12 სექტემბერს, თურქეთში მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIBA) რამდენიმე ლეგენდარულ მოთამაშესა და მწვრთნელს საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანს.

12 სექტემბერს, თურქეთში მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIBA) რამდენიმე ლეგენდარულ მოთამაშესა და მწვრთნელს საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანს.

ამ სიაში ყველა ღირსეული კალაბურთელია, თუმცა მათგან გამოირჩევა ლეგენდარული ლიტველი ცენტრი არვიდას საბონისი, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში მოიგო ოლიმპიური თამაშები (1988), მსოფლიოს ჩემპიონატი (1982) და ევრობასკეტი (1985). სსრკ-ის დაშლის შემდეგ არვიდასმა ლიტვის ნაკრებში გააგრძელა კარიერა და 1992 და 1996 წლების ოლიმპიადებზე ბრინჯაოს მედალი მიიღო.

45 წლის ლიტველს საკლუბო დონეზე "ჟალგირისში", "ვალიადოლიდში", "რეალსა" და "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსში" უთამაშია.

საბონისის გარდა, დიდების დარბაზის წევრები ხდებიან: ვლადე დივაცი, დრაგან კიჩანოვიჩი (ორივე - სერბეთი), დინო მენეგინი (იტალია), შერილ მილერი (აშშ), ოსკარ შმიდტი (ბრაზილია) და ნატალია ზასულსკაია (რუსეთი). მათ სამი მწვრთნელი დაემატებათ: ლინდსი გეიზი (ავსტრალია), მირო ნოვოსელი (ხორვატია) და ევგენი გომელსკი (რუსეთი).

პირსი ევროპაში დაასრულებს

საინტერესო განცხადება გააკეთა "ბოსტონ სელტიქსის" კაპიტანმა პოლ პირსმა. NBA-ის ერთ-ერთი ვარსკვლავის თქმით, ასოციაციაში კარიერის დასრულების შემდეგ ევროპაში სურს ძალების მოსინჯვა. შეგახსენებთ, რომ პირსმა ივლისში ოთხი წლით გაახანგრძლივა ხელშეკრულება "სელტიქსთან", რომლის შემადგენლობაში ერთხელ იყო ლიგის ჩემპიონი.

"სავარაუდოდ, ამ კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ დავტოვებ ლიგას და ევროპაში გადავალ სათამაშოდ. ოკეანის გაღმა რამდენიმე წელი ვაპირებ დარჩენას.

"ბოსტონთან" ოთხწლიანი ხელშეკრულება იმას ნიშნავს, რომ სწორედ აქ დავასრულებ თამაშს - სხვა კლუბში არ გადავალ. შემდეგ კი მინდა ძალები იტალიაში ან საბერძნეთში მოვსინჯო. ოჯახსაც თან წავიყვან, რადგან ეს ყველა ჩვენთაგანისთვის ახალი გამოცდილება იქნება", - ამბობს პირსი CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

არტესტი ნომერს იცვლის

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ერთ-ერთი ლიდერი რონ არტესტი მომავალი სეზონისთვის სათამაშო ნომერს შეიცვლის - "37"-ის ნაცვლად, რონს მაისურზე რიცხვი "15" ეწერება. ეს არტესტის ძველი ნომერია, რომლითაც ის სენტ ჯონის უნივერსიტეტში თამაშობდა. ასევე მე-15 ნომრით ჩაატარა მან თავისი პირველი სეზონი ეროვნულ საკალათბურთო ასოციიციაში.

აღსანიშნავია, კარიერის განმავლობაში არტესტმა მეექვსედ შეიცვალა ნომერი. მან აგრეთვე 23, 91, 93, 96-ნომრიანი მაისურები მოსინჯა.

უილიამსს ერთი წელი დაუმატეს

"ნიუ ჯერსი ნეტსის" ყოფილმა ვარსკვლავმა ჯეისონ უილიამსმა მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა აღიარა და ამის გამო ერთწლიანი პატიმრობა მიიღო. ინციდენტი 5 იანვარს მოხდა - კალათბურთელის ჯიპი გზიდან გადავიდა და ხეს შეასკდა.

ეს ავარია წინ უძღოდა ლიმუზინის მძღოლზე თავდასხმასა და მკვლელობას. კალათბურთელმა ეს დანაშაულიც აღიარა. 42 წლის უილიამსი ხუთ წელს მოიხდის ადამიანზე თავდასხმისა და არაგანზრახ მკვლელობისთვის, რასაც ერთი წელი დაემატება მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის.

უესტს 10-მატჩიანი დისკალიფიკაცია მისცეს

"კლივლენდ კავალიერზის" ყოფილი მცველი დელონტე უესტი რეგულარული ჩემპიონატის 10 მატჩით არის დისკვალიფიცირებული. NBA-მ კალათბურთელი დამნაშავედ სცნო იარაღის შენახვასა და ტარებაში.

შეგახსენებთ, რომ უესტი ამ ზაფხულს გაცვლის შედეგად გადავიდა "მინესოტაში", თუმცა ამ გუნდმა მცველი დაითხოვა და დელონტე ახლა თავისუფალი აგენტია.

ბილაპსი კიდევ ოთხ წელს გეგმავს

"დენვერ ნაგეტსის" გამთამაშებელმა ჩონსი ბილაპსმა სამომავალო გეგმები გაუმხილა ჟურნალისტებს.

"იმედი მაქვს, NBA-ში კიდევ ოთხ სეზონს გავატარებ, თანაც უბრალოდ მოვალეობის მოხდა არ მსურს - უნდა გავიმარჯვო და საუკეთესო ვიყო, - ამბობს ვეტერანი კალათბურთელი. - კარიერის დასრულებას "დენვერში" ვამჯობინებ".

ბილაპსის კონტრაქტი "ნაგეტსთან" კიდევ ორ წელზეა გათვლილი. მომავალი სეზონი მე-14 იქნება ამ კალათბურთელისთვის. შარშან ბილაპსის სტატისტიკა 19.5 ქულასა და 5,6 შედეგიან პასს უდრიდა.

ტორენსი სიკვდილის პირას

თელ-ავივის "მაკაბის" ამერიკელი კალათბურთელის მაიკლ ტორენსის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. 21 წლის გამთამაშებელმა ბოლო ვარჯიშზე გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის კრიტიკულ სიტუაციაში რეანიმაციაში გადაიყვანეს.

ალაბამას უნივერსიტეტის ყოფილმა კალათბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც აჩვენა, რომ მაიკლს გული აქვს გადიდებული. ტორენსის ოჯახი უარს ამბობს კომენტარზე.

ლელო

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...