაკრებისა და უკრაინული "ოლექსანდრიას" ფლანგელმა "ჩემპიონატ.ქომს" ინტერვიუ მისცა
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინული "ოლექსანდრიას" შემტევმა ფლანგელმა დავით თარგამაძემ რუსულ საიტ "ჩემპიონატ.ქომს" ინტერვიუ მისცა, სადაც ეროვნული გუნდის მაისურით გატანილ პირველ გოლზე, უკრაინაში ცხოვრებასა და კლუბის გამოცვლის პერსპექტივებზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ნაკრებთან თბილისში მიღებული ტრავმის შემდეგ ფეხბურთელს თვეზე მეტი გაუცდა და "ოლექსანდრიას" მხოლოდ ბოლო ტურში, "ვორსკლასთან" მატჩში შეცვლაზე შემოსული დაეხმარა.

"ვორსკლასთან" მატჩამდე "ოლექსანდრიას" ქართველმა ლეგიონერმა ბოლოჯერ უკრაინის ჩემპიონატში სექტემბრის ბოლოს, დნეპროპეტროვსკში ითამაშა. "ოლექსანდრია" "დნეპროსთან" 1:7 განადგურდა. სტუმართაგან ის ერთადერთი გოლი კი სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა შეაგდო.

- დავით, თქვენი ვოიაჟი საქართველოში არაერთმნიშნველოვანი გამოდგა. ერთის მხრივ - პირველი გოლი ნაკრებში, სხვა მხრივ კი - მძიმე ტრავმა, რამაც ფეხბურთს ერთი თვით ჩამოგაშორა.

- ტრავმა ყოველთვის უსიამოვნოა, მითუმეტეს ეროვნული ნაკრების მატჩში მიღებული, თუმცა იმ შეხვედრაში ჩემ თამაშს ჟურნალისტებმა და სპეციალისტებმა მაღალი შეფასება მისცეს და თავადაც კმაყოფილი დავრჩი იმის გათვალისწინებით, რომ ნაკრებში პირველად გავიტანე.

საწყენი ისაა, რომ იმ გოლმა სასურველი შედეგი არ მოგვიტანა. მთლიანად ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლიც ვერ დავასრულეთ ისე, როგორც გვსურდა. სამაგიეროდ, იმედიანად მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევს შევყურებთ.

- "ვორსკლასთან" საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებდით?

- ერთთვიანი პაუზის შემდეგ თამაში ძნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პერიოდი საერთო ჯგუფთან ერთად ვვარჯიშობდი, საკუთარ ძალებში მაინც ვერ ვიყავი დარწმუნებული. პირველ რიგში ეს ფიზიკურ მდგომარეობას ეხება და ამის შესახებ მთავარ მწვრთნელსაც გულწრფელად ვუთხარი. მან მოედანზე გასვლა მხოლოდ ნახევარი საათით მთხოვა და ყველაფერი გავაკეთე, რაც ამ ეტაპზე შემეძლო.

- თქვენი აზრით, რა არ გამოუვიდა ალექსანდრიულ გუნდს "ვორსკლასთან" თამაშში?

- რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, მთავარი - ვერ შევძელით გამარჯვება. თუმცა, მთლიანობაში ჩვენს გუნდს ცუდად არ უთამაშია. იყო მრავალი მომენტი, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ.

ჩემპიონატში დაკარგული ჯერ კიდევ არაფერია, ვეცდებით, მომავალ მატჩებში უკეთ გავისარჯოთ.

- გაგიჭირდათ ევროპის ლიგის მონაწილესთან ბრძოლა?

- რა თქმა უნდა. "ვორსკლა" - ძალიან კარგი, შეკრული გუნდია, რომელშიც ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან კვალიფიციური მოთამაშეები ირიცხებიან. გუნდის თამაშის ორგანიზებაც ბრწყინვალეა.

- მომდევნო მატჩის ჩატარება კიევის "დინამოს" წინააღმდეგ გიწევთ. პირადად თქვენთვის ლიდერებთან თამაში გამორჩეულია?

- დარწმუნებული ვარ, საინტერესო თამაში გამოვა. ამისთვის საგანგებოდ მოვემზადებით ისევე, როგორც უკრაინის ჩემპიონატის სხვა ლიდერებთან მატჩებისთვის. ახლა დასასვენებლად 4 დღე გვექნება, რის შემდეგაც ვარჯიშს ახალი ძალებით შევუდგებით. მჯერა, "დინამოს" ბრძოლას გავუჩაღებთ.

- თქვენით რამდენიმე კლუბი სერიოზულადაა დაინტერესებული. ეს არ გიშლით ხელს, ყურადღება ამჟამინდელი გუნდის მატჩებზე მოიკრიბოთ?

- არა, რას ამბობთ? მოქმედი კონტრაქტი მაქვს "ოლექსანდრიასთან" და ჩემი ყველა ფიქრი იმისკენაა მიპყრობილი, როგორ დავეხმარო გუნდს გამარჯვებაში. როდესაც ჩემი კონტრაქტი დასასრულს მიუახლოვდება, შემდეგ ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

- ნუთუ ყველაფერი გაკმაყოფილებთ ამ კლუბში, ალექსანდრია ხომ პროვიციული ქალაქია, სადაც გასართობი არცთუ მრავლადაა?

- გეთანხმებით, ალექსანდრია - პატარა ქალაქია, მაგრამ მის მცხოვრებლებს ძალიან უყვართ ფეხბურთი. კარგი გულშემატკივრები გვყავს, გულმხურვალედ გვქომაგობენ საშიანო მატჩებში და მოგვყვებიან გასვლით თამაშებზე. ბედნიერებაა, როცა ასეთ მხარდაჭერას გრძნობ და ამიტომ, არავითად დისკომფორტი არ მაწუხებს. პირიქით.

- იცით, რომ ან ქალაქში №1 ვარსკვლავი ხართ?

- მე ასე არ ვიტყოდი. თუმცა, სასიამოვნოა, როდესაც გცნობენ, ავტოფრაფებს გთხოვენ და შენი ეიმედებათ. აქ ძალიან მომწონს. ალექსანდრიულ გუნდთან ერთად უმაღლესში პირველი პრემიერლიგიდან გადმოვედი და მზად ვარ, კვლავაც დავეხმარო.

მომზადებულია championat.com-ის მიხედვით

Jigaro
იშვიათი ტალანტის მქონე ნრმალურ ოჯახში სანიმუსოდ აღზრდილი ახალგაზრდაა და დიდ წარმატებას უსურვებს ალბათ მთელი საქართველო.რაც შეეხება ქეცბაიას ნუთუ ვინმეს მართლა მოეწონა მისი ინტერვიუ?ჯიგრიანი და აზარტული ადამიანი რომაა ეს ყველამ იცოდა, მწვრთნელი კი ...რაც არ უნდა ვილაპარაკოთ არაფერი შეიცვლება და აზრი არა აქვს.აღდგომა და ხვალეო...ერთი კი უნდა ვთქვა, მინაშვილი შემეცოდა და საერთოდ მთელი ჟურნალისტების ამაქაც...არაფერი გეშველებათ.
GIA
გუშინ ქეცბაიას პრესკონფერენცია მომეწონა ძალიან. რაც მთავარია თემური არ გაექცა არც ერთ პასუხს და ყველაფერზე სამართლიან პასუხს იძლეოდა.
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა