ფილადელფიაში 67 წლის ასაკში კრივის ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი მძიმეწონოსანი ჯო ფრეზერი გარდაიცვალა
სამწუხარო ამბავი შეიტყვეს გუშინ კრივის მოყვარულებმა. ფილადელფიაში 67 წლის ასაკში გარდაიცვალა კრივის ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი მძიმეწონოსანი ჯო ფრეზერი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფრეზერი ღვიძლის კიბოთი იყო ავად და მოკრივის ახლობლები სასწაულის იმედად იყვნენ დარჩენილნი, მაგრამ სასწაული არ მოხდა.

ჯო ფრეზერი სამხრეთ კაროლინას შტატში დაიბადა, მაგრამ შემდეგ ფილადელფიაში გადავიდა საცხოვრებლად. 1964 წელს ის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა, 1970 წელს კი სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა პროფესიონალებს შორის.

1971 წელს ფრეზერი პირველი მოკრივე გახდა ისტორიაში, ვინც ლეგენდარული მოჰამედ ალი დაამარცხა - ეს მოხდა ნიუ იორკში და იმ ბრძოლას ჟურნალისტებმა "ათასწლეულის ორთაბრძოლა" უწოდეს. ამის შემდეგ ეს მოკრივეები კიდევ ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ ჯომ დამარცხებულმა დატოვა რინგი.

ჟურნალმა "რინგმა" და კრივში მომუშავე ამერიკელ ჟურნალისტთა ასოციაციამ (BWAA) სამჯერ დაასახელეს ფრეზერი წლის საუკეთესო მოკრივედ, ხოლო მისი ბრძოლები ჯერი კუორისთან, მოჰამედ ალისთან (ორჯერ) და ჯორჯ ფორმენთან წლის შეხვედრებად იყო აღიარებული.

ფრეზერი კრივიდან 1976 წელს წავიდა, თუმცა 1981-ში ერთი ბრძოლისთვის დაბრუნდა დიდ სპორტში. 1990 წელს ის კრივის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს, 1998 წელს კი "რინგმა" ის ყველა დროის საუკეთესო რვა სუპერმძიმეწონოსანს შორის შეიყვანა.

"მე ვაკვირდებოდი ამ მოკრივეებს - ჯო ლუისს, როკი მარჩიანოს, შუგარ რეი რობინსონს, - ყვებოდა ფრეზერი EA Sports-თვის მიცემულ ინტერვიუში. - ეს ბიჭები მართლაც საუკეთესოები იყვნენ, ამიტომაც ჩემს თავს ვუთხარი: "ოდესღაც მეც ასეთივე ვიქნები".

სამხრეთში ვცხოვრობდი, მაგრამ იქ არ იყო ვარჯიშის შესაძლებლობა. სახლში მივედი, ტომარა ავიღე და გავავსე ყველაფრით, რაც ხელში მომხვდა. ამ ტომრის დახმარებით ვისწავლე კრივი. და როცა ეს ყველაფერი მომბეზრდა, საკუთარ თავს ვუთხარი: "აქედან უნდა წავიდე". სადმე უნდა გადავსულიყავი, სადაც ჩემპიონი გავხდებოდი. ამიტომაც აღმოვჩნდი ფილადელფიაში".

"ქუჩაში არავის მეშინია. არც რინგზე. მაგრამ თუ მას აქვს დანა, ხოლო მე პისტოლეტი, ეს არასამართლიანი იქნება ჩემი მხრიდან. მასაც პისტოლეტი მიეცით. მე მაინც ვიჩხუბებ მის წინააღმდეგ. ჯორჯ ფორმენმა ორჯერ ჩამაგდო ნოკაუტში, მაგრამ მე არაფრის მეშინია. მას ორჯერ ვეჩხუბე და შემიძლია ახლაც შევხვდე რინგზე. რა მომივა, კიდევ ერთი ნოკაუტი? მეტი არაფერი. არანაირი შიში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა