საქართველოს ნაკრების მეკარის თქმით, ხელფასის აღება და უთამაშებლობა მისთვის მიუღებელია
"ლელო" უკვე წერდა, რომ მახაჩყალის "ანჟისა" და საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი "კრასნოდარში" გადავიდა.

დაღესტნელთა გენერალურმა დირექტორმა გერმან ჩისტიაკოვმა "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში თქვა, რომ რევიშვილს ახალ კონტრაქტს და გაორმაგებულ ხელფასს სთავაზობდნენ, მაგრამ დარჩენა იუარაო.

"რევიშვილმა თავისი გზა აირჩია, რისი სრული უფლებაც ჰქონდა - კლუბთან მოქმედი კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება.

ყველაფრისთვის, რაც "ანჟისთვის" გაუკეთებია, მადლიერები ვართ და წარმატებულ კარიერას ვუსურვებთ. თუმცა გვაოცებს ის, რომ რევიშვილის გადაწყვეტილების შესახებ ნუკრის ახალი კლუბისგან შევიტყვეთ და არა თავად მისგან. მაგრამ "ანჟის" მეკარის საკითხი არ აღელვებს, რადგან რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ვლადიმირ გაბულოვი შევიძინეთ", - განაცხადა ჩისტიაკოვმა.

ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ჩამოსულ რევიშვილს გუშინ ველაპარაკეთ.

- ჩისტიაკოვის ინტერვიუში გაღიზიანება იგრძნობოდა. ერთი ვერ გავიგეთ, გაბულოვი იმიტომ ჩაიყვანეს "ანჟიში", რომ შენ გადახვედი "კრასნოდარში", თუ მისმა ყიდვამ გადაგადგმევინა ეს ნაბიჯი?

- ჯერ მე გავაფორმე "კრასნოდართან" კონტრაქტი, მერე კი ორი რუსი მეკარე მოიყვანეს. მე ხომ მანამდე ვიცოდი, რომ მომავალი წლიდან რუსეთის პრემიერლიგაში ახალი დებულება ამოქმედდება და ლეგიონერებზე ლიმიტის გამო "ანჟიში" უშანსოდ ვრჩებოდი.

- ლეგიონერების ნაკლებობა არც "კრასნოდარშია".

- "ანჟიში" უფრო ბევრი ლეგიონერია, "კრანსოდარში" კი მეტი რუსი ჰყავთ და თამაშის მეტი შანსიც მექნება.

- ანუ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო.

- ფაქტობრივად, ასეა, თანაც, "ანჟიში" დარჩენის საფასურად გაორმაგებულ ხელფასს მპირდებოდნენ, მაგრამ მხოლოდ ხელფასის აღება და უთამაშებლობა ჩემთვის მიუღებელია, უნამუსობაც კი გამოდიოდა. მე თამაში მინდა და არა მხოლოდ კარგი ხელფასი, რადგან, უპირველესად, ნაკრების ფაქტორს ვითვალისწინებდი - ეროვნულ გუნდს უთამაშებელი მეკარე არ სჭირდება. სხვათა შორის, სხვა ვარიანტებიც მქონდა.

- მათ შორის, კიევის "დინამოც".

- შესაძლოა, ამაზე კლუბები ლაპარაკობდნენ, პირადად მე კი არავინ დამკავშირებია. მოკლედ, ახლა "კრასნოდარი" ვამჯობინე და გამართლებული იყო თუ არა ჩემი ნაბიჯი, დრო გამოაჩენს.

- ევროპული კლუბებიდან წინადადება არ გქონია?

- არანაირი, თორემ ძლიერ ევროპულ ლიგაში ძალების მოსინჯვა ჩემი ოცნებაა.

ჩისტიაკოვმა კიდევ ერთხელ წამოატივტივა ნუკრი რევიშვილის მენეჯერის, რუსეთში მოსაქმიანე მამუკა ჯუღელის თემა. ჩისტიაკოვი ამბობს, საქმეში ჯუღელიც ჩაერია, მაგრამ, რევიშვილისთვის ხელფასის გაორმაგების პარალელურად, მისთვის თანხის გადახდა მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთო.

შეგახსენებთ, რომ ახლახან "სპორტ-ექსპრესი" ამტკიცებდა, საქართველოს ნაკრების მეკარის "კრასნოდარში" გადასვლით ჯუღელმა ნახევარი მილიონი ევრო მოიგოო.

რევიშვილს ამის თაობაზეც ვთხოვეთ კომენტარი:

- საიდან იციან, ჯუღელი ნახევარ მილიონს იღებს, მილიონს თუ საერთოდ არაფერს. აქ მთავარი ისაა, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა. საერთოდ, ბოლო დროს ჯუღელს ძალიან უკირკიტებენ. მსგავსი ინფორმაცია სხვა ტრანსფერებზე არ გამოუქვეყნებიათ და ვერ გავიგე, მამუკას რას ერჩიან?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha
Werner არა ფეხბურთის გესმის, 1 თამაში თუ მაინც გინახავს ნუკრისი ანჟიში ნათამაშები? : ) ხო ხო თუ არ გაარტყა ვერ იღებს ბურთებს.. მართალი ხარ, გეტყობა ჩახედილი ხარ საფეხბურთო ციებ ცხელებაში ) და ეს ბიჭი არის ქართველი პატრიოტი !
guram dinamo
რევო კაცი ხარ კაცური,სწორი გადაწყვეტილებაა,შენ ნაკრებს სჭირდები.
Werner
shoda ქართველობა არაფერ შუაშია ამაზე საზიზღარი მეკარე მე არ მინახია ზედ თუ არ გაარტყა თავდამსხმელმა ბურთი ისე ვერ იღებს ვერაფერს და ანჟის რა ფინანსები და და ამბიციები აქვს ეგ კარგად ვიცით ყველამ,ეტო'ო ჯუჯაკი ჟირკოვი და რავი ვინ აღარ იყიდეს და სერიუზული გუნდის აშენება უნდათ შესაბამისად რევიშვილიც მოიშორეს რა,გაბულოვი უკეთესი მეკარეა + რუსეთის მოქალაქეა (რუსეთის ჩემპიონატში 6ზე მეტი "არარუსი" არ შეიძლება რო სასტარტოში იყოს)
shoda
იმას ერჩიან, რომ ქართველია!!!!
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...