"ლივერპულის" 29 წლის მეკარე, ესპანელი პეპე რეინა ამბობს, რომ მისი ქვეყნის ნაკრების მიბაძვა შეუძლებელია
"ლივერპულის" 29 წლის მეკარე, ესპანელი პეპე რეინა ამბობს, რომ მისი ქვეყნის ნაკრების მიბაძვა შეუძლებელია. ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია, მისმა საბაზისო გუნდმა, "ბარსელონამ" კი ექვს წელიწადში სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. კერძოდ, რეინამ, რომელიც შაბათს, "უემბლიზე" დანიშნული ამხანაგური შეხვედრისთვის გამოძახებულია, თქვა:

"ჩვენ დიდებული თაობა გვყავს. მოხდა ისე, რომ ქვეყანაში დაახლოებით ერთი ასაკის ბევრი საუცხოო ფეხბურთელი დაგროვდა. ამბობენ, რომ არიან გუნდები, რომლებიც ჩვენს მიბაძვას ცდილობენ, მაგრამ ეს შეუძლებელია. ამას შესაფერისი მენტალიტეტი სჭირდება და, რაც მთავარია, მე არსად მეგულება იმ დონის მოთამაშეები, როგორებიც ესპანეთის ნაკრებს ჰყავს".

შეგახსენებთ, რომ რეინა მეკარე მამამისის, მიგელ რეინას წაბაძვით გახდა. მამა 1960-70-იან წლებში "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" კარს იცავდა. სხვათაშორის, ბოლო დრომდე, მის მიერ "ბარსაში" დამყარებულ რეკორდს - 824 წუთი გაშვებული გოლის გარეშე - ვერავინ უახლოვდებოდა, მაგრამ გასულ კვირაში ის ვიქტორ ვალდესმა დაამხო. ცნობისათვის: ვალდესი რეინასა და იკერ კასილიასთან ერთად შაბათს "უემბლიზე" იქნება.

რეინას ესპანეთის ნაკრებში 2005 წლის აგვისტოს შემდეგ იძახებენ, თუმცა კასილიასის დიდებული თამაშის გამო 6 წელიწადში მხოლოდ 23 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2008 წელს, როდესაც ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა, რეინამ შეჯიბრების მხოლოდ ერთ შეხვედრაში ითამაშა, ხოლო 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ის მოედანს საერთოდ არ გაკარებია.

რეინამ თქვა: "როდესაც ნაკრებში მიძახებენ, მოგების წყურვილით ვენთები. ინგლისის ნაკრებთან შეხვედრა კი ყოველთვის განსაკუთრებულია. ჩვენს ეროვნულ გუნდს 23 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ მათგან მოედანზე მხოლოდ 11 გადის. ამიტომაც, როდესაც ბედი გიღიმის და თამაშის შანსი გეძლევა, უნდა გამოიყენო. ჩემთვის ნაკრების წევრობა უდიდესი სიამოვნებაა. ჩვენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები ვართ, ხოლო იყო იმ ნაკრების წევრი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტუტულს ფლობს, რა თქმა უნდა, ბედნიერებაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად