"ვოლგას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გუნდში ქართველების დაჯგუფების არსებობა უარჰყო
რუსულმა ვებ-გვერდმა "სპორტს.რუმ" ამჟამად უსაქმოდ მყოფ მწვრთნელთან, ომარ თეთრაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, თეთრაძე ბოლოს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" წვრთნიდა, სადაც ქართველი ლეგიონერები მრავლად იყვნენ.

შარშან სწორედ მის ხელში შეძლო "ვოლგამ" რუსეთის პირველი ლიგიდან პრემიერლიგაში აღზევება, სადაც გუნდმა, დებიუტანტის კვალობაზე, სასტარტო მატჩებში არცთუ ურიგო შედეგები აჩვენა, თუმცა ასე არ ფიქრობდა კლუბის ხელმძღვანელობა, რომელმაც თეთრაძის დათხოვნა გადაწყვიტა.

"ვოლგას" მდგომარეობა თეთრაძის წასვლის შემდეგ თუ არ გაუარესებულა, აშკარად არ გაუმჯობესებულა. კლუბი მალევე დატოვა ვოლგელთა მთავარმა მეგოლემ, თავის დროზე თეთრაძის ინიციატივით მიყვანილმა ოთარ მარცვალაძემ, გუნდის დანარჩენი ქართველები კი, ახალი მთავარი მწვრთნელის დმიტრი ჩერიშევის ხელში, სხვადასხვა მიზეზებით, ძირითად გუნდში უფრო და უფრო იშვიათად ჩნდებოდნენ. სულ ახლახან კლუბის მესვეურებმა გოგუას, სალუქვაძისა და ხოჯავას ტრანსფერზე დაყენებაც გადაწყვიტეს.

ინტერვიუში ომარ თეთრაძემ მრავალ საკითხზე ისაუბრა, ჩვენ იქიდან კი ის მონაკვეთები "ამოვჭერით", რომელიც ქართველი მკითხველისთვისაა საინტერესო.

- რუსეთის პრემიერლიგაში მწვრთნელთა დათხოვნა მრავლად იყო, თუმცა ყველა მათგანი მოსალოდნელი არ ყოფილა - მაგალითად, თქვენ "ვოლგაში" დაკისრებულ ამოცანას თავს ართმევდით.

- ასეთ დროს ყველაფერი გუნდის შედეგებითაა ხოლმე განპირობებული.

- მაგრამ, თქვენ ხომ შედეგს აჩვენებდით?

- ზოგადად, მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დათხოვნა - ძალიან უსიამოვნო პროცედურაა, მაგრამ ამას კლუბის პრეზიდენტი წყვეტს და პასუხისმგებელიც ისაა. ავიღოთ ჩემი მაგალითი - რაც არ უნდა თქვან, ბოლო ტურებში შედეგები არ გვქონდა. არავის აინტერესებს, რა გვიშლიდა ხელს და ა.შ. ფაქტი ისაა, რომ შედეგი არ იყო.

- და მაინც, იქნებ ახლა გვითხრათ, ბოლო მატჩებში რატომ არ გქონდათ შედეგები?

- მოდით, ნუღარ დავუბრუნდებით ამ საკითხს. მე ეს უკვე დავივიწყე. იყო შეცდომები და მე მათ მომავალში აღარ დავუშვებ.

- "ვოლგადან" თქვენი დათხოვნის შემდეგ კოლექტივში არსებული არაჯანსაღი ატმოსფეროს შესახებ საუბრობდნენ. ამბობდნენ, რომ გუნდში ქართველ ფეხბურთელებს თავიანთი დაჯგუფება ჰქონდათ. მართლა ასე იყო?

- არა, მსგავსი პრობლემა არ ყოფილა. სანამ ჩემპოინატისთვის კისლოვოდსკში ვემზადებოდით, ყველაფერი ნორმალურად იყო. პრობლემები მაშინ წარმოიშვა, როდესაც ნიჟნი ნოვგოროდში გადავინაცვლეთ. მე ვარჯიშების ჩატარებას კისლოვოდსკში კიდევ ერთი თვის განმავლობაში ვითხოვდი, მაგრამ პრეზიდენტმა უარი მითხრა. ნიჟნიში ამინდი არ გვაძლევდა გუნდის მომზადების საშუალებას. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი პრობლემები.

რაც შეეხება დაჯგუფებებს გუნდში, მსგავსი რამ არასდროს ყოფილა. დამიჯერეთ, ამ მხრივ ყველაფერი კარგად იყო.

- ზაფხულში "ვოლგა" ოთარ მარცვალაძემ დატოვა. რით ახსნით იმას, რომ ოთარი ვერ გახდა "კრასნოდარის" ძირითადი მოთამაშე?

- მიმაჩნია, რომ "ვოლგას" მარცვალაძე არ უნდა გაეშვა. მას გუნდში დიდი როლი ჰქონდა დაკისრებული. როგორც ხედავთ, ისეთი თავდამსხმელი, როგორიც ოთარია, "ვოლგამ" ვეღარ მოიძია.

რაც შეეხება მარცვალაძესა და "კრასნოდარს", მოსალოდნელიც იყო, რომ ოთარი ძირითადის მოთამაშე მაშინვე არ გახდებოდა. "კრანსოდარს" ხომ უკვე ჰყავდა შეთამაშებული გუნდი, რომელიც შედეგსაც აჩვენებდა. ვფიქრობ, ოთარს დრო სჭირდება.

კრასნოდარში გატარებული ნახევარი წელი მარცვალაძისთვის გუნდთან ადაპტაციისთვის საკმარისი უნდა იყოს და იმედი მაქვს, მომავალ სეზონში ის უკვე გუნდის ლიდერად მოგვევლინება.

- "ვოლგადან" "კრასნოდარში" გადასვლა მარცვალაძის კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია?

- დიახ. ნიჟნი ნოვგოროდში მრავალი ადმინისტრაციული ხასიათის პრობლემაა. გუნდს არ აქვს ბაზა. ჩვენ ორჯერად რეჟიმში ვვარჯიშობდით, მოთამაშეები მოდიოდნენ სავარჯიშოდ, შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ, შემდეგ ისევ მოდიოდნენ. თანაც, ქალაქში მუდმივად საცობებია.

კრასნოდარში ამ მხრივ ყველაფერი მოწესრიგებულია - ბრწყინვალე ინფრასტრუქტურა, კარგი სავარჯიშო პირობები. ერთი სიტყვით, ფეხბურთელის პროფესიული ზრდისთვის "კრასნოდარს" ყველაფერი აქვს. ვფიქრობ, ოთარისთვის ეს ტრანსფერი წარმატებულია.

- ამჟამად თავად რას საქმიანობთ? მოგენატრათ მწვრთნელობა?

- ვისვენებ, თუმცა რუსეთის ჩემპიონატს თვალს ვადევნებ. ასეთია ჩვენი სამუშაო - მუდმივ ძიებაში უნდა ვიყოთ.

სამუშაო, რა თქმა უნდა, მომენატრა. როგორც იტყვიან, დრო ყველაფრის მკურნალია... და ველი წინადადებებს კლუბებისგან.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა