ვერავინ წარმოიდგენდა თუ მერვედფინალურ ეტაპზე ასეთ წყვილს ვიხილავდით. ჰოლანდიას არა პარაგვაისთან, ან იტალიასთან, არამედ სლოვაკეთის უმთავრეს გუნდთან მოუწევს დაპირისპირება. ვლადიმერ ვეისის შეგირდებმა მართლაც შეუძლებელი შეძლეს, გადამწყვეტ პაექრობაში იტალია დაამარცხეს და პლეიოფში გავიდნენ...

1/8 ფინალი

28 ივნისი. დურბანი. დურბან სთედიუმი. 18:00

ჰოლანდია-სლოვაკეთი

სავარაუდო შემადგენლობები

ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, მატიისენი, ვან ბრონკჰორსტი - ვან ბომელი, დე იონგი - ჯუიტი, სნეიდერი, რობენი - ვან პერსი.

სლოვაკეთი (4-2-2): მუხა - პეკარიკი, შკრტელი, დურიცა, ზაბავნიკი - ვეისი, ჰამშიკი, კუჩკა, სტოხი - ვიტეკი, იენდრიშეკი.

არბიტრი: უნდიანო მალენკო (ესპანეთი)

ვერავინ წარმოიდგენდა თუ მერვედფინალურ ეტაპზე ასეთ წყვილს ვიხილავდით. ჰოლანდიას არა პარაგვაისთან, ან იტალიასთან, არამედ სლოვაკეთის უმთავრეს გუნდთან მოუწევს დაპირისპირება. ვლადიმერ ვეისის შეგირდებმა მართლაც შეუძლებელი შეძლეს, გადამწყვეტ პაექრობაში იტალია დაამარცხეს და პლეიოფში გავიდნენ. პროგრამა მინიმუმიც შეასრულეს და მაქსიმუმიც და წესით, ჰოლანდიელებთან ყველანაირი წნეხის გარეშე უნდა იასპარეზონ. შესაძლოა, ამაში იყოს ის ერთადერთი უპირატესობა, რომელიც სლოვაკებს გაცილებით უფრო ძლიერ მეტოქესთან აქვთ. მაშინ, როდესაც ჰოლანდიისგან ყველა უპირობო გამარჯვებას ითხოვს, სლავებს უკვე როგორც გმირებს, ისე ელოდებიან სამშობლოში. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ვეისი, რომელმაც ჟურნალისტებისთვისაც მოიცალა:

"ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რასაც უკვე მივაღწიეთ მუნდიალზე, თუმცა გაჩერებას ჯერ კიდევ არ ვაპირებთ. გვსურს, სამხრეთაფრიკაში რაც შეიძლება დიდ ხანს გავჩერდეთ და ჩვენი გულშემატკივრები კიდევ გავახაროთ. მესმის, რომ ეს ურთულესი იქნება, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არაფერია. მეორე მხრივ, ჩვენზე ნაკლები ზეწოლაა და ეს ძალიან კარგია. ჩემი შეგირდები ამაღლებულ განწყობაზე არიან და ეს მუხტი ჰოლანდიელებთან პაექრობაში ძალიან წაგვადგება".

ჟურნალისტთა ვარაუდით, ვეისი 4-4-2 ტაქტიკას აირჩევს და შეტევაში, რობერტ ვიტეკთან ერთად, იენდრიშეკს გაამწესებს. სწორედ ასეთი სქემით ითამაშა სლოვაკეთმა იტალიასთან და თუ რა შედეგი მიიღო, ყველას მოგეხსენებათ. შესაბამისად, ტაქტიკური მონახაზის შეცვლის არანაირი საბაბი არ არსებობს. ვიტეკი ყურადღების ცენტრშია, რაც სრულიად ბუნებრივია - ის, რომ სლავები მერვედფინალში არიან, ამაში რობერტის წვლილი უდიდესია. დიდია შანსი, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, მასზე ევროპულმა გუნდებმა ნადირობა გამოაცხადონ. თუმცა, ჯერჯერობით ვიტეკი მხოლოდ მუნდიალზეა ორიენტირებული და თქვენ წარმოიდგინეთ, მისი გუნდის ასპარეზობით ბოლომდე კმაყოფილი არ გახლავთ:

"ბედნიერი ვარ, რომ ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ, მაგრამ ჯერ ზეიმის დრო ნამდვილად არ არის. ჩვენს თამაშში არაერთი ხარვეზია, რომლებიც უნდა აღმოვფხვრათ. იტალიასთან ორჯერ მოვდუნდით და ორივე შემთხვევაში, გაშვებული გოლით დავისაჯეთ. ორჯერ ჩავთვალეთ, რომ თამაში მოგებული გვქონდა, რამაც კარგი არაფერი მოგვიტანა. ასეთი რამე აღარ უნდა განმეორდეს".

ბერტ ვან მარვიიკი იმ შემადგენლობას ენდობა, რომელსაც პირველივე პაექრობიდან ათამაშებს - თუ რა თქმა უნდა არიენ რობენს არ ჩავთვლით, რომელიც ტრავმირებული გახლდათ და მხოლოდ ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. რობენი სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს და სლოვაკებს ფლანგიდან შეუტევს. მეორე ფრთიდან დირკ კუიტი შეეცდება თამაშის გამწვავებას, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი რობინ ვან პერსი გაირჯება. ამ უკანასკნელმა პირველი ორი თამაში აშკარად ჩააგდო, თუმცა კამერუნთან გაისარჯა მაღალ დონეზე და წინასწარი ვარაუდით, ძირითად თერთმეტეულში იქნება. ამჯერად, სათადარიგოთა სკამზე რჩება რაფაელ ვან დერ ვაარტი, რომელმაც ვან პერსისგან განსხვავებით, ვერც ერთ პაექრობაში ვერ დაგვამახსოვრა თავი.

ვან მარვიიკი მიიჩნევს, რომ მთავარია, მისმა შეგირდებმა მეტოქე სათანადოდ შეაფასონ: "ისეთივე შემართებით უნდა ვითამაშოთ სლოვაკეთთან, როგორც მსოფლიო ფეხბურთის ნებისმიერ გრანდთან ვიასპარეზებდით. შესაძლოა, იტალიელები ვერ განეწყვნენ მათთან სათამაშოთ და იმიტომაც დაისაჯნენ. მეტოქე ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს და ჰყავს ძალიან სახიფათო ფორვარდები. ისინი ფეხითაც კარგად თამაშობენ და მეორე სართულზეც - ამიტომ, ჩვენ მცველებს მაქსიმალურად ყურადღებით მართებთ ყოფნა. რობენი? - კარგ ფორმაშია და იმედია, თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს".

ბერტ ვან მარვიიკი კვლავ დაცვაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც იმის მომასწავებელია, რომ ჰოლანდია ფრთხილ ფეხბურთს ითამაშებს. გულშემატკივარი უკვე დიდი ხანია "ნარინჯისფრებისგან" სანახაობრივ ფეხბურთს ელის, თუმცა ჯერჯერობით, ვან მარვიიკი შეგირდებს მხოლოდ შედეგზე გეშავს. ვან პერსის სიტყვები ამის ნათელი დადასტურებაა:

"ჩვენი მიზანია, რომ მუნდიალს ბოლომდე შემოვრჩეთ. გვჯერა, რომ ეს ჩემპიონატი ჩვენი იქნება და მიზნამდე ნაბიჯნაბიჯ მივიწევთ. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა როგორ ფეხბურთს ვითმაშებთ, მთავარია, რომ გავიმარჯვოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. თუმცა, ამის გაკეთება იოლი არ იქნება, რადგან სლოვაკებს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ".

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდია ზეშემტევ ფეხბურთს არ თამაშობს, ყველა ლოგიკით მატჩი მაინც "ნარინჯისფერთა" ტერიტორიული უპირატესობით უნდა წარიმართოს. აი, რამდენად გარდაიქმნება ეს უპირატესობა სათამაშოში, ამას დრო გვუჩვენებს. ჰოლანდია ფავორიტია, მაგრამ ვნახოთ, მოახდენს თუ არა სლოვაკეთი კიდევ ერთ სენსაციას.

ლაშა წიკლაური

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს