ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რაგბიში გვიან მისული

რაგბიში გვიან მისული

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ნაკრებისა და ქუთაისის "აიას" 23 წლის უკანახაზელ მორაგბესთან ირაკლი ჩხიკვაძესთან
ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ ქუთაისის "აიადან" ერთადერთი მორაგბე, 23 წლის უკანახაზელი ირაკლი ჩხიკვაძე მოხვდა.

მსოფლიოს თასზე რუმინეთთან მოგებულ მატჩში თამაში მხოლოდ 8 წუთი მოუწია, თუმცა მიაჩნია, რომ ნაკრებში დიდი გამოცდილება შეიძინა. ახალგაზრდა მორაგბე მსოფლიო თასის შემდეგ კლუბს შეუერთდა და "აიასთან" ერთად დიდი ფინალის საგზური მოიპოვა.

- თავიდან კარიერის საწყის წლებზე ვისაუბროთ, რაგბით როდის დაინტერესდით?

- სიმართლე გითხრათ, ადრეულ ასაკში სპორტითა და რაგბით აღატაცებული არ ვყოფილვარ. სპორტის ბევრი სახეობა მოვიარე, ფეხბურთზეც დავდიოდი, წყალბურთზეც და კარატეზეც, თუმცა გული ვერც ერთს ვერ დავუდე. ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი, ბოლოს კი შემთხვევით რაგბიში მოვხვდი და იქ დავმკვიდრდი. რაგბის თამაში საკმაოდ გვიან, 13 წლის ასაკში დავიწყე და ეს ჩემი მეგობრების დამსახურებაა. ისინი "აიას" ასაკობრივ გუნდში თამაშობდნენ. ერთხელ მათ თამაშს დავესწარი, ის მატჩი ჩემმა მეგობრებმა წააგეს, რაც ძალიან განვიცადე და გადავწყვიტე, ჩემებს მოვხმარებოდი და რაგბის თამაში მეც დავიწყე.

- შეგუება არ გაგიჭირდათ?

- ასაკთან შედარებით კარგი ფიზიკური მონაცემები მქონდა და ოვალური ბუთით თამაშიც მალე ავითვისე. თანაც "აიას" ახალგაზრდულ გუნდში შესანიშნავი გარემო დამხვდა. კარგი მწვრთნელი და თანაგუნდელები მყავდა, რომლებმაც მეგობრულად მიმიღეს და რაგბი შემაყვარეს. პირველი მწვრთნელი მალხაზ ჩხეტიანი ყოველნაირად გვერდით დამიდგა და სპორტის ამ სახეობის ყველა ნიუანსი შემასწავლა. რაგბი ისეთი თამაშია, ერთხელ თუ ითამაშე და პირველი კვირა გაძელი, მერე ვეღარ შეეშვები.

- საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში რუსეთში მოგიწია გამგზავრებამ, სადაც რაგბი ლიგას თამაშობდი.

- "აიას" ახალგაზრდულ გუნდში ვიყავი, როცა ჩემი მშობლები რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად და მეც მათ გავყევი. ჩემი სპორტული კარიერაც იქ გაგრძელდა. სამი წელიწადი რაგბი ლიგა ვითამაშე. ჯერ ტოლებში, ერთი წლის შემდეგ კი "ლოკომოტივის" ძირითად გუნდშიც მოვხვდი და ორჯერ რუსეთის ჩემპიონი, ერთხელ კი თასის მფლობელი გავხდი. რუსეთში ასპარეზობისას საქართველოს რაგბის კავშირის მაშინდელი ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და ეროვნულ ნაკრებში თამაში შემომთავაზა. იმ დროს რუსეთის რაგბი ლიგის ნაკრებში ვირიცხებოდი. ჩვენს ნაკრებში მიწვევა ძალიან გამიხარდა და საქარველოში პირველივე დაძახებაზე წამოვედი.

- საქართველოს ნაკრებში დებიუტს როგორ გაიხსენებდით?

- ეს იყო "ჩილესთან" ტესტ მატჩი. მწვრთნელებმა ბოლო 10 წუთი მათამაშეს. მას შემდეგ ეროვნულ გუნდში დაახლოებით 21 კეპი მაქვს მოხვეჭილი.

- წლეულს ნაკრების ფორმა ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასზეც მოირგე.

- ვფიქრობ, "აიადან" რამდენიმე მორაგბეს თავისუფლად შეეძლო ნაკრებში მოხვედრა, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებით ახალ ზელანდიაში მხოლოდ მე წამიყვანეს. მსოფლიოს თასზე კი ვიყავი, მაგრამ თავის გამოჩენის საშუალება, ფაქტობრივად, არ მომეცა.

რუმინეთთან მხოლოდ ბოლო რვა წუთი ვითამაშე. მიუხედავად ამისა, ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. მსოფლიოს თასზე თამაში ყველა მორაგბის ოცნებაა და იქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვიყავი. თანაც, ახალ ზელანდიაში ძალიან თბილად მიგვიღეს, ჩვენს მიმართ რაღაც საუცხოო ყურადღება იყო.

- "აიას" დავუბრუნდეთ და ის გავიხსენოთ ქუთაისურ გუნდს როდის დაუბრუნდით.

- რუსეთიდან წამოსვლის შემდეგ ცოლი შევირთე. თანაც, ამ დროს ახალგაზრდულ ნაკრებში ტრავმა მივიღე და რვა თვე გამიცდა, შემდეგ რუსეთთან სიტუაციაც დაიძაბა და იქ დაბრუნება აღარ ღირდა. ასე შემოვრჩი ქუთაისში. რეაბილიტაციის შემდეგ უქმად რომ არ ვყოფილიყავი "აიაში" ვვარჯიშობდი და მალე გუნდის წევრიც გავხდი. როგორც შემდგომში გამოჩნდა სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მართალია, თავიდან პირობები არ იყო და ენთუზიაზმზე ვთამაშობდით, მაგრამ დღეს უკვე საკმაოდ ნორმალური პირობები გვაქვს და გუნდიც წარმატებით ასპარეზობს.

- სამი წელიწადია, რაც "აიაში" თამაშობ, რა შეიცვალა გუნდში ამ ხნის მანძილზე?

- მოდით, იქედან დავიწყოთ, რომ ეს გუნდი უმაღლესიდან დაქვეითებული იყო. მორაგბეებმა, რომლებიც "აიაში" დღესაც თამაშობენ, ბევრი იშრომეს და გუნდი უმაღლეს ლიგაში დააბრუნეს. საუკეთესოებში მოხვედრის შემდეგ კი გაჩნდა პერსპექტივა და ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენი გუნდიც დღითიდღე უმატებს და პროგრესის გზას ადგას. შარშანდელი პირველობის შემდეგ, რომელიც მეოთხე ადგილზე დავამთავრეთ, თითოეული ჩვენთაგანი გაიზარდა და წლეულს უკეთესად ვიასპარეზეთ. რეგულარულ ჩემპიონატში პირველ ადგილზე გავედით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

7-ქალა | სამი ცვლილებით მეორე ეტაპზე

"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა

ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა

20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა

აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე

"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე

საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...

აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია

ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს

"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ

"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს

მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს

მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა

[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა

"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ

მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!

"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს

[VIDEO] მუნიოსმა კოლუმბიას პლეი-ოფის საგზური მოუტანა

ხორვატიამ ბუდიმირის გოლით პანამა დაამარცხა

[VIDEO] განამ ინგლისს ფრე გაუგორა

ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება