11-12 ნოემბერს, სამოას დედაქალაქ აპიაში გასამართ მსოფლიოს თასზე ქართველებიც იასპარეზებენ
11-12 ნოემბერს სამოას დედაქალაქ აპიაში ძიუდოისტთა მსოფლიოს თასი გაიმართება, რომელშიც ორი ქართველიც მიიღებს მონაწილეობას - ნუგზარ ტატალაშვილი (73) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81).

წლეულს ჩვენები მხოლოდ ორ ტურნირში გეგმავდნენ გამოსვლას - ამსტერდამსა და ტოკიოში, ძიგორო კანოს მემორიალზე, შორეულ სამოაში წასვლა კი იმიტომ გადაწყდა, რომ ჩვენი ნაკრების ავსტრიელი თავკაცი პეტერ ზაიზენბახერი აპიაში მწვრთნელთა კემპზე მიიწვიეს და შეგირდთა წაყვანაც მას შემდეგ გადაწყვიტა, რადგან ეს შეჯიბრებაც სალიცენზიო სტატუსისაა.

ამ დუეტს ქულები სჭირდება - ჭრიკიშვილი სალიცენზიო 22-კაციან სიაში კი შედის, მაგრამ ქულათა მარაგის შევსება არ აწყენს, თან სატურნირო პრაქტიკაც სჭირდება, ტატალაშვილის ოლიმპიურ შანსებს კი ჯერაც საფრთხე ემუქრება. ამიტომ გადაწყვიტეს მათი იქ წაყვანა იმის მიუხედავად, რომ ძალზე შორი გზა ჰქონდათ გასავლელი და გადაჯდომაც ბევრგან დასჭირდათ.

ტურნირი ცოტა უჩვეულო ვადებში ტარდება - არა ტრადიციულად შაბათ-კვირას, როგორც მსგავს შეჯიბრებათა აბსოლუტური უმეტესობა, არამედ - პარასკევსა და შაბათს. უცნაურია ჩატარების ფორმატიც, რადგან უკუღმა ტარდება - პარასკევს ზედა ოთხი წონითი კატეგორიის ფალავნები იჭიდავებენ ანუ 81-დან დაწყებული, +100-ით დამთავრებული, შაბათს კი - მჩატეწონოსნები იასპარეზებენ.

სამოას შემდეგ ეს დუეტი ამსტერდამში გადაფრინდება, სადაც 19-20 ნოემბერს "დიდი პრიზის" ტურნირი ტარდება. იქ ჩვენი გუნდის სხვა წევრებიც გამოვლენ, მაგრამ მათი ვინაობა ამ დღეებში დაზუსტდება. ამას საქართველოს ჩემპიონატი მოჰყვება, სეზონის ბოლო შეჯიბრება კი 9-11 დეკემბერს ტოკიოში გასამართი ძიგორო კანოს მემორიალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა