საბერძნეთში მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა სლოვენიას 3,5:0,5 აჯობა
საბერძნეთში მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე გუშინ საქართველოს ქალთა ნაკრებმა სლოვენიის გუნდს 3,5:0,5 აჯობა.

პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძისა და ანა მუზიჩუკის პარტია ყაიმით დამთავრდა, სამაგიეროდ, მომდევნო სამ დაფაზე წარმატებას მიაღწიეს ლელა ჯავახიშვილმა, ნინო ხურციძემ და სალომე მელიამ, რომლებმაც, შესაბამისად, იანა კრივეცი, ანა სრებრნიჩი და ვესნა როზიჩი დაამარცხეს.

დიდ ინტერესს იწვევდა ერთპიროვნული ლიდერის - რუსეთის ნაკრების და სომხეთის გუნდის შეხვედრა. პირველ-მესამე დაფებზე ელინა დანიელიანი, ლილით მკრტიჩიანი და ლილით გალოიანი ნადეჟდა კოსინცევას, ტატიანა კოსინცევასა და ალექსანდრა კოსტენიუკს დაუზავდნენ.

ნატალია პოგონინამ სომხეთის სახელით მოასპარეზე მარია კურსოვას მოუგო და თავის გუნდს მორიგი გამარჯვება მოუტანა - 2,5:1,5. საფრანგეთი-სერბეთი 3:1 (ნინო მაისურაძემ სერბ ირინა ჩელუშკინას სძლია), ბულგარეთი-გერმანია 2,5:1,5, აზერბაიჯანი-ჩეხეთი 1:3, ჰოლანდია-უნგრეთი 1,5:2,5 (თეა ლანჩავა-ილდიკო მადლი 0,5:0,5). შვიდი ტურის შემდეგ: რუსეთი-13 (19,5), პოლონეთი-11 (18,5), უკრაინა-10 (17,5), საქართველო-10 (17), საფრანგეთი-10 (17), ბულგარეთი-9 (15,5), ჩეხეთი-9 (15,5).

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა გუშინ მონაგარი მხოლოდ ქულით გაიმდიდრა - ხორვატიასთან შეხვედარა ფრედ (2:2) დაამთავრა (ბაადურ ჯობავა-პრვოი სტევიჩი 1:0, ივან სარიჩი-მიხეილ მჭედლიშვილი 1:0, მერაბ გაგუნაშვილი-მლადენ პალაჩი 0,5:0,5, ზორან იოვანოვიჩი-დავით ზარქუა 0,5:0,5). ევროპის ჩემპიონმა აზერბაიჯანელებმა (თეიმურ რაჯაბოვი, ვუგარ გაშიმოვი, შაჰრიარ მამედიაროვი, ელთაჯ საფარლი) ბულგარელებს 3,5:0,5 მოუგეს და 12 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდნენ, რადგან 10-ქულიანმა რუმინელებმა გერმანელებთან მატჩი ფრედ (2:2) დაამთავრეს.

საფრანგეთი-სომხეთი 1,5:2,5, უნგრეთი-სლოვენია 3:1, ჰოლანდია-საბერძნეთი 2,5:1,5, ესპანეთი-რუსეთი 1:3. შეჯიბრების დამთავრებამდე ორი ტურით ადრე: აზერბაიჯანი-12 (18,5), სომხეთი-11 (18), რუმინეთი-11 (17,5), გერმანია-10 (17), უნგრეთი-10 (17), ბულგარეთი-10 (15,5), ჰოლანდია-10 (15,5), საფრანგეთი-9 (16), რუსეთი-9 (16), იტალია-9 (15,5)... საქართველო-7 (17).

დღეს მე-8 ტურში ითამაშებენ: ქალები. რუსეთი-საფრანგეთი, პოლონეთი-ჩეხეთი, საქართველო-ბულგარეთი, უკრაინა-უნგრეთი, სერბეთი-სომხეთი,სლოვენია-რუმინეთი.

ვაჟები. აზერბაიჯანი-გერმანია, სომხეთი-ჰოლანდია, რუმინეთი-უნგრეთი, ბულგარეთი-იტალია, რუსეთი-საფრანგეთი, ავსტრია-საქართველო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად