სავარაუდოდ, სულ მალე ცნობილი იქნება - გაიმართება თუ არა NBA-ში 2011-12 წლების სეზონი
უახლოესი რამდენიმე საათი გადამწყვეტი უნდა გახდეს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. სავარაუდოდ, სულ მალე ცნობილი იქნება - გაიმართება თუ არა NBA-ში 2011-12 წლების სეზონი.

გუშინ, გვიან ღამით იწურებოდა ლიგის ხელმძღვანელთა ულტიმატუმის ვადა. მოთამაშეთა პროფკავშირი უნდა დათანხმებულიყო საერთო შემოსავლიდან 51-პროცენტიან წილს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბების მფლობელთა მომავალი პოზიცია მაქსიმალურად გამკაცრდება და მოთამაშეებს 47-პროცენტიანი წილის იმედი თუ ექნებათ. ეს კი, თავის მხრივ, მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლასა და მომავალი სეზონის მთლიანად გაუქმებას გამოიწვევს.

და ბოლო ინფორმაციების თანახმად, როგორც ჩანს, ყველაფერი სწორედ აქეთკენ მიდის. მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის წინ, შეხვედრა გამართეს პროფკავშირის წევრებმა, რომლებმაც ლიგის კომისრის დევიდ სტერნის ულტიმატუმი განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ პროფკავშირების ლიდერებმა დერეკ ფიშერმა და ბილი ჰანტერმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც გამოაცხადეს, რომ მათ კალათბურთელებისგან მკაფიო მითითება მიიღეს - არ დათანხმდნენ კლუბების მფლობელთა ახალ წინადადებას. ამასთან, მოთამაშეებს სურთ დასკვნითი მოლაპარაკებების წინ, კიდევ ერთი შეხვედრა გამართონ NBA-ის კომისართან დევიდ სტერნთან.

თავის მხრივ, სტერნი მაშინვე გამოეხმაურა პროფკავშირების ბოლო განცხადებას:

"ვფიქრობ, მფლობელების ბოლო წინადადება სავსებით დამაკმაყოფილებელია. და თუ მოთამაშეებს რაციონალურად აზროვნება შეუძლიათ, მაშინ უარი არ უნდა თქვან ამაზე. მათი მხრიდან სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ გაწელილი მოლაპარაკებები რაიმე დივიდენდებს მოუტანს მათ მხარეს - ყოველდღიურად სიტუაცია სულ უფრო და უფრო უარესი ხდება".

მანამდე კი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავებმა მემფისში მორიგი საჩვენებელი შეხვედრა გამართეს, რომელიც "გრიზლისის" ლიდერის რუდი გეის მიერ იყო ორგანიზებული. ლებრონ ჯეიმსის გუნდმა 158:151 დაამარცხა გეის გუნდი.

თავად რუდიმ 45 ქულა დააგროვა, ლებრონის ანგარიშზე კი 43 ქულა მოდის. მატჩში მონაწილეობა მიიღეს ჯოშ სელბიმ, კევინ დურანტმა, ტერიკო უაიტმა, ტაირიკ ევანსმა, კაილ ლოურიმ, რონი ბრიუერმა, ჯარეტ ჯეკმა და ლიგის სხვა კალათბურთელებმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად