„მანჩესტერ სიტის“ 27 წლის არგენტინელი ფეხბურთელი, კარლოს ტევესი კლუბის ნებართვის გარეშე სამშობლოში წავიდა

„მანჩესტერ სიტის“ 27 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა, კარლოს ტევესმა კლუბის ნებართვის გარეშე ქუდი დაიხურა და სამშობლოში წავიდა. არადა, ისტლენდელებს ყოფილი კაპიტანი იმ დილით ვარჯიშზე ჰყავდათ დაბარებული.

მოგეხსენებათ, კლუბმა ფეხბურთელს მწვრთნელთან, რობერტო მანჩინისთან ცნობილი კონფლიქტის გამო ხელფასიდან 400 ათასი ფუნტი (თავდაპირველად 800 ათასზე იყო ლაპარაკი, მაგრამ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ გაანახევრებინა) დაუქვითა. ამ ჯარიმის გადახდას ტევესი, ყველასთვის მოულოდნელად, დაყაბულდა. ხალხს ეგონა, რომ ამის მერე საქმე ურთიერთობების დათბობისკენ წავიდოდა, მაგრამ უცნაურმა ადამიანმა დაუყოვნებლივ ახალ შარში გაჰყო თავი.

სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ ტევესმა „სიტის“ ოფისს რამდენჯერმე სთხოვა არგენტინაში წასვლის ნებართვა. როგორც იცით, ახლა სანაკრებო დღეებია და პრემიერლიგა მომდევნო კვირის უქმეებამდე ისვენებს, თუმცა, ოფისიდან თავდამსხმელს ყველა თხოვნაზე უარი შემოუთვალეს. რასაკვირველია, „სიტის“ უარი არგუმენტირებული იყო - მართალია, მანჩინიმ ფეხბურთელები გაუშვა, მაგრამ ტევესს დიდი ხანია არ უთამაშია და მწვრთნელები სანაკრებო წყვეტის პერიოდში მასთან ფიზიკურ მომზადებაზე აპირებდნენ მუშაობას. კლუბის პრეს-მდივანმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

„კარლოსი არგენტინაში ბოლო მოგზაურობის შემდეგ თამაშისთვის ფიზიკურად აღარ იყო მზად და მწვრთნელებმა მას და ფეხბურთელთა ერთ ჯგუფს საგანგებო პროგრამა შეუდგინეს. სამშაბათი დასვენების დღე იყო, ოთხშაბათიდან კი ყველა წვრთნას უნდა შედგომოდა“.

ჯგუფში, რომელიც პრეს-მდივანმა ახსენა ის ფეხბურთელები შედიან, რომლებსაც პრემიერლიგის შეხვედრებში რეგულარული თამაში არ უწევთ. ფიზიკური ფორმის გაძლიერებაზე მუშაობს მაიკლ ოუენიც. ბუენოს-აირესში ჩასულ ტევესს კი აეროპორტში ჟურნალისტები დახვდნენ. ფეხბურთელმა უთხრა: „მე აქ, ცოტა ხნით, დასასვენებლად ჩამოვედი“.

„მანჩესტერ სიტის“ კიდევ ერთი ფეხბურთელისთვის მოუხდა ხელფასის დაქვითვა. ლაპარაკია 30 წლის კოტ დ’ივუარელ კოლო ტურეზე. კლუბმა ის, მისი ხელფასიდან გამომდინარე, მაქსიმალურად დასაშვები თანხით, 720 ათასი ფუნტით დააჯარიმა. ჯარიმის გადახდას ფეხბურთელი დათანხმდა. მოგეხსენებათ, ტურე დოპინგის მიღებისთვის ექვსი თვით გახლდათ დისკვალიფიცირებული და მისი დანაშაულიც ეს არის.

ამ საკითხთან დაკავშირებით კლუბმა განცხადება გაავრცელა:

„საერთაშორისო სადისციპლინო წესების შესაბამისად „მანჩესტერ სიტი“ თავის ფეხბურთელ კოლო ტურეს ექვსი კვირის ხელფასით აჯარიმებს. კოლო ჯარიმას სამართლიანად მიიჩნევს, კლუბში რჩება და მთელი ყურადღება პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატზე გადააქვს“.

საინტერესოა, რომ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გორდონ ტეილორმა ტურეს დაჯარიმების დრომ დააეჭვა - ფეხბურთელს დისკვალიფიკაციის ვადა ხომ სექტემბერში გაუვიდა. მეორე მხრივ კი, თურმე, საქმის განხილვა ორჯერ გადადებულა - ვისაც ჯერ არს არ ეცალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა