გუშინ საბერძნეთში 2011 წლის კონტინენტის პირველობაზე ჩვენი ქალთა ნაკრები რუსეთთან 1,5:2,5 დამარცხდა
შარშანწინ მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა უშუალო კონკურენტს - რუსეთის გუნდს მოუგო, მაგრამ საბოლოოდ მეტოქეებს თანაბარი ქულები მოუგროვდათ და ჩრდილოელმა მეზობლებმა პირველი ადგილი დამატებითი მაჩვენებლებით მოიპოვეს.

ჩვენები ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. ამდენად, გუშინ საბერძნეთში 2011 წლის კონტინენტის პირველობაზე დიდ ინტერესს იწვევდა ჩემპიონებისა და ვიცე-ჩემპიონების დაპირისპირება, რომლებიც 4 ტურის შემდეგ 8-8 ქულით მეწინავეობდნენ.

საქართველოს ნაკრებს პირველი ქულა ნანა ძაგნიძემ მოუტანა. დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულმა რუსთა ლიდერს, ხანტი-მანსიისკის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონ ნადეჟდა კოსინცევას 41-ე სვლაზე გააჩერებინა საათი. ლელა ჯავახიშვილი ტატიანა კოსინცევას დაუზავდა, ხოლო ნაზი პაიკიძე და სალომე მელია, შესაბამისად, ალექსანდრა კოსტენიუკსა და ნატალია პოგონინას დანებდნენ. ამ წაგებით (1,5:2,5) საქართველოს ქალთა ნაკრები მე-4 საფეხურზე ჩამოქვეითდა. ჩვენებს, 10-ქულიანი რუსეთის (15) გარდა, 8-ქულიანმა პოლონეთმა (14) და უკრაინამ (13,5) გაუსწრეს.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ისლანდიას 3:1 აჯობა - ბაადურ ჯობავა-სთინ გრეთარსონი 1:0, ლევან ფანცულაია-ბრეიჯ თორფინსონი 1:0, მიხეილ მჭედლიშვილი-ბიორნ თორფინსონი 1:0, მერაბ გაგუნაშვილი-ჰელჯი ოლაფსონი 0:1.

ლიდერთა მატჩები: აზერბაიჯანი-საფრანგეთი 2:2, გერმანია-ბულგარეთი 1:3,ესპანეთი-საბერძნეთი 1,5:2,5, რუმინეთი-ჰოლანდია 2,5:1,5, რუსეთი-უკრაინა 2,5:15,დანია-სომხეთი 0,5:3.5. ხუთი ტურის შემდეგ: ბულგარეთი-9 (13), რუმინეთი-8 (13), აზერბაიჯანი-8 (12,5), საფრანგეთი-8 (12,5), საბერძნეთი-8 (12,5). საქართველოს ნაკრებმა 6 ქულით (13,5) მე-11 ადგილზე აინაცვლა.

დღეს მე-6 ტურში ითამაშებენ: ქალები. რუსეთი-პოლონეთი, უკრაინა-საქართველო, ჩეხეთი-საფრანგეთი, უნგრეთი-სლოვენია, სერბეთი-ჰოლანდია. ვაჟები. საფრანგეთი-ბულგარეთი, საბერძნეთი-რუმინეთი, რუსეთი-აზერბაიჯანი, სომხეთი-ესპანეთი, გერმანია-იტალია, ჰოლანდია-პოლონეთი, სლოვენია-საქართველო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად