დორტმუნდის "ბორუსიას" ვარსკლავის აზრით, რეკორდმაისტერი ძალიან ძლიერია და ამ სეზონში პირველობას არავის დაუთმობს
გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა კევინ გროსკროიტცმა მიუნხენის „ბაიერნს“ გერმანიის ჩემპიონატის აშკარა ფავორიტის სტატუსი ჩამოართვა და თქვა, ძალიან კარგ ფორმაში ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავარიულ კლუბს წელსაც გავუწევთ კონკურენციასო.

დორტმუნდის მეორე ვარსკვლავი მარიო გიოტცე კი სხვაგვარად ფიქრობს.

„ბაიერნი“ წელს საოცრად ძლიერია და ჩემი აზრით, მიუნხენელები ამ სეზონში პირველობას ალბათ არავის დაუთმობენ. ცხადია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ტიტული შევინარჩუნოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ძალიან ძნელი იქნება. ვფიქრობ, თუ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებთ, ესეც ძალიან კარგი მიღწევა იქნება,“ - აცხადებს 19 წლის გიოტცე „მიუნხენერ თაგესცაითუნგისთვის“ მიცემუ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს, ბუნდესლიგის მომდევნო ტურში „დორტმუნდი“ „ბაიერნს“ სტუმრობს და სწორედ ამ შეხვედრამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, შეუძლია თუ არა BVB-ს რეკორდმაისტერისთვის კონკურენციის გაწევა.

„გიოტცინიო“ ახლა გერმანიის ნაკრებთან ერთადაა და მოახლოვებული ტესტ-მატჩებისთვის (უკრაინასთან და ჰოლანდიასთან) ემზადება. უკრაინასთან მატჩში ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი მას სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში გაამწესებს და პირველად ათამაშებს მესუთ იოზილთან ერთად.

„გერმანიის ნაკრების თითოეული მატჩი ჩემთვის უდიდესი ზეიმია. თუ მწვრთნელი იოზილთან ერთად მათამაშებს, ძალიან გამიხარდება, რადგან ისევე, როგორც მთელ საფეხბურთო გერმანიას, მეც მაინტერესებს, როგორ გავუგებთ ერთმანეთს მესუთი და მე,“ - ამბობს გიოტცე.

ხსენებულ ინტერვიუში მარიომ იმაზეც ისაუბრა, რომ ამ სეზონში მეტოქე გუნდების მცველები გაცილებით უხეშად ეთამაშებიან:

„წინა სეზონში, ბურთს რომ მივიღებდი, ჩემთან უმეტესად მხოლოდ ერთი მცველი მოდიოდა ხოლმე, ახლა კი ყოველთვის ორი-სამი მცველი მეთამაშება და უმეტესად, ძალიან უხეშად. ჩემს შეჩერებას ნებისმიერი ხერხით ცდილობენ ხოლმე. იმედია, ეს ჩემს დაშავებას არ გამოიწვევს.“

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა