ჰოკეის კონტინენტალურ ლიგაში მატჩი გრანდიოზული სკანდალით დასრულდა
გრანდიოზული სკანდალით დასრულდა მატჩი ჰოკეის კონტინენტალურ ლიგაში. მინსკში ადგილობრივი "დინამო" რუსეთის "ვიზიატს" ხვდებოდა და ბოლო წუთზე რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებით შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა - 3:2.

უხეშობით განთქმულმა "ვიტიაზის" ჰოკეისტებმა ყინულზე ნამდვილი ნადირობა დაიწყეს მეტოქის მოთამაშეების წინააღმდეგ და მოედანზე რამდენიმე ჩხუბი გაიმართა. მინსკელი გულშემატკივრების საპასუხო რეაქცია იყო ყინულზე ბოთლების სროლა.

ამასობაში, "ვიტიაზის" მთავარ მწვრთნელს ანდრეი ნაზაროვს კონფლიქტი მოუვიდა იმ გულშემატკივრებთან, რომლებიც რუსული კლუბის სათადარიგოთა სკამის უკან ისხდნენ. რუსების დამრიგებელმა ჰოკეის ჯოხს ხელი სტაცა და გულშემატკივრებს ჩხუბი აუტეხა. მას მხარი "ვიტიაზის" ორმა ჰოკეისტმა - პანარინმა და ანისინმა აუბეს. გარდა ამისა, ნაზაროვმა უხამსი ჟესტი უჩვენა ტრიბუნებს.

მეორე დღეს ეს ინციდენტი განიხილა ჰოკეის კონტინენტალური ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა. "ვიტიაზის" მთავარ მწვრთნელს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ასევე საქციები გამოუტანეს რუსული კლუბის რამდენიმე ჰოკეისტს და შეხვედრის არბიტრებს, რომლებმაც არაკვალიფიციურად იმსაჯეს აღნიშნული შეხვედრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა