"დაუგავას" რიგებში 26 გოლის გამტანი ქართველი მოსალაპარაკებლად უკრაინაში მიდის
"დაუგავას" ქართველი თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე ლატვიის ჩემპიონატში გატანილი 21 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე აღმოჩნდა, რიგის "სკონტოს" ფორვარდ ნათან ჟუნიორს ერთი ბურთით ჩამორჩა.

სულ კი მამუკამ დაუგავპილსელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 36 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა, რაც, დაგვეთანხმებით, ჩინებული შედეგიანობაა.

ლატვიურმა მედიამ 25 წლის ქართველ თავდამსხმელს, ჩვენებურად რომ ვთქვათ, გაჭირვების ტალკვესი შეარქვა. დაუგავპილსური ინტერნეტგაზეთის გამოკითხვაში ქართველ თავდამსხმელს პოპულარობაში, ქცევაში, ქარიზამტულობაში, ინტელექტში, სტილსა და ქცევაში 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აღმოაჩნდა.

მამუკა ორიოდე დღით საქართველოში დაბრუნდა და ინტერვიუ ვთხოვეთ.

- გული დამწყდა, ჟუნიორმა ბოლო ტურში პენალტი რომ გაიტანა და ამით გამისწრო. არადა, სამი ტურით ადრე ვუსწრებდი. დებულებით, გოლები თანაბრად რომ გაგვეტანა, ბომბარდირი მე გავხდებოდი, რადგან ნაკლები პენალტი დავარტყი.

- ბოლო ორ შეხვედრაში რა მოხდა, რატომ ვერ გაიტანე?

- ლიეპაიას "მეტალურგსთან" ასპროცენტიანი გოლი არ ჩამითვალეს და ეს ყველამ აღიარა.

- ნებისმიერ შემთხვევაში, სეზონი შენთვის წარმატებული გამოდგა.

- ძალიან წარმატებული. ჟურნალისტების გამოკითხვით, გაზეთმა "სპორტცენტრმა" ჟუნიორთან ერთად წლის სიმბოლურ ნაკრებში დამასახელა. სხვათა შორის, ივლისსა და აგვისტოში ამავე გამოკითხვით თვის ფეხბურთელი გავხდი, სამჯერაც კანდიდატებში მოვხვდი.

მე არც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მითამაშია, ცხადია, არც ეროვნულში და ამის შემდეგ ლატვიის ბომბარდირებში მეორე ადგილზე გასვლა ჩემთვის დიდი წარმატებაა.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლატვიელები დაცვაზე აქცენტირებულ ფეხბურთს თამაშობენ და ამიტომაც უკვირდათ ჩემი შედეგიანობა, რადგან გატანა ჭირს და ასეთ ტურნირში 21 გოლი იოლი საქმე არ არის, მით უფრო, "დაუგავას" ფეხბურთელისთვის - ჩვენი გუნდი დაცვიდან თამაშის მაგალითია, ცოტას ვუშვებთ, მაგრამ ცოტაც გაგვაქვს.

არ დავმალავ, ამ ყველაფრის შემდეგ ნაკრებში მიწვევის იმედი გამიჩნდა. მონდომება არ მაკლია და შევეცდები, ადრე თუ გვიან ნაკრების მწვრთნელი დავაინტერესო. ლატვიის ნაკრებში ბევრმა ისეთმა ფეხბურთელმა ითამაშა, ვის წინაღმდეგაც აქაურ ჩემპიონატში კარგად მითამაშია და იმედს ეს მაძლევს.

- ლატვიის ჩემპიონატმა ბევრი შეგძინა?

- რა თქმა უნდა. უპირველესად, თავდაჯერება, რაც ძალიან მაკლდა და რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ყოფილა. როდესაც საკუთარი თავისა გჯერა, ბევრი რამ უკეთ გამოგდის. განსაკუთრებულად სასიკეთოდ ევროპის ლიგაზე ნორვეგიული "ტრომსოს" კარში გატანილმა გოლმა იმოქმედა, მერე უფრო თამამად ავთამაშდი.

ლატვიელები ათლეტები არიან, ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ და თავიდან ლამის ყველა შეხებისას ვიქცეოდი, ახლა კი ასე აღარ არის.

ძალიან დამეხმარა თამაზ პერტია, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. ფიზიკურად მომამზადა, მოვუმატე გამძლეობაში, მოძრაობაში, ორთაბრძოლების აღარ მეშინია. ჩვენი ახლანდელი მწვრთნელი სერგეი ნაზარენკო კი თეორიულ მეცადინეობას დღეში ორჯერ გვიტარებდა და თავი გუნდში კი არა, უნივერსიტეტში მეგონა. საბოლოოდ, თეორიაში და ტაქტიკაში ბევრი ვისწავლე.

- როგორც შევიტყვეთ, "დაუგავადან" წახვედი.

- ეს, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავია. ახლა უკრაინაში,"კრივბასთან" მოსალაპარაკებლად მივემგზავრები.

- სხვა წინადადებები გამოირიცხა?

- არ გამორიცხულა, დაინტერესებული არიან დონეცკის "მეტალურგი", ლუგანსკის "ზარია" და "კრივბასი", ამათში უფრო მეტი ინტერესი კრივოიროგელებისგან იყო. მიწვევდნენ უნგრეთისა და პოლონეთის კლუბებშიც, ლიეპაიას "მეტალურგში", "სკონტოში", რომელსაც მარიან პახარსი წვრთნის - იგი რამდენჯერმე დამიკავშირდა, მაგრამ უკრაინაში რომ გიწვევენ, ლატვიაში, უნგრეთსა და პოლონეთში თამაში ნაკლებად მოგინდება.

სხვათა შორის, "დაუგავაშია" გამოცდილი იულიანოვი, რომელსაც უკრაინასა და რუსეთში ჩემპიონატებში უთამაშია და მაგულიანებს, ნუ გგონია, რომ ლატვიის ჩემპიონატი მათზე ბევრად ნაკლებია, იქაც მოახერხებ თავის გამოჩენას, ბოლოს და ბოლოს, შანსი თუ გაქვს, უნდა გამოიყენოო.

- "დაუგავას" ქართველებისგან ვიცი, რომ ბუნდესლიგის "კიოლნი" გიწვევდა - მოლაპარაკება ჩაიშალა?

- "კიოლნის" ინტერესის თაობაზე მოგვიანებით შევიტყვე, როდესაც მოლაპარაკება უკვე ჩაშლილი იყო. აღმოჩნდა, რომ გერმანელები კლუბს ზაფხულში დაუკავშირდნენ, როცა ჯერ კიდევ კონტრაქტი მქონდა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, "დაუგავამ" დიდი თანხა მოითხოვა, თორემ ბუნდესლიგაში მიწვევაზე უარს ვინ იტყვის?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ზაბარნი შეიძლება ინგლისში თავისი ყოფილი მწვრთნელის გუნდში გადავიდეს
რომელ ვარსკვლავზე გააკეთებს პერესი 150-მილიონიან შეთავაზებას - The Telegraph-მა ეს ფეხბურთელი დაასახელა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს