ფუიმაონო-საპოლუმ Twitter-ზე არბიტრი ნაიჯელ ოუენსი და მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტი მწვავედ გააკრიტიკა
რაგბის საერთაშოროს საბჭომ (IRB) დაასახელა იმ სამკაციანი კომიტეტის წევრთა ვინაობა, რომელიც სამოას ნაკრების მორაგბის ელიოტა ფუიმაონო-საპოლუს აპელაციას განიხილავს. სხდომაზე, რომელიც ლონდონში 20 ნოემბერს გაიმართება, სამოელის საქცილეზე ლორნ კრერარი (შოტლანდია), გრემ მეუ (კანადა) და ნიკოლას დავიდსონი (ახალი ზელანდია) იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ საპოლუს ახალ ზელანიდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის მსვლელობის დროს ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, ამასთან მას პირობითად ორი წლით აეკრძალა თამაში. ყოველივე ეს სამოელმა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც სოციალურ ქსელ Twitter-ზე არბიტრი ნაიჯელ ოუენსი და მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტი მწვავედ გააკრიტიკა.

სანქციის თანახმად საპულოს ექვსთვიან დისკვალიფიკაციას ორწლიანით იმ შემთხვევაში შეუცვლიან თუ ის ოფიციალურად არ მოუხდის ბოდიშს ნაიჯელ ოუენსს და კრიტიკისას გამოთქმულ სიტყვებს უკან არ წაიღებს. ამასთან მან 100 საათი რაგბისთვის სასარგებლოდ უნდა იმუშაოს ანაზღაურების გარეშე. საპულო სწორედ ყოველივე ამას აპროტესტებს.

აი რა დაწერა სამოელმა Twitter-ზე:

" IRB შეწყვიტე ჩემი ხალხის ექსპლუატაცია. ერთადერთს, რასაც ვითხოვთ, ეს სამართლიანობაა. როგორია უელსის ნაკრებს დასასვენებლად შვიდი დღე აქვს, ჩვენ სამი. ეს განა სამართლიანია. ეს მონობაა, ჰოლოკოსტია, აპარტეიდია. მიეცით უელსის ნაკრებს დასასვენებლად სამი დღე და სამოას შვიდი, ჩვენ მათ გავანადგურებთ."

IRB ყველაზე მეტად საპულოს მიერ ჰოლოკოსტისა და აპარტეიდის ხსენებამ განარისხა. თუმცა აღნიშნულ თემაზე, ანუ გუნდების არათანაბარ პირობებში ყოფნაზე ლაპარაკი უკვე დაიწყო და რაგბის საერთაშიროს საბჭომ პირობა დადო, რომ მომდევნო 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის ეს პრობლემა აღარ იარსებებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა