2 აგვისტოს, შესარჩევი ეტაპის სადებიუტო ტურში საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან მოხსნებისასაც იფრინა, ტემპის მომატებაც კარგად გამოსდიოდა, შორეული ტყორცნებისასაც ყველაფერი წეს-რიგში იყო, საშუალო და ახლო მანძილიდან სროლებისასაც...

2 აგვისტოს, შესარჩევი ეტაპის სადებიუტო ტურში საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან მოხსნებისასაც იფრინა, ტემპის მომატებაც კარგად გამოსდიოდა, შორეული ტყორცნებისასაც ყველაფერი წეს-რიგში იყო, საშუალო და ახლო მანძილიდან სროლებისასაც.

20 აგვისტოს ბელგიასთან... ზემოთ რაც ჩამოვთვალეთ, ანტონიმები მივუწეროთ - სწორედ ისე ითამაშა ჩვენმა ნაკრებმა.

რა იყო ასეთი წაგების მთავარი მიზეზი? 23 ქულის სხვაობით დამარცხების შემდეგ აშკარაა უამრავი კომპონენტი, რასაც შეიძლება მატჩის წაგება დააბრალო. მაგრამ ყველა მათგანს კონტრკითხვა მაინც დაესმის - 2 აგვისტოს თუ გუნდურად თამაშობდნენ? 2 აგვისტოს თუ დაცვა წესრიგში იყო? და ა.შ... კონტრკითხვა ერთ ფაქტს ვერაფერს დააკლებს - დაღლას. პოლონეთთან გუნდი პირველ მატჩს დასვენებული შეხვდა, ხოლო 20 აგვისტოს ძალიან დაღლილი: 12 დღეში 4 მატჩის ჩატარება ხომ დიდ ენერგიას მოითხოვს, რასაც აღდგენა სჭირდება. ღამისთევით და თვითმფრინავ-ავტობუსში ჩასხდომა-გადმოსვლით ძალის აღდგენა წარმოუდგენელია.

ენერგიის ნაკლებობა კი სროლის სიზუსტესაც აქვეითებს, ბრძოლისუნარიანობასაც და სისწრაფესაც. ზოგმა თქვა - ბელგია დაღლილი არ იყოო? ბელგიას იდეალური კალენდარი ერგო: საქართველოს ნაკრებთან ორივე მატჩს დასვენებული შეხვდა და სწორედ ჩვენთან მოგებებით გადაწყვიტა ჯგუფიდან გასვლის საკითხი: 2 აგვისტოს არ უთამაშია და 5-ში პოლონეთთან ნაბრძოლი და ნამგზავრი საქართველო მიიღო, ხოლო 20 აგვისტოს თბილისში ექვსი დღის დასვენებული ჩამოვიდა მაშინ, როცა ქართველებს 9 დღეში 3 ურთულესი მატჩი ჰქონდათ ჩატარებული.

სხვათა შორის, ბელგიამ ჩვენსავით სამი თამაში რომ მიაბა, მერე ჩავიდა პოლონეთში და 20 ქულით წააგო. მაშინ ბელგიელმა აქსელ ერველემ მარცხი სწორედ დაღლილობას დააბრალა.

გავიხსენოთ ისიც, რომ პოლონეთმა 5 დღის დასვენებულ ბულგარეთთან სამი პერიოდი გაძლო, მეოთხეში კი ძალა აღარ ეყო და მანამდე მოპოვებული 11-ქულიანი ფორა გაანიავა.

ფიბა-ევროპის მაღალჩინოსნებს შესარჩევი ტურნირის კალენდრის შედგენისას თავში, ალბათ, ლიმონი უტრიალებდათ - 27 დღეში 8 მატჩის შემდეგ ხომ ნებისმიერი კალათბურთელი ლიმონივით გამოიწურება... სწორედ ამიტომ ხუთდღიანი დასვენება ნებისმიერ გუნდს დიდ უპირატესობას აძლევს. თუ არ გჯერათ, კითხვა განაგრძეთ.

რადგან ჯგუფები ხუთგუნდიანია, თითო ტურში ერთი ნაკრები ისვენებს. ჩვენს ქვეჯგუფში ჯერ ბელგიამ დაისვენა, შემდეგ ბულგარეთმა, საქართველომ, პოლონეთმა, პორტუგალიამ... ჰოდა, პორტუგალიის გარდა ხუთდღიანი შესვენება ყველას წაადგა: წინა ტურში დასვენებულმა ბელგიამ საქართველოს მოუგო (ორჯერ), ასევე დასვენებულმა ბულგარეთმა - პოლონეთს, საქართველომ - პორტუგალიას, პოლონეთმა - ბელგიას.

დღეს "ხუთდღიანი" ბულგარეთი პორტუგალიამოვლილ პოლონეთს ესტუმრება და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ შინ ორი ქულით გაბრუნდება.

გგონიათ, რადგან ყველაზე თანაბარი გუნდები ჩ ჯგუფში შეიკრიბნენ, იმიტომ იძენს დასვენება დიდ მნიშვნელობას? დანარჩენ ორ ჯგუფშიც მსგავსი სიტუაციაა. A-ში დასვენებულმა ისრაელმა ლატვიას მოუგო, ჩერნოგირიამ - იტალიას, ლატვიამ - ფინეთს, იტალიამ - ისრაელს. მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა ჩვენი მოსაზრების საწინააღმდეგო შედეგი, თუმცა ამასაც აქვს თავისი ახსნა: დაღლილი ჩერნოგორია დასვენებულ ფინეთზე ერთი თავით მაღლა დგას, შინაც აჯობა და გარეთაც.

B ჯგუფშიც ექვსიდან ოთხი თამაში დასვენებულმა მოიგო. ერთ შემთხვევაში ბოსნიამ შინ დასვენებულ უკრაინას აჯობა, ხოლო ბრიტანეთმა ასევე შინ - უნგრეთს. თუ ექვსდღიანი პაუზა არაფერ შუაშია, მაინცდამაინც დასვენებულ აუტსაიდერ უნგრეთთან რატომ გაუჭირდა უძლეველ ბრიტანეთს? ალბიონელებმა მადიარებს რის ვაი-ვაგლახით მოუგეს - 66:64.

ბოლოს საერთო სტატისტიკას გადავხედოთ: დასვენებულებმა 18 მატჩიდან 13 მოიგეს. დასვენებამ ვერაფერი უშველა აუტსაიდერებს - ფინეთს (ორჯერ), უნგრეთს, უკრაინასა და პორტუგალიას.

შესარჩევი ტურნირის ფორმატი რომ გამოქვეყნდა, სპეციალისტებმა აღნიშნეს - ვინც ამ მომქანცველ მარათონს ბოლომდე გაუძლებს, ჯგუფიდანაც ის გავაო. საქართველოს ნაკრები შუაში დაიღალა, თუმცა დროულად წამოეწია ხუთდღიანი შესვენება და იმედი დავიტოვოთ, რომ დარჩენილ ორ მატჩს აღმავლობით ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
ეგ არაუშავს რო წავაგეთ აბა ზედიზედ ყველა თამაში რო მოიგო ძალიან ძლიერი ნაკერბი უნდა იყო და საუკეთესო მოთამაშეებიც. ჩევნ არ ვართ ძალიან ძლიერები და საუკეთესოები, მაგრამ მე მაინც მჯერა რომ საქართველოს ნაკრები მაქსიმუმს გააკეთებს. მე უკვე კმაყოფილი ვარ მათი თამაშებით.
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"