დრიმ თიმმა ევროპაში პირველი მატჩი მოიგო

ამერიკის ნაკრები ევროპაშია და უკვე პირველი ამხანაგური მატჩის ჩატარებაც მოასწრო. მაიკ კრიჟეჟვსკის გუნდი მადრიდის საერთაშორისო ტურნირში ჩაება, სადაც მის გარდა ესპანეთისა და ლიტვის ნაკრებები თამაშობენ. პირველ მატჩში ოკეანისგაღმელ სტუმართა მეტოქე ლიტვა იყო, რომელმაც ერთი დღით ადრე ესპანეთთან 19 ქულა (75:94) წააგო.

პირველ მეოთხედში ამერიკელი "პროფები" საკუთარ თავს არ ჰგავდნენ - თამაშიდან ნატყორნი 21 ბურთიდან მხოლოდ სამმა (!) მიაღწია მიზანს, ამას დაემატა ექვსი შეცდომა და პირველი 10 წუთის შემდეგ ტაბლოზე უცნაური რიცხვები ეწერა - 15:7 ლიტვის სასარგებლოდ.

მეორე მეოთხედში თამაშის სურათი ოდნავ შეიცვალა, თუმცა სროლა ისევ არც ერთ გუნდს არ მისდიოდა, რის გამოც დიდი შესვენებისთვის მეტოქეებს ჯამში 57 ქულა ჰქონდათ მოგროვებული. 29:28 - წინ კვლავ ლიტვის ნაკრები იყო.

მესამე მეოთხედში მაყურებელმა, როგორც იქნა, შედეგიანი თამაში იხილა - ამერიკელებმა მიზანი გაასწორეს, ლიტველებიც ცდილობდნენ არ ჩამორჩენოდნენ მოწინააღმდეგეს, მაგრამ ამ ათწუთეულში ცხრა ქულით ნაკლები დააგროვეს და სამი მეოთხედის შემდეგ წინ უკვე "დრიმ თიმი" იყო - 57:49.

მატჩის ბედი ბოლო მეოთხედის პირველ ნახევარში გადაწყდა. ამერიკამ ფანტანტისკური გაქცევა მოაწყო - 15:0, რომლის სულისჩამდგმელებიც რასელ უესტბრუკი და ერიკ გორდონი აღმოჩდნენ. ანგარიში 71:49 გახდა, თუმცა ლიტვის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ბრძოლა არ შეწყვიტა და 6:0 გაქცევით უპასუხა მეტოქეს, მაგრამ ბალტიისპირელთა მონდომებას რუდი გეიმ გადაუსვა ხაზი. მან ჯერ პაულიუს იანკუნასს დაუფარა და იქვე სამქულიანიც მოათავსა კალათში, რის შემდეგაც ლიტველებს დიდად აღარ გამოუდვიათ თავი.

ამერიკამ 58 ტყორცნიდან 27 მოათავსა კალათში, ლიტვის ანალოგიური მაჩვენებელი - 62-დან 25 ზუსტი ტყორცნა იყო.

ესპანეთი-ლიტვა 94:75

24:19, 25:22, 25:13, 20:21

ე: მ. გასოლი (18), ნავარო (13), რეიესი (13), გარბახოსა (8), ლული (7), კალდერონი (7), ფერნანდესი (6).

ლ: კლეიზა (19), კალნეიტისი (13), იანკუნასი (10), გეჩევიჩუსი (8), კლიმავიჩუსი (7), სეიბუტისი (6).

აშშ-ლიტვა 77:61

7:15, 21:14, 29:20, 20:12

ა: დურანტი (15), გეი (14+5 მოხსნა), უესტბრუკი (12+5 მოხსნა), ბილაპსი (8).

ლ: კლეიზა (12), იავტოკასი (10), პოჩიუსი (7), კალნეიტისი (7), მაჩიულისი (7).

ბრაზილია ნენეს გარეშე

ბრაზილიის ნაკრების წამყვანი ცენტრი ნენე ილარიო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. "დენვერ ნაგეტსის" კალათბურთელმა, რომელმაც მარცხენა ფეხის ტრავმის გამო მოსამზადებელი ეტაპის დიდი ნაწილი გამოტოვა, ლიონის საერთაშორისო ტურნირზე მოსინჯა ძალები, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ მხოლოდ 12 წუთი დაჰყო მოედანზე, რის შემდეგაც დაზიანებულ ფეხში ტკივილი იგრძნო და მოედანი დატოვა.

გუნდის ექიმმა ვისენტე ანდეროლიმ ნენეს კუნთის დაჭიმვა დაუდგინა, რის გამოც კალათბურთელი 10 დღე ვერ შეძლებს ვარჯიშს. ბრაზილიელთა სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა აღარ შეყვანოს დენვერელი საბოლოო განაცხადში. მის ნაცვლად მსოფლიოს ჩემპიონატზე "ლე მანის" წევრი ჟოაო პაულუ ბატისტა ითამაშებს.

დანაკლისია საფრანგეთის ნაკრებშიც. "დალას მავერიქსის" ცენტრმა იან მაინმიმ თითის ტრავმა მიიღო და ვერ ასწრებს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გამოჯანმრთელებას. მიუხედავად ამისა, ფრანგების დამრიგებელი ვენსან კოლე არ ჩქარობს მაინმის შემადგენლობიდან გამოყვანას და მას ბოლომდე ენდობა. სამედიცინო შტაბის წინასწარი პროგნოზით, კალათბურთელი დაახლოებით 10 დღეს გამოტოვებს.

გუნდებმა საბოლოო შემადგენლობები 24 აგვისტოსთვის უნდა დაასახელონ.

კანადის ნაკრებმა ვერ შეძლო "სან ანტონიო სპურსის" ფორვარდ მეტ ბონერით შემადგენლობის გაძლიერება. ქვეყნის იმიგრაციის სამსახურმა ზედიზედ მეორედ უთხრა უარი კალათბურთელს კანადის პასპორტის დაჩქარებულ რეჟიმში მიღებაზე.

შეგახსენებთ, რომ ბონერი ამერიკაშია დაბადებული, თუმცა კანადელი ცოლი ჰყავს და უკვე რამდენიმე წელია ამ ქვეყანაში ცხოვრობს.

ლელო

"გადარჩენილი უკანალი და მისი სითბო" - ბაგატსკისმა გამარჯვებების შემდეგ კომენტარები გააკეთა
გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა