სერია A. XI ტურის შეჯამება: "მილანმა" "კატანიას" უმასპინძლა და მეტოქე ოთხი უპასუხო ბურთით დააჯილდოვა
გამომდინარე იქიდან, რომ გასულ უქმეებზე სერია A-ს ორი მატჩი კოკისპირული წვიმების გამო გადაიდო, ტურის შეჯამებას განსხვავებული ფორმატით გთავაზობთ. ამჯერად, თავს შევიკავებთ სიმბოლური ნაკრებისა და გმირის გამოვლენისგან, რადგან ნაკლულ ტურში ამის გაკეთება მთლად ლოგიკური არ იქნება. ქვემოთ, იტალიურ ფეხბურთში დღეს ყველაზე აქტუალურ თემებს შევეხებით და ბუნებრივია, განახლებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც გაგაცნობთ...

ფორცა კასანო

ანტონიო კასანოს საკითხი არ კარგავს აქტუალობას და ეს არც გვიკვირს, რადგან "მილანის" ფორვარდი ორიოდე დღის წინ გამოწერეს კლინიკიდან. საბედნიეროდ, ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა და ფეხბურთელი თავს გაცილებით უკეთესად გრძნობს. გასულ უქმეებზე, უამრავმა ფეხბურთელმა გაამხნევა ანტონიო და გამარჯვება თუ გოლი სწორედ მას მიუძღვნა. კასანოს ამბავი იტალიის ფარგლებსაც გასცდა, მაგალითად მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა ლა ლიგის მატჩის წინ სპეციალურად შეკერილი მაისურები ჩაიცვეს, რომელზეც შემდეგი წარწერა იყო გამოსახული: Forza Cassano.

დიდი ამბები იყო "სან სიროზე", სადაც "მილანმა" "კატანიას" უმასპინძლა და მეტოქე ოთხი უპასუხო ბურთით დააჯილდოვა. ბუნებრივია, მილანელებმა გამარჯვება სწორედ კასანოს მიუძღვნეს და ამის შესახებ მასიმილიანო ალეგრიმაც განაცხადა მატჩის დასრულებისთანავე.

ცალკე სალაპარაკო თემაა ის, რაც ტრიბუნებზე ხდებოდა - უამრავი ბანერი გამოიფინა, რომელთა მიზანი ანტონიოს გამხნევება გახლდათ. ამ ყველაფრით გულაჩუყებულმა კასანომ სოციალური ქსელების საშუალებით გულშემატკივრებს უდიდესი მადლობა გადაუხადა.

ფაბიო კანავარო: FORCA NAPOLI

კიდევ ერთი ფორცა, ამჯერად "ნაპოლისადმი" განკუთვნილი და თუ რატომ, რისთვის და რაც მთავარია, ვისგან, ამის შესახებ მოკლედ მოგითხრობთ. საქმე იმაშია, რომ იტალიელი ჟურნალისტები ფაბიო კანავაროს შეეხმიანენ და შემდეგი კითხვა დაუსვეს: "ვის უგულშემატკივრებთ "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" პაექრობაში"? - რაზეც შემდეგი პასუხი მიიღეს:

"წლების განმავლობაში ვასპარეზობდი "იუვენტუსის" შემადგენლობაში და ამ გუნდის მიმართ უდიდესი პატივისცემით ვარ განწყობილი, თუმცა ჩემი გული მაინც "ნაპოლის" ეკუთვნის. იმედია არ მიწყენენ ტურინელები, რადგან ნეაპოლელი ვარ და ამით ყველაფერია ნათქვამი.

ბავშვობიდან ამ გუნდს ვქომაგობ და სიკვდილამდე ასე იქნება. ამასთან, "ნაპოლიში" ჩემი ძმა ასპარეზობს, რომელსაც უბრალოდ არ შემიძლია, რომ არ ვუგულშემატკივრო. სადაც ჩემი ოჯახია, იქ ვარ მეც და მგონი ეს ძალიან ბუნებრივია. "იუვენტუსს" აბსოლუტურად ყველა ტურნირზე წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ "ნაპოლი" ჩემთვის მაინც უპირველესია".

ბაჯო ინტერში?

მართალია, "ჯენოა"-"ინტერის" შეხვედრა გადაიდო, მაგრამ მილანური გრანდი მაინც ყურადღების ეპიცენტრშია. ორიოდე დღის წინ, მასიმო მორატიმ ისეთი განცხადება გააკეტა, რომ მთელი საფეხბურთო იტალია აალაპარაკა - მოვუსმინოთ "ნერაძურის" პრეზიდენტს:

"კმაყოფილი ვარ თუ არა რანიერის მუშაობით? - ეს სეზონის ბოლოს გახდება ცნობილი, როდესაც საბოლოო შედეგები სახეზე იქნება. თუ დასახულ ამოცანებს მივაღწიეთ, მაშინ ხელშეკრულება ავტომატურად გახანგრძლივდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ახალი მწვრთნელის ძიება მოგვიწევს. პირადად მე, მჯერა, რომ კრიზისიდან მალე ამოვალთ და რანიერი გაცემულ ავანსებს ბოლომდე გაამართლებს. თუ ასე არ

მოხდა, კლაუდიოს სხვა მწვრთნელი ჩაანაცვლებს - დიდი ხანია ვფიქრობ, რომ რობერტო ბაჯოსგან ძალიან კარგი სპეციალისტი დადგებოდა. არ არის გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს მასთან მოლაპარაკება წამოვიწყოთ".

თუ რა პერსონაა იტალიაში ბაჯო და რამხელა პოპულარობით სარგებლობს, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს - ჟურნალისტები უმალ შეეხმიანენ აპენინური ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას და მისგან შემდეგი მოისმინეს: "მწვრთნელობაზე რა თქმა უნდა მიფიქრია, მაგრამ ყოველთვის იმ დასკვნამდე მივსულვარ, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. მქონდა რამნდენიმე შემოთავაზება და თითოეულ მათგანზე უარი განვაცხადე. დღეს ასეთი განწყობა მაქვს და შესაბამისად, ვერც "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვხედავ ჩემ თავს. მით უმეტეს, არც მორატის გაუკეთებია ჩემთვის ოფიციალური შემოთავაზება".

ტურის ფრაზა

მაურიციო ძამპარინი (პალერმოს პრეზიდენტი): "როგორც კი მწვრთნელი ჩემს რჩევას ითყვალისწინებს, შედეგიც შესაბამისი მოდის. "ბოლონიასთან" ძალიან კარგად ვითამაშეთ და ტემპი არ უნდა დავაგდოთ".

გლობალური სტატისტიკა

საუკეთესო დასწრება:

X ტური, ინტერი-იუვენტუსი, 75 000 გულშემატკივარი

ყველაზე დაბალი დასწრება:

II ტური, კიევო-ნოვარა, 7 000 გულშემატკივარი

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:

მილანი-კატანია 4:0 (XI ტური).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:

ინტერი-ნაპოლი 0:3 (VI ტური), კალიარი-ლაციო 0:3 (X).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:

პალერმო-ინტერი 4:3 (II ტური), ლეჩე-მილანი 3:4 (VIII).

სერიები

მოგება: მილანი - 5 თამაში

წაგება: კალიარი, ჩეზენა - 2

წაუგებლად: იუვენტუსი - 9

მოუგებლად: ჩეზენა - 10

გუნდური სტატისტიკა

საუკეთესო თავდასხმა: 23 გოლი - მილანი; 16 - ლაციო; 15 - იუვენტუსი.

საუკეთესო დაცვა: 4 გაშვებული - უდინეზე; 7 - იუვენტუსი, ნაპოლი.

უარესი თავდასხმა: 3 გოლი - ჩეზენა; 8 - ლეჩე, კიევო.

უარესი დაცვა: 19 გაშვებული - ნოვარა; 18 - პარმა; 16 - ლეჩე, ინტერი, კატანია.

ზუსტი გადაცემები: 5367 - მილანი; 5029 - რომა; 4663 - იუვენტუსი.

კარის მიმართულებით დარტყმები: 170 - რომა; 155 - მილანი; 146 - იუვენტუსი.

კარში დარტმები: 60 - მილანი; 57 - იუვენტუსი; 51 - რომა, პალერმო.

ინდივიდუალური სტატისტიკა

ბომბარდირები:

8 - დი ნატალე (უდინეზე); 7 - დენისი (ატალანტა); 6 - ჯოვინკო (პარმა), კლოზე (ლაციო); 5 - პალასიო (ჯენოა), იოვეტიჩი (ფიორენტინა), კალაიო (სიენა), იბრაჰიმოვიჩი (მილანი), ოსვალდო (რომა).

ასისტენტები:

7 - ანტონიო კასანო (მილანი); 6 - ალბერტო აკვილანი (მილანი); 5 - მირალემ პიანიჩი (რომა); 4 - ჯიბრილ სისე (ლაციო), როდრიგო პალასიო (ჯენოა), გასტონ რამირესი (ბოლონია), ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა).

ზუსტი პასები

717 - ანდრეა პირლო (მილანი); 694 - დანიელე დე როსი (რომა); 666 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 607 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 606 - მიგელ ველოზო (ჯენოა).

კარის მიმართულებით დარტყმები

48 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 47 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 36 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 34 - ჯიბრილ სისე (ლაციო); 29 - ერნანესი (ლაციო).

კარში დარტყმები

20 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 16 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 12 - აბელ არნანდესი (პალერმო), ალესანდრო მატრი (იუვენტუსი), სებასტიან ჯოვინკო (პარმა), პაბლო ოსვალდო (რომა).

ჯარიმები

32 - ნენე (კალიარი); 31 - სტეფანო მორონე (პარმა); 30 - ჯამპიერო პინცი (უდინეზე); 29 - ხერმან დენისი (ატალანტა); 28 - პერპარიმ ჰეტემაი (კიევო).

ციფრები და ფაქტები

- "ლაციოს" 18 სექტემბრის შემდეგ აღარ წაუგია, 6 მოგება და 2 ფრე;

- "კატანიას" არასდროს მოუგია "მილანისთვის" "სან სიროზე";

- ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიჯრით მესამე შეხვედრაში გაიტანა, მის ანგარიშზე უკვე 99 გოლია სერია A-ში;

- ანტონიო დი ნატალემ 138-ე გოლი გაიტანა სერია A-ში, რითიც ენრიკო კიეზას მაჩვენებელს გაუთანაბრდა;

- "პალერმომ" და "უდინეზემ" ყველა საშინაო შეხვედრა მოიგეს მიმდინარე სეზონში;

- "ბოლონიას" მეკარემ ჟან ფრანსუა ჟილემ მეასე შეხვედრა ჩაატარა სერია A-ში;

- "კალიარის" უკვე 250 წუთია გოლი არ გაუტანია;

- "ჩეზენა" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ კიდევ არ მოუპოვებია არც ერთი გამარჯვება;

- "ლეჩემ" მოუგებელი სერია შეწყვიტა, რომელიც შეადგენდა 7 შეხვედრას;

- ხუან კუადრადომ "ლეჩედან" და ფრანჩესკო ბოლცონიმ "სიენადან" პირველი გოლები გაიტანეს სერია A-ში;

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. უდინეზე 10 6 3 1 13-4 21

2. ლაციო 10 6 3 1 16-8 21

3. მილანი 10 6 2 2 23-14 20

4. იუვენტუსი 9 5 4 0 15-7 19

5. პალერმო 10 5 1 4 14-12 16

6. ნაპოლი 9 4 2 3 13-7 14

7. რომა 10 4 2 4 13-11 14

8. კატანია 10 3 5 2 12-16 14

9. სიენა 10 3 4 3 12-8 13

10. კალიარი 10 3 4 3 9-10 13

11. ჯენოა 9 3 3 3 13-12 12

12. ატალანტა 10 5 3 2 13-12 12

13. ფიორენტინა 10 3 3 4 10-9 12

14. კიევო 10 3 3 4 8-11 12

15. პარმა 10 4 0 6 12-18 12

16. ბოლონია 10 3 1 6 9-16 10

17. ინტერი 9 2 2 5 11-16 8

18. ლეჩე 10 2 2 6 8-16 8

19. ნოვარა 10 1 4 5 12-19 7

20. ჩეზენა 10 0 3 7 3-13 3

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

მომდევნო ტური

19 ნოემბერი: ინტერი-კალიარი, ნაპოლი-ლაციო, ფიორენტინა-მილანი; 20 ნოემბერი: ბოლონია-ჩეზენა, კატანია-კიევო, ჯენოა-ნოვარა, პარმა-უდინეზე, იუვენტუსი-პალერმო, სიენა-ატალანტა, რომა-ლეჩე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო