ბორჯომში ძიუდოში ჭაბუკთა ტრადიციულ ტურნირზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან 400-ზე მეტი მოჭიდავე შეიკრიბა
ამას წინათ, თავისუფალ ჭიდაობაში ერთ-ერთი რეგიონული ტურნირის გაშუქებისას მსაჯების მისამართით მწვრთნელთა ზედმეტად ხშირ პრეტენზიებსა და დავაზე ვწერდით. ისიც დავძინეთ, რომ ეს იშვიათი შემთხვევა არ არის და არც მხოლოდ სპორტის ამ სახეობის პრობლემაა.

სამწუხაროდ, უარესი ბორჯომში ძიუდოში ჭაბუკთა ტრადიციულ ტურნირზე ვნახეთ. აქ ჩვეულებრივი ამბავი იყო კამათი და გინება როგორც მწვრთნელებსა და მსაჯებს, ისე თვით მწვრთნელებს შორის. ვნახეთ ტატამზე ფეხსაცმელებით ზოგიერთი "მწვრთნელის" პირდაპირ და ირიბად გადარბენა.

ტურნირზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან 400-ზე მეტი ჭაბუკი შეიკრიბა. ვერავის დავეთანხმებით თითქოს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების სამომავლო შემადგენლობის შესარჩევად შეჯიბრების მნიშვნელობა იყო მწვრთნელების გადაჭარბებული ემოციების მიზეზი. არავინ არაფრად დაგიდევდათ კოლეგიალურ ეთიკას და პატივისცემას. თავშეუკავებლები იყვნენ ქალბატონი მსაჯების მიმართაც კი.

ერთმა მადთგანმა შეურაცხყოფის შემდეგ ტატამიც კი დატოვა და დიდხანს ვერ იკავებდა ცრემლებს. მეორემ კი დარბაზი საერთოდ დატოვა.

შეჯიბრების შემდეგ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ერთ-ერთი თავკაცის გიორგი რევაზიშვილისგან შევიტყვეთ, რომ ამ საკითხზე აუცილებლად იმსჯელებენ ფედერაციაში და იმედი ვიქონიოთ, სათანადო დასკვნებიც გაკეთდება.

ბორჯომში კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი. ერთის მხრივ კარგია, როცა დღესდღეობით, ვიდეო მოგვევლინა მსაჯთა დამხმარედ, მაგრამ იქ, სადაც ორგანიზება მოიკოჭლებს, ამას მეორე უკიდრესობა მოჰყვა - ახლა უკვე მწვრთნელებს ნებისმიერი სათუო ფანდის ხელახლა ნახვა და გარჩევა უნდათ. ასე იწყება ქაოსი.

ყოველივე ეს კი მოზარდთა თვალწინ ხდება. შემდეგ ამიტომაც, უცხოეთის არენებზე წაგების მიზეზებზე მსჯელობისას უსასრულოდ წუწუნებენ არაობიექტურ მსაჯობაზე. ანდა როგორ გინდა გაამართლო მწვრთნელი, როცა მისი 12-13 წლის შეგირდი მსაჯის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ კიმონოს იხის და რეფერს ტყორცნის (!).

ბორჯომში არც ადგილობრივ ხელისუფლებას გამოუჩენია დიდი ყურადღება ტურნირის საკადრის დონეზე ჩასატარებლად. მით უფრო, რომ ძიუდო ამ რაიონში ფეხს სერიოზულად ახლა იკიდებს და კარგად ორგანიზებული ასპარეზობა სასიკეთოდ წაადგებოდა საქმეს. სხვათა შორის ამ ალიაქოთში ტექნიკური შედეგების ჩაწერა ჩვენც დიდი წვალებით და შემოვლითი გზებით შეჯიბრების დასრულების შემდეგ მეორე დღესაც კი ძლივს მოვახერხეთ.

ზემოთ აღწერილმა ამბებმა თითქმის გადაფარა ასპარეზობის მთავარი ფუნქცია. ისე კი, ისევე როგორც სულ ახლახან ამავე ასაკში გორში გამართულ შეჯიბრებაზე, შესანიშნავად იასპარეზა ევროპის ვერცხლის მედალოსანმა, საგარეჯოელმა თამაზ კირაკოზაშვილმა, თავი განსაკუთრებით გამოიჩინეს აგრეთვე კასპელმა გიორგი კაციაშვილმა, მარტყოფელმა ბექა შინჯიკაშვილმა, ახმეტელმა ვანო ჩურჩხელაშვილმა.

კვარცხლბეკი

55 კგ: 1. გიორგი კაციაშვილი (კასპი), 2. ბექა ნათათრალიშვილი (თბილისი), 3. ოთარ კაციაშვილი (საგარეჯო) და ლაშა ბუნტური (დედოფლისწყარო).

60 კგ: 1. ბექა შინჯიკაშვილი (მარტყოფი), 2. გიორგი გელაშვილი (გორი), 3. გიორგი მეტრეველი (ხაშური) და გიგა გიგაური (მარტყოფი).

66 კგ: 1. თამაზ კირაკოზაშვილი (საგარეჯო), 2. ბაჩანა ბოლქვაძე (ბათუმი), 3. ბექა ფალიანი (დმანისი) და ზვიად მრელაშვილი (ახმეტა).

73 კგ: 1. ვანო ჩურჩხელაშვილი (ახმეტა), 2. ზურაბ ლომიძე (ზესტაფონი), 3. ზაზა მეგრელიშვილი (თბილისი) და ბექა კვირიკაშვილი (გორი).

81 კგ: 1. გიორგი ქურდიანი (თბილისი), 2. სულიკო სეთურიძე (სამაჩაბლო), 3. ჯაბა მუმლაძე (ახმეტა) და ლაშა საბაშვილი (თბილისი).

90 კგ: დავით რამაზაშვილი (ახმეტა), 2. მიხეილ ახალაური (თბილისი), 3. ბექა გოცირიძე (ქუთაისი) და დავით ოზბეთელაშვილი (თბილისი).

+90 კგ: 1. ბაქარ კუხიანიძე (ქუთაისი), 2. დავით რაზმაძე (თელავი), 3. ლაშა კაპანაძე (ლაგოდეხი) და გიორგი ახალაური (თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა