„ასტონ ვილას“ ფორვარდმა დარენ ბენტმა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები აქო და ადიდა
27 წლის ესპანელ ვარსკვლავ ფერნანდო ტორესს „ლივერპულიდან“ „ჩელსიში“ 50 მილიონ ფუნტად გადასვლის შემდეგ - ეს ამბავი იანვარში მოხდა - სულ სამად სამი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ „ასტონ ვილას“ ფორვარდ დარენ ბენტს, რომელიც ასაკით ტორესის ტოლია, ის მაინც პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად მიაჩნია.

მოგეხსენებათ, ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები შაბათს, „უემბლიზე“, ამხანაგურ მატჩში ხვდებიან ერთმანეთს.

ბენტმა, რომელიც ფაბიო კაპელომ ამ შეხვედრისთვის გამოიძახა, თქვა:

„ტორესი პრემიერლიგის საუკეთესო თავდამსხმელად მიმაჩნია. როდესაც ფორმაშია, მისი მჯობნი არავინ არის. მე მის ფეხბურთს თვალს მადრიდის „ატლეტიკოდან“ ვადევნებ. რეგულარულად ვუყურებდი, როდესაც „ლივერპულში“ გამოდიოდა და დღეს, „ჩელსიშიც“ ყურედღებით ვაკვირდები მის თამაშს. შესაძლოა ვინმემ ტორესის მიერ „ბლექბერნთან“ აცილებული ბურთი გაიხსენოს. ამის მიუხედავად, ის მაინც ყველას სჯობს.

ფერნანდო სწრაფია, მძლავრი, ბურთს საუცხოოდ ფლობს და კარშიც ორივე ფეხითა და თავით ურტყამს“.

თუმცა, დარენ ბენტს ესპანეთის ნაკრებში მხოლოდ ტორესი როდი მოსწონს. ის მსოფლიოს ჩემპიონთა ყველა ფეხბურთელს ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს:

„ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებიდან ვინც გნებავთ დაასახელეთ, მსოფლიო კლასისაა. გაიხსენეთ 2002 წლის ბრაზილია. იქაც იგივე იყო. მათ ჰყავდათ რომარიო, რონალდინიო, რონალდო... ესპანელებს ჰყავთ ტორესი, ხუან მატა, დავიდ სილვა...

შაბათის ამხანაგური შეხვედრა ჩვენთვის დიდი გამოცდაა, მაგრამ გპირდებით, რომ მოწინააღმდეგეს მშვიდად თამაშის საშუალებას არ მივცემთ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა