თემურ ქეცბაიამ "ვიტ ჯორჯიას" 22 წლის ნახევარმცველს მოლდოვასთან მატჩისთვის უხმო
"ვიტ ჯორჯიას" და თბილისის "დინამოს" შეხვედრას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ესწრებოდა და მატჩის შემდეგ 11 ნოემბერს მოლდოვასთან გასამართი მატჩისთვის ვეტერინართა ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძე გამოიძახა.

22 წლის ნახევარმცველმა მართლაც ჩინებულად ითამაშა და ქეცბაიას ყურადღება სამართლიანად დაიმსახურა. მეორე ტაიმში მასპინძლები სრულ უპირატესობას რომ დაეუფლნენ, ამაში დიდი როლი სწორედ ჯანელიძემ ითამაშა.

"ვიცოდი, რომ "დინამოსთან" შეხვედრას ნაკრების მწვრთნელები ესწრებოდნენ და, ცხადია, ამანაც იმოქმედა. ეტყობა, ურიგოდ არ მითამაშია და ქეცბაიაზე ცუდი შთაბეჭდილება არ დამიტოვებია. ძალიან მიხარია, ნაკრებში რომ გამომიძახეს. ეს დღეს ჩვენმა პრეზიდენტმა გურამ რუხაძემ მაცნობა და ძალიან გახარებული ვარ.

ნაკრებში გამოძახება ბევრს ნიშნავს და ამიტომ ეს შანსი უნდა გამოვიყენო. თუ თამაშის საშუალება მომეცა, შევეცდები, იმედები გავამართლო", - ამბობს ჯანელიძე.

მისი აზრით, წლეულს ჩემპიონატი ბევრად უკეთესია, ვიდრე წინა წლებში:

"კარგი ჩემპიონატია, რაზეც მოედნების ხარისხის გაუმჯობესებამ იმოქმედა. ახლა უკეთეს საფრებზე გვიწევს გასვლა, ვიდრე წინა წლებში და თამაშიც ბევრად უკეთ გამოგვდის. მაგალითისთვის ჩვენი და თბილისის "დინამოს" ბოლო შეხვედრა გამოდგება. ფეხბურთელებმაც ვისიამოვნეთ და, ვფიქრობ, მატჩი მაყურებელსაც მოეწონა. ჩვენს ჩემპიონატში ასეთ ტემპს, ლამაზ და დაძაბულ სანახაობას ბევრი ვერ წარმოიდგენდა. ბურთი მოედნის ცენტრში არ ყოვნდებოდა, სულ შეტევები და მომენტები იყო. ასეთ თამაშებში ფეხბურთელი უეჭველად გაიზრდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GIA
სათამაშო მოედნების, გაუმჯობესებამ ძალიან კარგათ იმოქმედა ფეხბურთის ხარისხზე. საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს ვადევნებ თვალყურს და მიხარია გუნდები ძალას არ იშურებენ. ჩემი აზრით ჩემპიონატის ხარისხიც ამაღლდა, რაც ძალიან კარგათ იმოქმედბს ქართული ფეხბურთის განვითარებაზე.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა