ხორვატიის ნაკრების თავკაცი აპირებს თავის ფეხბურთელებს ბიოენერგეტიკული სეანსი ჩაუტაროს
ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი თურქეთის ეროვნულ გუნდთან და სახელოვან გუუს ჰიდინკთან ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის დაპირისპირებამდე მაქსიმალურად ცდილობს საუკეთესო განწყობა შეიქმნას და სამწვრთნელო კარიერის უმთავრეს თამაშებს მობილიზებული შეხვდეს.

ამ მიზნით 5 ნოემბერს ის საშობლოში ბოლო ხანს გაპოპულარულებულ ბიოენერგეტიკოს დენის ბუშელიჩს ესტუმრა. "ბიოენერგეტიკული სეანსის ჩატარება მხოლოდ გარკვეული მანძილიდან არის შესაძლებელი. ხანდახან ის ადამიანის ჯანმრთელობაზე უსაშველოდ ცუდ ზემოქმედებას ახდენს.

სლავენი ჩემთან სწორედ თავისი პრობლემების გამო მოვიდა, ალბათ იცით, რომ მას დიდი ხანია ბარძაყი და ზურგი აწუხებს", - განუცხადა ჟურნალისტებს ბუშელიჩმა. ეს ადამიანი სამშობლოში ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელებს "რეალთან" საშინაო დაპირისპირების წინ სეანსი ჩაუტარა. ვერ გეტყვით, მართლა ახდენს თუ არა ის რამეს ზეგავლენას ადამიანებზე, მაგრამ "დამუხტულმა" დინამოელებმა "რეალთან" მხოლოდ 1:0 რომ წააგეს, ეს ვინმესთვის შეიძლება რაიმეს მთქმელი მართლა იყოს.

ეს ყოველივე ხორვატიის ნაკრებთან დაკავშირებით ლირიკულ გადახვევად მიიღეთ, ახლა კი უშუალოდ ფეხბურთს დავუბრუნდეთ.

შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოტმარ ჰიტცფელდმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფებამდე რამდენიმე დღით ადრე წყვილებს შორის ფავორიტებზე ისაუბრა. მან ხორვატებსა და თურქებს შორის გამარჯვება პირველებს უწინასწარმეტყველა. "ამ გუნდების დაპირისპირება უაღრესად საინტერესო იქნება. ხორვატებს ბევრად უფრო ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც საფეხბურთო კლასს ინგლისში, ესპანეთსა და გერმანიაში იმაღლებენ. თურქები უმთავრესად საშინაო შეხვედრებში არიან სახიფათონი, გასვლაზე კი შედარებით სუსტად გამოიყურებიან. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს ხორვატია მოიპოვებს," – განაცხადა ჰიტცფელდმა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხვალ პირველ შეხვედრას სტამბული უმასპინძლებს, 15-ში კი ეს გუნდები ერთმანეთს ზაგრებში დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა