ნოდარ აკობიას გუნდი ორი წლის განმავლობაში შეკრებებს მოაწყობს, საკონტროლო მატჩებსა და ტურნირებში ითამაშებს
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ორი წლის წინ ჩამოყალიბდა, თუმცა ნაკრების წინააღმდეგ პირველად ორი დღის წინ ითამაშა - "მიხეილ მესხზე" გოშთელიანის, ჯობავასა და კაკიაშვილის გოლებით აზერბაიჯანელი თანატოლები 3:0 დაამარცხა.

აქამდე ნოდარ აკობიას გუნდს მხოლოდ კლუბების წინააღმდეგ უწევდა თამაში, რასაც მარტივი ახსნა აქვს - 1997 წელს დაბადებულთა ნაკრები ჩვენზე ადრე, ფაქტობრივად, არსად ჩამოუყალიბებიათ. თუმცა ჩვენს 15-წლამდელებს დრო არ დაუკარგავთ და რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში მოსინჯეს ძალები - ზოგში პირველობა არავის დაუთმეს, ზოგში კი საპრიზო ადგილზე გავიდნენ. მართალია, ნაკრებს კლუბის წინააღმდეგ კარგი შედეგი მოეთხოვება, მაგრამ ამ თაობისთვის ეს მაინც კარგი გამოცდილება იყო.

რაც მთავარია, რამდენიმე ქართველი მოზარდი ცნობილი უცხოური კლუბების თვალთახედვის არეში მოხვდა და სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ ამ თაობის რამდენიმე წარმომადგენელი მალე კარიერას საზღვარგარეთ გააგრძელებს.

"აზერბაიჯანელებთან თამაშს სულ სხვა დატვირთვა აქვს. რაც უნდა იყოს, ნაკრების წინააღმდეგ ძალების მოსინჯვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენი ბიჭების გასაზრდელად. დამაჯერებელი ანგარიშით გამარჯვების მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ სუსტი მეტოქე გვყავდა.

აზერბაიჯანის 15-წლამდელთა ნაკრებს გერმანელი სპეციალისტები ავარჯიშებენ და ჩვენი მეზობლები თბილისს ავსტრიულ-გერმანული შეკრებიდან ეწვივნენ, სადაც ექვსი საკონტროლო მატჩი ჩაატარეს და ერთშიც არ დამარცხებულან", - გვითხრა ნოდარ აკობიამ, რომელიც ამ ნაკრების ადრეულ ეტაპზე ჩამოყალიბებას დადებით მოვლენად მიიჩნევს, რადგან სასელექციო სამუშაოები დიდი ხნის დაწყებულია და ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენაც გაადვილებულია.

სელექცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და სამწვრთნელო შტაბი კმაყოფილია, ნაკრებში წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის არაერთ რეგიონს რომ ჰყავს - თბილისზე რომ არაფერი ვთქვათ, გუნდში თამაშობენ მოზარდები სამეგრელოდან, იმერეთიდან, აჭარიდან და შიდა ქართლიდან. ამ ასაკში, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია იმის პროგნოზირება, ვინ ითამაშებს დიდ ფეხბურთს და ვინ შეწყვეტს ზრდას. ასე რომ, ორი წლის შემდეგ, როცა აკობიას გუნდი ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლებს, სავსებით შესაძლებელია, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დღევანდელისგან კარდინალურად განსხვავებული იყოს.

რაც შეეხება ნაკრების სამომავლო გეგმებს, უახლოესი ორი წლის განმავლობაში აკობიას გუნდი არაერთ შეკრებას მოაწყობს, საკონტროლო მატჩებსაც ითამაშებს და ტურნირებშიც მიიღებს მონაწილეობას - უმეტესად ნაკრებებთან, რადგან, როგორც უკვე გითხარით, აქამდე სანაკრებო სპარინგ-პარტნიორების მოძიება შეუძლებელი იყო, უახლოეს პერიოდში კი ამ მხრივ პრობლემა აღარ იქნება.

აზერბაიჯანელი 15-წლამდელები კი თბილისურ შეკრებას განაგრძობენ. საქართველო-აზერბაიჯანი ხვალაც გაიმართება. მატჩი რუსთავში, "ფოლადის" სტადიონზე 15 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gari
ძაან მაგარი თამაში იყო. ისეთი კომბინაციები გაითამაშეს ამ პატარა ბიჭებმა გაგიკვირდებოდათ. ძაან მაგარი ტალანტები მოდიან..ამ ბიჭებს ჭირდებათ პირობები და მიხედვა თუ გვინდა რომ ქართული ფეხბურთი წინ წავიდეს.
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა