26 ნოემბერს მინსკის "სპორტის სასახლე" ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიურ ჩემპიონ ოლეგ კარავაევის მემორიალს უმასპინძლებს
26 ნოემბერს მინსკის "სპორტის სასახლე" ოლიმპიურ ჩემპიონ ოლეგ კარავაევის მემორიალს უმასპინძლებს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც მიწვეულნი არიან საქართველოს, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინის, ლიტვის, ყაზახეთის, საფრანგეთის, აშშ-ს და პოლონეთის ნაკრებები.

ესაა გუნდური შეჯიბრება, რომელშიც ჩვენები ბოლო წლებში მუდმივად გამოდიან. მინსკი მათთვის ისედაც ნაცნობი ადგილია - ლამის ყოველი პირველხარისხოვანი ტურნირის წინ "სტაიკების ოლიმპიურ ბაზაზე" ატარებენ ერთობლივ წვრთნებს, რადგან იქ სხვებიც სიამოვნებით ჩადიან სავარჯიშოდ და მუდამ ძლიერი შემადგენლობა იყრის ხოლმე თავს. ამჯერად ბეგი დარჩიას ასეთი გუნდი მიჰყავს ბელარუსში: ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), არჩილ თურმანიძე (66), მანუჩარ ცხადაია, მანუჩარ კვირკველია (ორივე-74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96), სერგო გოგისვანიძე (120).

დარჩიას ორი სათადარიგო მონაწილის წაყვანა შეუძლია, თუმცა მხოლოდ ერთი მიჰყავს - კვირკველია, რომელსაც საჭიროებისამებრ იქ გამოიყენებს, სადაც დასჭირდება - 74-ში ან 84-ში. ცხადაია, იგი კვლავაც რჩება 66-ის მოჭიდავედ, თუმცა ამჯერად 74-ში გამოვა, რაც დარჩიას საშუალებას მისცემს, 66-ში თურმანიძე გამოსცადოს. ეს ბიჭი შარშან ძალიან კარგ სეზონს ატარებდა, თუმცა ავადმყოფობამ არც ევროპაზე გამოსვლის საშუალება მისცა და არც - მსოფლიოზე. სამწუხაროდ, მძიმე წონაში ვერ ხერხდება ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ შოთა გოგისვანიძის გამოცდა - მას წელი სტკივა და ვერც უახლოეს ხანებში იასპარეზებს.

როცა ეროვნული ნაკრების მთავარი ბირთვი მინსკში იქნება, ზუსტად იმავე პერიოდში - 25-26 ნოემბერს "ფრანგული მარგალიტი" ნიცა ოლიმპიურ ჩემპიონ ანრი დეგლანის მემორიალს უმასპინძლებს სამივე საჭიდაო დისციპლინაში, მაგრამ იქ ჩვენგან მხოლოდ ბერძენ-რომაელები გამოვლენ. ესეც ტრადიციული და ძლიერი შეჯიბრებაა, თუმცა ჩვენები აქამდე დიდად არ სწყალობდნენ. ახლაც ძირითადად ახალგაზრდული გუნდის გაგზავნა იგეგმება, მაგრამ ლაპარაკია ნაკრების რამდენიმე ტიტულოვანი კანდიდატის დამატებაზეც. ეს საკითხი საბოლოოდ მიმდინარე კვირის ბოლოს გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად