ტორონტოს მასტერსზე, რომელიც წინ უძღოდა ცინცინატის ტურნირს, ნახევარფინალურ ეტაპს მსოფლიოს რეიტინგის პირველმა ოთხმა ჩოგანმა მიაღწია.

ტორონტოს მასტერსზე, რომელიც წინ უძღოდა ცინცინატის ტურნირს, ნახევარფინალურ ეტაპს მსოფლიოს რეიტინგის პირველმა ოთხმა ჩოგანმა მიაღწია. ამჯერად თითქმის საპირისპირო სიტუაცია ვიხილეთ - კლასიფიკაციის ლიდერთაგან, მხოლოდ როჯერ ფედერერი მოხვდა საუკეთესო ოთხეულში, დანარჩენები კი მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშნენ ბრძოლას.

მეოთხე ჩოგანმა ენდი მიურეიმ 35-გრადუსიან სიცხეში წააგო მასპინძელ მარდი ფიშთან. ბრიტანელი, რომელიც ტორონტოს მასტერსის ჩემპიონის რანგში ჩავიდა ცინცინატიში, აშკარად გადაღლილი ჩანდა. მიუხედავად ამისა, ენდიმ გაუძლო სამსაათიან მარათონს და სულ ცოტა დაკლდა გამარჯვების მოსაპოვებლად. პირველი სეტი მიურეიმ ტაი-ბრეიკზე მოიგო, მეორე, როგორც ჩვევია ხოლმე, მთლიანად ჩააგდო (1:6), მესამეში კი კვლავ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ფიშს ძალიან დაეხმარა მოწოდება - ამერიკელმა 18 ეისი ჩააწოდა და თავის სასარგებლოდ დაასრულა ეს რთული შეხვედრა - 6:7(7), 6:1, 7:6(5). სხვათა შორის, ფიშმა ზედიზედ მესამედ მოუგო ბრიტანელს, თანაც სამივე გამარჯვებას ამ სეზონში მიაღწია.

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პრაქტიკულად ვერაფერი გააწყო ამერიკელ ენდი როდიკთან, რომელიც ძალიან მოტივირებული იყო ამ შეხვედრისთვის - მოგება მას ATP-ის რეიტინგის ათეულში დააბრუნებდა. როდიკმა შანსი გამოიყენა და ორ სეტში მოუგო შარშანდელი ფინალისტს - 6:4, 7:5.

მარკოს ბაღდატისმა მეშვიდე ცდიდან კარიერაში პირველად დაამარცხა პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი. სასტარტო პარტიაში ესპანელი ძალიან ბევრს ცდებოდა, თუმცა კვიპროსელმა მხოლოდ სეტის ბოლოს გამოიყენა ეს უპირატესობა, როცა გადამწყვეტი ბრეიკი გაახერხა. ანალოგიური იყო მეორე პარტიის მსვლელობა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად მეტოქის გეიმი ნადალმა აიღო. გადამწყვეტ სეტში ორივეს ჰქონდა მატჩის მოგების შანსი, მაგრამ ბაღდატისმა კრიტიკული მომენტი გადალახა, ნადალმა კი მეტოქის ბრეიკ-პოინტზე ორმაგი შეცდომა დაუშვა და შეხვედრა ვეღარ გადაარჩინა - 4:6, 6:4, 4:6.

ბაღდატისს მეორე დღეს, ნახევარფინალში ასევე სერიოზული გამოცდა ელოდა როჯერ ფედერერთან, რომელიც ცინცინატიში შარშან მოპოვებულ ტიტულს იცავს. მარკოსს როჯერთან ურთიერთშეხვედრებში ზედიზედ ექვსი მატჩი ჰქონდა წაგებული, მაგრამ წელს ინდიან უელსში გაქვითა ანგარიში.

შვეიცარიელს ამ შეხვედრამდე საკმაოდ იოლი გზა ჰქონდა - პირველ ორ მატჩში მისმა ორივე მეტოქემ ტრავმა მიიღო და როჯერს სულ შვიდი გეიმის ჩატარება მოუწია, მეოთხედფინალში კი ფორმიდან ამოვარდნილ ნიკოლაი დავიდენკოს ორ სეტში მოუგო. ასევე იოლად დაამარცხა ფედერერმა ბაღდატისი. მეორე ჩოგანი ბრწყინვალედ თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე, მუდმივად ინიციატივას ფლობდა, აგრესიულად მოქმედებდა, თუმცა პირველ სეტში მეტოქის მოწოდება მხოლოდ ბოლოსკენ აიღო, როცა ბადესთან მოულოდნელი გასვლებით დააბნია კუნძულელი. თამაშის სურათი არც მეორე სეტში შეცვლილა: როჯერმა კვლავ ბოლოს მოუმატა და იოლად და დამაჯერებლად მოიგო თავისი ნახევარფინალი - 6:4, 6:3.

მეორე ნახევარფინალი ამერიკული დერბი იყო - ენდი როდიკი მარდი ფიშის წინააღმდეგ. პირველ ორ პარტიაში მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა იხილა. საწყის სეტში ჩოგბურთელებმა პირველ ცხრა გეიმში საკუთარი მოწოდებები შეინარჩუნეს, რის შემდეგაც ფიშმა ბრეიკი დათმო და პარტია წააგო - 4:6.

როდიკი ვალდებული იყო ფინალის საგზური მოეპოვებინა, რადგან მეორე სეტში 5:2 წაიყვანა ანგარიში. ფიში წვიმამ გადაარჩინა. პაუზის დროს ის გონს მოვიდა და ბრეიკით გადაარჩინა შეხვედრა. როდიკმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში ვერ შეძლო მატჩზე ჩაწოდება, მაგრამ თუ რობინ სიოდერლინგთან და ნოვაკ ჯოკოვიჩთან გადარჩა, ამჯერად ასეთი შანსის გაფლანგვისთვის დაისაჯა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ენდიმ რამდენიმე იოლი ბურთი წააგო და მესამე სეტის ჩატარება გახდა საჭირო.

როდიკმა მესამე პარტიის სტარტზე ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ მისი რეალიზება ვერ შეძლო, რის შემდეგაც ენდის თამაში საბოლოოდ მოიშალა. დაღლილი ფიში უკანა ხაზთან დადგა და კორტის მეორე მხარეს უბრალოდ ბურთის გადაგდება დაიწყო. ეს ტაქტიკა საკმარისი აღმოჩნდა პარტიის მოსაგებად - 6:1.

სხვათა შორის, ცინცინატის მასტერსის შედეგების მიხედვით ფიშმა გაინაღდა ამერიკის ღია პირველობაზე "განთესვა". ამერიკელი დღეიდან 30-ე ნომერი გახდება, რითაც შესაბამისი განთესვის ნომერს მიიღებს.

სავარაუდოდ, განთესილი იქნება არგენტინელი დავიდ ნალბანდიანიც, რადგან მისი თანამემამულე ხუან მარტინ დელ პოტრო და ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა არ აპირებენ "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე გამოსვლას.

ATP

Masters

ცინცინატი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 430 000 დოლარი

1/4 ფინალი

მარკოს ბაღდატისი (კვიპ)-რაფაელ ნადალი (ესპ, 1) 6:4, 4:6, 6:4; ენდი როდიკი (აშშ, 9)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2) 6:4, 7:5; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს, 6) 6:4, 7:5; მარდი ფიში (აშშ)-ენდი მიურეი (ბრიტ, 4) 6:7(7), 6:1, 7:6(5).

1/2 ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 6:4, 6:3; მარდი ფიში (აშშ)-ენდი როდიკი (აშშ, 9) 4:6, 7:6(3), 6:1.

WTA

Rogers Cup

მონრეალი (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 000 000 დოლარი

1/4 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 2)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 6) 6:3, 6:2; ვერა ზვონარევა (რუს, 8)-კიმ კლაისტერსი (ბელ, 5) 2:6, 6:3, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 10)-მარიონ ბარტოლი (საფ, 17) 6:2, 7:6(6); სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 11)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 6:1, 6:3.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა