"სოკკერ.რუმ" მახაჩყალის "ანჟიდან" "კრასნოდარში" გადაბარგებული ქართველი მეკარის ნაბიჯი შეაფასა

რუსულმა სპორტულმა საიტმა "სოკკერ.რუმ" საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილს სტატია მიუძღვნა, სადაც მახაჩყალის "ანჟიდან" "კრასნოდარში" მისი ტრანსფერია განხილული. ვფიქრობთ, ის ქართველი გულშემატკივრისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.

აგვისტოს უკანასკნელი ტრანსფერი

სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა, თუმცა გუნდიდან გუნდში ფეხბურთელთა გადასვლის შესახებ ცნობები აქა-იქ უკვე ჩნდება. გაზაფხულიდან ნუკრი რევიშვილი "კრასნოდარის" სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებს. "სოკკერ.რუ" შეეცდება განსაჯოს: რატომ ამჯობინა საქართველოს ნაკრების მეკარემ რუსეთის პრემიერლიგის პირველ რვა საუკეთესო გუნდს შორის ყოფნას გუნდების მეორე ჯგუფი.

2006 წელს საქართველოს საუკეთესო მეკარედ აღიარებულ რევიშვილს ნაკრებში დებიუტი 18 წლისას ჰქონდა, პირველად კი 17 წლისა მიიწვიეს. ჭაბუკი ნუკრი გუნდში ყურბან ბერდიევმა მიიწვია, თუმცა "რუბინში" მნიშვნელოვანი ფიგურა ის ვერ გახდა და ყაზანურ კლუბთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფმა მახაჩყალურ კლუბ "ანჟიში" გადაინაცვლა, სადაც შეთანხმება წელიწადნახევრით გააფორმა. ვადა 2011 წლის ბოლომდე იყო განსაზღვრული.

გასაგებია, რომ "ანჟიში" დაუფიქრებლად შესთავაზებდნენ კონტრაქტის გახანგრძლივებას ძირითადის მეკარეს, რომელმაც რამდენიმე მატჩში გუნდი მარცხისგან იხსნა. უბრალოდ, სიჩევი ერთადერთი არაა, ვინც საბუთებზე ავტოგრაფების გაკეთებას არ ჩქარობს და ამასობაში, "კრასნოდარსა" და ნუკრი რევიშვილს შორის კონტრაქტი ჯერ კიდევ აგვისტოში გაფორმებულა.

საერთოდ, ახალ კლუბთან მოლაპარაკებების დაწყება მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე უკვე შეიძლება, ამიტომ ნუკრის შემთხვევაში ყველაფერი წესრიგშია. გასაგებია ისიც, რომ აქ საქმე აგენტის გარეშე არ მოგვარებულა. ყოფილი ქართველი ფორვარდი, მწვრთნელი და ამჟამინდელი აგენტი მამუკა ჯუღელი - ვიწრო წრეებში ცნობილი ფიგურაა. გაზეთებში წერენ, რომ მან მხოლოდ ამ გარიგებისთვის 500 ათასი დოლარი გამოიმუშავა. კარგად ცხოვრობენ აგენტები, არა?

სხვათა შორის, "ანჟი" ჯუღელზე არ უნდა იყოს გაბრაზებული. მამუკა მახაჩყალური კლუბისთვის, ისევე როგორც "ვოლგასთვის", უცხო არაა. როგორც ჩანს ახლა ის "კრასნოდარს" შეუამხანაგდა. რამდენადაც რუსეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების უმეტესობა ჯუღელთანაა კავშირში, შემთხვევითი არაა, რომ უკვე მისი მეორე კლიენტი ხვდება კრასნოდარში. პირველი "ვოლგას" მთავარი ფორვარდი ოთარ მარცვალაძე იყო, ახლა კი - რევიშვილი.

ნუკრი ამბობს, რომ მისი აგენტი მოთამაშეებთან დამოკიდებულებაში პატიოსნებით გამოირჩევა. ალბათ ჯუღელმა ქართველ მეკარესაც ზუსტად აღუწერა კრანსოდარული პერსპექტივები და აუხსნა, რას დაკარგავდა ის "ანჟიდან" წასვლით.

მახაჩყალური კლუბის გენერალური დირექტორის გერმან ჩესტიაკოვის თქმით, "ანჟიში" ნუკრისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებდნენ, სადაც ხელფასი ლამის გაორმაგებული იქნებოდა. პირობები ბრწყინვალე იქნებოდა, რომ არა დაღესტნელთა წინადადების ერთი ნაკლოვანება. მომდევნო სეზონიდან რევიშვილი ლეგიონერად ჩაითვლება, კლუბში კი მოსკოვში იჯარით გასხვისებული ვლადიმირ გაბულოვი დაბრუნდება, რომელსაც რუსული პასპორტი, გამოცდილება და მეკარისთვის საჭირო სხვა მრავალი ღირსება აქვს. შესაბამისად, "ანჟიში" ლეგიონერთა რიცხვის და ნუკრისა და ვლადიმირის სათამაშო სტილების მსგავსების გათვალისწინებით, ქართველს ძირითადში მოხვედრის შანსი მცირე ექნებოდა.

მუდმივ სათამაშო პრაქტიკას და "შემოსავლიან სათადარიგო სკამს" შორის არჩევანი რევიშვილმა თავის დროზე უკვე გააკეთა - როდესაც "რუბინიდან" "ანჟიში" გადაბარგდა. მას თამაში სურს და კარგად გვესმის მისი.

ამასთან, ჩრდილოეთ კავკასია, სამწუხაროდ, რუსეთის ყველაზე მშვიდი რეგიონი არაა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველ მეკარეს ახალგაზრდა ოჯახი ჰყავს.

თუ ნუკრი კრასნოდარში მეუღლესა და ქალიშვილს თამამად წაიყვანს, აი, ძირითადში გარანტირებული ადგილის იმედი კი ნაკლებად უნდა ჰქონდეს. "კრასნოდარის" მთავარ მწვრთნელ სლავოლუბ მუსლინს სამი ნორმალური მეკარე ეყოლება: გოროდოვი, უსმინსკი და რევიშვილი. იგორი ყველაზე გამოცდილი და ცივსისიხლიანია, გოროდოვი და რევიშვილი კი ახალგაზრდული შემართებით ხასიათდებიან.

შეიძლება ითქვას, ქართველმა გოლკიპერმა სეზონი ნორმალურად ჩაატარა. იყო რამდენიმე მატჩი, როცა "ანჟი" გაშვებული გოლებისგან რევიშვილის რეაქციამ გადაარჩინა. მისი ზოგიერთი "სეივი" მართლაც რომ სანახაობრივი გამოდგა და გასაგებია, გალიცკის გუნდმა რატომ არ გაუშვა ხელიდან ეს მეკარე.

დავუბრუნდეთ ნუკრის პესპექტივებს - "კრასნოდარში" ამჟამად ბევრი ლეგიონერია და ამ ვითარებაში, უცხოელს კარში ადგილს მხოლოდ იდეალურად თამაშის შემთხვევაში ანდობენ. შესაბამისად, საქართველოს ნაკრების მეკარეს თავდაუზოგავად შრომა მართებს, რათა ძირითადში ადგილი დაიმსახუროს. ერთიცაა, "კრასნოდარის" მცველსა და კაპიტანთან, კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელთან, ალექსანდრე ამისულაშვილთან ურთიერთგაგების პრობლემა არ ექნება.

ასეა თუ ისე, სრული საფუძველი გვაქვს ან ფეხბურთელს წარმატება ვუსურვოთ, რომელმაც "ანჟის" სათადარიგოთა სკამზე "უზრუნველ" ყოფას "კრასნოდარში" ძირითადისთვის ბრძოლა ამჯობინა. ეჭვგარეშეა, კონტრაქტიც შესაფერისი აქვს.

ამრიგად, ნუკრიმ აირჩია გუნდი, რომელიც მზადაა შანსი მისცეს. როგორ გამოიყენებს მას ქართველი მეკარე, ამას უკვე მომავალი წელი გვაჩვენებს.

გორივ სტანისლავი (სოკკერ.რუ)

ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
"დიდი შეცდომა დავუშვით, ნაკრებში რაღაცები აურ-დაურიეს... მჯერა, მუნდიალზე უნდა გავსულიყავით... ახლა ვინ იღებს პასუხისმგებლობას?! - გველესიანმა სანიოლზე და წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა
კვარაცხელიას პსჟ-მ მომავალი სეზონისთვის ახალი ფორმა წარმოადგინა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
[VIDEO] პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ორი შემტევი გაუშვეს და შევსებაც მალევე მიიღეს - პსჟ 24 წლის ვინგერით ძლიერდება
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ