ამიერიდან აღარ მოგვიწევს "ბლექბერნის" მატჩებით დაინტერესება, რომ გავიგოთ ითამაშა თუ არა ზურაბ ხიზანიშვილმა - კლუბის ოფიციალურმა საიტმა ქართველი მცველი გუნდის შემადგენლობიდან საერთოდ ამოიღო

ამიერიდან აღარ მოგვიწევს "ბლექბერნის" მატჩებით დაინტერესება, რომ გავიგოთ ითამაშა თუ არა ზურაბ ხიზანიშვილმა - კლუბის ოფიციალურმა საიტმა ქართველი მცველი გუნდის შემადგენლობიდან საერთოდ ამოიღო, მისი 13-ნომრიანი მაისურით ახალ სეზონში გოლკიპერი ჯონ ბანი ითამაშებს. ბოლოს ზურამ "ბლექბერნის" სარეზერვო გუნდში 7 აგვისტოს ითამაშა "ბაროუსთან" მატჩში. სარეზერვო ლიგა 30 აგვისტოს იწყება და, არა გვგონია, ქართველმა იქ ითამაშოს.

ჩვენებური თავისუფალი აგენტია (კონტრაქტი ივნისამდე კი აქვს, მაგრამ სემ ელერდაისმა ივნისში განაცხადა, რომ ქართველს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვებს), მაგრამ ახალი გუნდის მოძებნა მაინც უჭირს. 21 აგვისტოს "რედინგის" ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ დიდი სურვილის მიუხედავად ვერ აიყვანს ქართველ მცველს, რადგან შესაფერის ხელფასს ვერ გადაუხდის. სამწუხაროა, ჩემპიონშიპის "რედინგი" არ იქნებოდა ქართველისთვის ურიგო ვარიანტი, არადა სანაკრებო ბატალიებიც კარს მოგვადგა...

წლეულს ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი ქართველი ითამაშებს - ლევან ყენია, თუმცა ახალგაზრდა ქართველი ჯერ ისევ ვერ ვარჯიშობს და როდის დაუბრუნდება მოედანს უცნობია. ყენიას 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია "შალკეში". მის გარეშე "შალკემ" სტუმრად 1:2 დათმო ჰამბურგთან. გადავინაცვლოთ II ბუნდესლიგაში, სადაც მათე ღვინიანიძე ("მიუნხენ 1860") და ორი ვეტერანი ქართველი თამაშობს: ლევან კობიაშვილი ("ჰერტა") და ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე"). ორივე ეს ფეხბურთელი ბუნდესლიგიდან გადაყვა თავის კლუბს.

კობიაშვილის "ჰერტამ" 3:2 "ობერჰაუზენს", ბერლინელთა ქართველმა ვიცე-კაპიტანმა 90 წუთი ითამაშა. "კიკერი" ქართველს მე-7 წუთზე ლამიდის მიერ გატანილ გოლში ადანაშაულებს. "შპორტალმა" ჩვენებურს გუნდში ყველაზე უარესი შეფასება - 4,5 ბალი დაუწერა, საუკეთესო კი კოლუმბიელი ადრიან რამოსი იყო - 2,5.

სტარტი ჩააფლავა იაშვილის "კარლსრუემ", რომელიც სტუმრად "ფიურტთან" 1:4 შერცხვა. ქართველი კაპიტანი 57-ე წუთზე შეცვალეს (ამ დროს "კარლსრუე" 0:2-ს აგებდა). "შპორტალმა" იაშვილის თამაშიც 4,5 ბალით შეაფასა, თუმცა ამ შემთხვევაში მისი თანაგუნდელების ნაწილი უფრო უარესი შეფასებით "დააჯილდოვეს". დღეს "მიუნხენი" "ბოხუმს" სტუმრობს...

საფრანგეთის ლიგა 2-ში ქართველთა "ლე მანი" შინ 0:2 დამარცხდა "შატორუსთან", კარში კვლავ დიდიე ოვონო იდგა, რომელმაც კვლავ არადამაჯერებლად ითამაშა, გიორგი მაკარიძე კი სათადარიგო იყო.

დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს