11-13 ნოემბერს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს
11-13 ნოემბერს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება, რომელშიც საქართველოს ვაჟთა ნაკრები ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს: ავთანდილ ცინცაძე (52), უშანგი კუზანაშვილი (57), დავით სვიმონიშვილი (62), ლევან ნახუცრიშვილი (68), კახა მამულაშვილი (74), ნიკოლოზ კუცია (82), ლაშა გურული (90), ლომერ ჟორჟოლიანი (100), დავით ლორიაშვილი (+100). სამი მონაწილე ქალთა შორისაც გვეყოლება: შორენა შარაძე (64), ნინო ოძელაშვილი (72), ირინა ლეონიძე (80).

როგორც ვხედავთ, სამბისტთა შორის ძირითადად ძიუდოისტები სჭარბობენ - ქალებში სამივე ძიუდოისტია, ვაჟებში - ოთხი. ოღონდ ამ კვარტეტიდან კუცია საკმაოდ ხშირადაც გამოსულა ძიუდოში და ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებებიც მოუპოვებია, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც უფრო სამბისტია, იმათი გაზრდილია.ზედა სამი წონის ფალავანი - გურული, ჟორჟოლიანი და ლორიაშვილი კი წმინდა წყლის ძიუდოისტია. ამათგან ჟორჟოლიანი სულაც იქაური ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია თავის წონაში - ევროპის ვიცე-ჩემპიონს არაერთ შეჯიბრებაშიც გაუმარჯვია. ამ წუთისთვის სალიცენზიო რეიტინგშიც ჩვენგან ყველაზე კარგი მაჩვენებელი მას აქვს ანუ ოლიმპიადაზე წასვლის უმთავრესი კანდიდატია.

ამ სამეულის სამბისტებში გამოჩენა ცოტა მოულოდნელია, თუმცა გუნდი ძირითადად საქართველოს პირველობის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდა. ასევე მოულოდნელია 52-ში ცინცაძის, 90-ში კი გურულის ჩართვა, რადგან პირველი აქამდე ზედა წონებში გამოდიოდა - 57-ში და იშვიათად 62-შიც კი, ხოლო 90-ში ბოლო წლების უცვლელი ლიდერი სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მინდია ბოდაველია. სამბისტთა ნაკრებში საკონტროლო შეხვედრები სწორედ ამ ორ წონაში ჩატარდა და ზემოთ დასახელებულმა ფალავნებმა გაიმარჯვეს. ცინცაძეს სერიოზული კონკურენტი არც ჰყავდა და იოლად გაუსწორდა მეტოქეებს, გურულმა კი ბოდაველიც დაამარცხა და გიორგი ცოციაშვილიც.

პრაქტიკულად, ისე გამოვიდა, რომ ცინცაძემ და კუზანაშვილმა წონები გაცვალეს. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი კუზანაშვილი 57-ში რომ გადავიდოდა, ეს შარშანვე გაცხადდა, რადგან ძალიან ბევრის დაკლება უწევდა და გამოიფიტა. ცინცაძემაც ამის შემდეგ გადაწყვიტა წონის დაკლება, თუმცა ახლა ბევრის კლება, ანუ იგივე პრობლემა მის წინაშე დგას. ასე რომ, რამდენად გამართლებულია ეს ნაბიჯი, ვილნიუსში გამოჩნდება, ამ ეტაპზე კი მას მხოლოდ სარისკო გადაწყვეტილება შეიძლება ვუწოდოთ.

თავიდან ნაკრების ხელმძღვანელობას საკონტროლო შეხვედრის გამართვა მძიმე წონაშიც სურდა, მაგრამ იქ ერთ-ერთმა კონკურენტმა - ადამ ოქრუაშვილმა ძიუდოს ნაკრებში არჩია ვარჯიში და კონკურენციაც მას შემდეგ მოიხსნა. მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, მძიმე წონაში ლორიაშვილი დააყენეს, რომელიც ძიუდოში 100 კილოგრამში გამოდის.

რაც შეეხებათ ქალებს, მათთვის სამბო უცხო არაა და ოძელაშვილი ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონია.

სამბისტები ვილნიუსში 9 ნოემბერს გაფრინდებიან. მსოფლიოს პირველობისთვის მზადების ციკლში მათ ორი შეკრება გაიარეს - დუშეთსა და თბილისში, "სამბოს სასახლეში", სადაც გუშინ ღია ვარჯიში გამართეს. მას ნაკრების მწვრთნელების გარდა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. ყველამ გამოთქვა იმედი, რომ გუნდი ვილნიუსში წარმატებით გამოვა, რადგან საამისოდ ყველა წინაპირობა არსებობს - შემადგენლობაც ძლიერია და კარგი მოსამზადებელი ციკლიც გაიარეს.

თემურ გიორგაძე (ფედერაცის პრეზიდენტი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "გუნდი კარგადაა მომზადებული როგორც ფიზიკურად, ასევე - ტექნიკურად და ფსიქოლოგიურად. სპორტსმენებმა ორი შეკრება გაიარეს, წარმატებით ივარჯიშეს და ვფიქრობთ, ვილნიუსში 5-6 მედალს მოვიპოვებთ, ოღონდ ხარისხზე ლაპარაკი ახლა ძალიან ძნელია. ვიმედოვნებთ, მათ შორის უმაღლესი სინჯის ჯილდოებიც იქნება".

გია გალდავა (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე): "ნაკრების წევრთა დიდი ნაწილი ქართული ჭიდაობიდან და ძიუდოდანაა მოსული. სამბისტები მუდმივად გვანებივრებენ წარმატებებით და, იმედია, ახლაც ასე იქნება. მით უფრო, ერთი თვის წინათ ახალგაზრდები და ჭაბუკები კარგად გამოვიდნენ ბალტიისპირეთშივე, ოღონდ რიგაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამის თქმის საფუძველს გუნდის მიერ გავლილი ნაყოფიერი მოსამზადებელი ციკლი მაძლევს".

მსოფლიოს ჩემპიონატს ვილნიუსის "სიმენს არენა" უმასპინძლებს. 11 ნოემბერს ვაჟთაგან 52, 68 და 90 კილოგრამების წარმომადგენლები იჭიდავებენ, ქალებში - 48, 60, 72-ის. 12-ში ლეიბზე 57, 74 და 100 კილოგრამის მამაკაცებს და 52-64-80-ის ქალებს ვიხილავთ, დანარჩენები კი 13 ნოემბერს იასპარეზებენ. ფინალური ბლოკი პირველ ორ დღეს 17 საათზე დაიწყება, 13-ში - 16 საათზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა