ქართველი კალათბურთელის "მაჰრამი" ირანული კლუბია, რომელიც ბოლო ხუთი წელიწადია ქვეყნის ჩემპიონატში პირველობას არავის უთმობს
როგორც მიხვდით "მაჰრამი" საკალათბურთო კლუბია, რომელიც ბოლო ხუთი წელიწადია ირანის ჩემპიონატში პირველობას არავის უთმობს.

იგი წლეულსაც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და ამიტომაც დაიმატა ნიკა ცქიტიშვილი, მარლონ გარნეტი და კრის უილიამსი. ირანის პირველობის გარდა "მაჰრამი" აზიის ჩემპიონთა თასისთვისაც იბრძვის.

რამდენად გამართლებულია საქართველოს ნაკრების ფორვარდის, ნიკა ცქიტიშვილის აზიაში გადასვლა, ძნელი სათქმელია, თუმცა მთავარი არა ჩემპიონატის წარმომავლობა, არამედ სათამაშო პრაქტიკაა. ნიკას ხომ მარტის შემდეგ კლუბში არ უთამაშია - ესპანურ "ლაგუნ აროსთან" კონტრაქტი სწორედ მარტის ბოლოს გაწყვიტა და 2011-12 წლების სეზონშიც დაუგვიანდა კლუბის მოძებნა.

თუმცა, შუალედში, საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტზე იასპარეზა. იყო ლაპარაკი მის რომელიმე ქართულ კლუბში ჩარიცხვაზე, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. გუშინ ისიც წავიკითხეთ, ჯარედ ჰოუმანის გუნდიდან წასვლის შემდეგ ბოლონიის "ვირტუსის" ხელმძღვანელობა ფორვარდის პოზიციაზე ნიკა ცქიტიშვილის კანდიდატურას განიხილავდაო.

ასეა თუ ისე, ნიკა მიმდინარე სეზონს ირანში გაატარებს. შეგახსენებთ, რომ სპარსეთში არაერთ ქართველს უთამაშია: კოტე ტუღუშს, რეზო ათანელიშვილს, ირაკლი სორდიას, მიხეილ ჩიტაშვილს, ვანო აბულაძეს...

ნიკოლოზ ცქიტიშვილი

დაიბადა: 14.04.1983

სიმაღლე: 212 სმ.

ამპლუა: ფორვარდი

გუნდი: მაჰრამი

კარიერა

1997-99 სოხუმი

1999-01 სლოვანი (სლოვენია)

2001-02 ბენეტონი (იტალია)

2002-05 დენვერი (NBA)

2005 გოლდენ სტეიტი (NBA)

2005-06 მინესოტა (NBA)

2006 ფინიქსი (NBA)

2007 კახასოლი (ესპანეთი)

2007-08 ტერამო (იტალია)

2008-09 ფუენლაბრადა (ესპანეთი)

2009 პანიონიოსი (საბერძნეთი)

2009-10 ფუენლაბრადა (ესპანეთი)

2010-11 ლაგუნ არო (ესპანეთი)

2011... მაჰრამი (ირანი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა