“ინტერნასიონალის” პრეზიდენტის თქმით, ლეანდრო დამიაოში ერთ-ერთი უკრაინული კლუბი 40 მილიონ ევროს იხდის
დონეცკის “შახტარი”აღმოსავლეთევროპულ კლუბებს შორის ყველაზე მდიდარი რომ არის, ეს დიდი ხანია ცნობილია. მართალია კლუბს სარეკორდო ტრანსფერები არასოდეს განუხორციელებია, მაგრამ შემადგენლობის გასაძლიერებლად ნამდვილად დიდ ფულს ხარჯავს.

ამ დღეებში ბრაზილიური “ინტერნასიონალის” პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლეანდრო დამიაო არც “მილანში” გადავა და არც “ტოტენჰემში”, რადგან ერთ-ერთი უკრაინული კლუბი მზადაა, ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაგვიხადოსო.

“არის თუ არა ეს კლუბი “შახტარი”, ვერ გეტყვით, გვთხოვეს, რომ გარკვეულ ეტაპამდე მათი სახელის ხსენებისგან თავი შევიკავოთ. ხომ გესმით, დელიკატური საკითხია. აქედან გამომდინარე ვაცხადებ, რომ დამიაო “მილანში” მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა, თუ “როსონერი” ამაზე მეტ ფულს შემოგვთავაზებს. ჯერჯერობით, ერთადერთი ოფიციალური წინადადება მივიღეთ - უკრაინელებისგან”.

“შახტარის” სატრანსფერო ამბიციები დამიაოთი არ ამოიწურება. დონეცკელებს ბელგრადის “პარტიზანის” 17 წლის ვუნდერკინდის ლაზარ მარკოვიჩის შეძენაც სურთ. თინეიჯერი სერბით “ფიორენტინა” და “ჩელსიც” დაინტერესდნენ. ფლორენციელებს მარკოვიჩის ხელში ჩაგდების ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ, რადგან დონბასელებსა და არისტოკრატებს ფინანსური თვალსაზრისით ისინი კონკურენციას ნამდვილად ვერ გაუწევენ.

ესპანური “მუნდო დეპორტივოს” ცნობით, იტალიელები და ინგლისელები ტრანსფერზე დასალაპარაკებლად ბელგრადს უკვე ეწვივნენ, მაგრამ “პარტიზანის” ხელმძღვანელობას მარკოვიჩის გასხვისებაზე სიტყვის გაგონებაც არ უნდა, მით უფრო, რომ ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება 2016 წელს უმთავრდება.

“შახტარის” კაპიტანით, ხორვატი დარიო სრნათი დაინტერესებას წლების განმავლობაში გამოთქვამდნენ ევროპული გრანდები, ჟურნალისტები განსაკუთრებით ბევრს წერდნენ “ბაიერნის” ინტერესზე, მაგრამ ფეხბურთელს დონეცკიდან წასვლა არასდროს ნდომებია. ამჟამადაც ასეა: უკრაინული პრესა წერს, რომ სრნა კლუბს იანვარში დატოვებს, რადგან მას სარფიან ხელშეკრულებას არაერთი კლუბი სთავაზობსო.

დარიო ისევ უარზეა: “უკრაინამ და “შახტარმა” ძალიან ბევრი მომცეს. მთელ ჩემს წარმატებულ კარიერას ამ კლუბს და ამ მხარეს უნდა ვუმადლოდე, - განუცხადა მან “კიივ სპორტს”. - მე რომ აქ პროგრესის საშუალება არ მქონდეს, ალბათ მართლა წავიდოდი, მაგრამ რატომ უნდა ავიბარგო გუნდიდან, რომელმაც 2 წლის წინ უეფას თასი მოიგო და ლამის ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს? ჩვენ მშვენიერი სტადიონი გვაქვს და კიდევ დიდი ამბიციები. “შახტარი” ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად მიმაჩნია. ამიტომ აქედან წასვლის აზრს ვერ ვხედავ. დარწმუნებული ვარ, რომ კარიერას სწორედ ამ კლუბში დავამთავრებ”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა