სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ასაკობრივ ნაკრებებს მხარდაჭერა გამოუთქვა
9 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი სამინისტროში რუმინეთიდან დაბრუნებულ 17 და 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებებს შეხვდა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის 2012 წლის შესარჩევ ეტაპზე ითამაშა და ჩემპიონი გახდა. ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთი 27:6, ბელგია 27:9, ხოლო ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრები 24:3 დაამარცხეს და ელიტარულ გუნდებთან თამაშის უფლება მოიპოვეს. მომავალ წელს პატარა "ბორჯღალოსნები" ევროპირველობის B ჯგუფში, ინგლისის, უელსის და იტალიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდნენ 19-წლამდელთა ნაკრების მორაგბეებიც, მათ ევროპირველობა დამაჯერებლად მოიგეს და მომავალ წელს გასამართი 20-წლამდელთა მსოფლიოს "ალაფის" საგზური დაისაკუთრეს. ქართველმა 19-წლამდელებმა მეოთხედფინალში შვეიცარიას 50:0 მოუგეს, ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს 24:8 აჯობეს, ფინალში კი რუსეთი 20:12 დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ.

ლადო ვარძელაშვილი: " ჩემი თაობა ურთულეს პირობებში ვარჯიშობდა, მას შემდეგ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა და ახლა რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. ეს წარმატება რაგბის კავშირის სწორი და მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რისთვისაც დიდი მადლობა მათ და ორივე ნაკრებს თავდადებული და ლამაზი თამაშისთვის, რითაც მთელი საქართველო გაახარეს. სახელმწიფო რაგბის დახმარების 4 წლიან პროგრამას აგრძელებს და ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება".

გიორგი ნიჟარაძე:" მადლობა მწვრთნელებს, მენეჯერებს, მორაგბეებს და ყველას, ვინც ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. ბიჭებმა ძალიან გულიანი რაგბი ითამაშეს და ყველას დაანახეს, რომ დღეს ევროპაში სხვებზე ერთი თავით მაღლა დგანან. მომავალ წელს

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ელიტარულ გუნდებთან თამაში მოგვიწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 19-წლამდელთა ნაკრები კი მსოფლიოს ალაფაზე ითამაშებს და იქ ჩვენი მიზანი ჩემპიონობა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება იქნება, რაც, ცხადია, რთული ამოცანაა, მაგრამ ჩვენ ამისთვის ბრძოლა ნამდვილად შეგვიძლია".

სამინისტროს პრესსამსახური

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად