რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა ლიდერობს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენების სიას

რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა ლიდერობს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენების სიას, რომელიც ტრადიციულად ჟურნალ "ფორბსის" მიერ არის შედგენილი.

ჟურნალის მონაცემებით, შარაპოვამ 2009 წლის ივნი

სიდან 2010 წლის ივნისამდე 24.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი მილიონია ტურნირებისგან მიღებული ჰონორარი. რუსი ჩოგბურთელის შემოსავლის ძირითად წყაროს სარეკლამო კონტრაქტები, მისი სახელის უფლებების გაყიდვა და სპორტული ტანსაცმლის საკუთარი ხაზის გამოშვება შეადგენენ.

შარაპოვამ უკვე მეორედ დაიკავა პირველი ადგილი "ფორბსის" რეიტინგში. 2008 წელს გამოქვეყნებულ სიაში მარიას წლიური შემოსავალი 26 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ისევე როგორც "ფორბსის" წინა რეიტინგში, მეორე და მესამე ადგილები ამჯერადაც ამერიკელმა ჩოგბურთელებმა - დებმა უილიამსებმა დაიკავეს. უმცროსმა სერენამ 20.2 მილიონი გამოიმუშავა, ვენუსმა - 15.4 მილიონი. 2008 წლის რეიტინგში სერენასა და ვენუსის შემოსავლები შესაბამისად, 14 და 13 მილიონად იყო შეფასებული.

ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ სპორტსმენთა სიაში მეოთხე ადგილზეა ამერიკელი ავტომრბოლი დანიკა პატრიკი, რომელიც წელიწადში 12 მილიონს იღებს. ხუთეულში შედის კორეელი მოციგურავე, ვანკუვერის ოლიპიური ჩემპიონი იუ-ნა კიმი წლიური შემოსავლით - 9.7 მილიონი.

ათეულში ვხედავთ სამ გოლფისტს - შვედ ანიკა სორენსტამს (8 მილიონი - მე-6 ადგილი), ამერიკელ პაულა კრიმერს (5.2 მილიონი - მე-9 ადგილი) და მექსიკელ ლორენა ოჩოას (5 მილიონი - მე-10 ადგილი), აგრეთვე ორ ჩოგბურთელს სერბეთიდან - ანა ივანოვიჩს (7.2 მილიონი - მე-7 ადგილი) და ელენა იანკოვიჩს (5.3 მილიონი - მე-8 ადგილი).

იუ-ნა კიმისა და ელენა იანკოვიჩის გარდა, ათეულის სხვა წევრები "ფორბსის" წინა რეიტინგშიც ფიგურირებდნენ.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა