საუკეთესო კედის დაჯილდოვების ცერემონიაზე სტივ უილიამსმა თავისი ყოფილი ბოსის ტაიგერ ვუდსის მისამართით ისეთი სიტყვები წარმოსთქვა, რომელმაც შოკში ჩააგდო იქ დამსწრე საზოგადოება
ახალმა ზელანდიელმა სტივ უილიამსმა, რომლის პროფესიაა გოლფისტის ყვანჯების ტარება (ინგლისურად ამ პროფესიას - კედი ეწოდება), შანხაიში საუკეთესო კედის დაჯილდოვების ცერემონიაზე თავისი ყოფილი ბოსის ტაიგერ ვუდსის მისამართით ისეთი სიტყვები წარმოსთქვა, რომელმაც შოკში ჩააგდო იქ დამსწრე საზოგადოება.

კითხვაზე - რას უპირებს თავის პრიზს, უილიამსმა უპასუხა, რომ უნდა ეს ჯილდო იმ შავ ადგილას შეტენოს, რომელსაც ინგლისურად ass hole ჰქვია. ყველასთვის გასაგები იყო, რომ უილიამსს მხედველობაში ჰყავდა ვუდსი, რომელთანაც მან 12 წელი იმუშავა და მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო.

თვითმხილველთა თქმით, კედის სიტყვებმა შოკში ჩააგდო ცერემონიაზე შეკრებილი საზოგადოება. უილიამსის ერთ-ერთმა კოლეგამ აღნიშნა, რომ ბევრს პირდაპირი მნიშვნელობით ყბა ჩამოუვარდა. "ვიცოდით, რომ იდიოტი იყო, მაგრამ არ გვეგონა თუ იდიოტი რასისტი იქნებოდა", - განაცხადა მან.

უკვე მომდევნო დღეს უილიამსმა საკუთარ ვებგვერდზე ბოდიში მოიხადა: "მოთამაშეები და მათი თანაშემწეები მოუთმენლად ელოდნენ ამ საღამოს, რომელზეც საყოველთაო მხიარულება, ხუმრობა და სიცილი სუფევდა, - დაწერა მან. - ვაცნობიერებ, რომ ჩემი სიტყვები, შესაძლოა, რასიზმთან იყოს ასოცირებული. მაგრამ ასეთი განზრახვა არ მქონია, ამიტომაც მინდა ბოდიში მოვუხადო ტაიგერ ვუდსს და ყველას, ვისაც ვაწყენინე". საბოლოოდ, უილიამსმა თავიდან აიცილა სასჯელი პროფესიული გოლფის ასოციაციისგან.

ვუდსი და უილიამსი ერთობლივი მუშაობის პერიოდში ახლო მეგობრები იყვნენ, მაგრამ შემდეგ გოლფისტმა მასთან განშორება გადაწყვიტა.

ახლა უილიამსი ავსტრალიელ ადამ სკოტსთან მუშაობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს